საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2643

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1860

ტიპი: განათლება

1860 წელს ნიკო ლომოური გორის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს.

1860

ტიპი: განათლება

1860 წლის სექტემბერში სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილმა გორის სასულიერო სასწავლებელში დაიწყო სწავლა.

1861

ტიპი: განათლება

1861 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის სასწავლებლიდან გარიცხეს და მისცეს მოწმობა,რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

1861

ტიპი: განათლება

1861 წელს ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილი პეტერბურგის კადეტთა კორპუსში სწავლობდა.

1861

ტიპი: განათლება

1861 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდა.

1863

ტიპი: განათლება

1863 წელს ილია ზაქარიას ძე მგალობლიშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის მეოთხე კლასში სწავლობდა.

1863

ტიპი: განათლება

1863 წელს ობლად დარჩენილი ილია ზაქარიას ძე მგალობლიშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის დახმარებით თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა სახელმწიფო დაფინანსებით.

1863

ტიპი: განათლება

1863-1869 წლებში ივანე როსტომაშვილი დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში სწავლობდა.

1863

ტიპი: განათლება

1863 წელს დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ჩარიცხულ ივანე როსტომაშვილს არ ასწავლიდნენ ქართულ ენას და ცოტა ხანში მან სრულიად მიივიწყა ის.

1863

ტიპი: განათლება

1863 წელს სოფრომ მგალობლიშვილის ძმა, ილია, გორის სასულიერო სემინარიის მეოთხე კლასში სწავლობდა.

1864

ტიპი: განათლება

1864 წელს ეკატერინე გაბაშვილმა ფრანგი ქალის, ფავრის კერძო სასწავლებელში განაგრძო სწავლა.

1865

ტიპი: განათლება

1865 წელს ანასტასია თუმანიშვილმა დაამთავრა ქალთა ინსტიტუტი.

1865

ტიპი: განათლება

1865 წელს მოსე ჯანაშვილი სოფელ კახის სამრევლო სკოლაში შევიდა სასწავლებლად.

1865

ტიპი: განათლება

1865 წლის 15 თებერვალს გაბრიელ ეჯუბაშვილმა კანდიდატის ხარისხი მოიპოვა პეტერბურგის უნივერსიტეტში.

1866

ტიპი: განათლება

1866 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ რომანოვის ნებით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების საშუალება სხვა კავკასიელებთან ერთად მიეცათ ქართველ სტუდენტებსაც, მათ შორის ქუთაისის გიმნაზიის კურდამთავრებულებს – ბესარიონ ჭიჭინაძეს, ვასილ სემიბრატოვსა და კონსტანტინე ივანოვს.

1866

ტიპი: განათლება

1866 წელს მიხეილ რომანოვმა განაცხადა, რომ 1866-1867 წლებში თბილისის რეალური გიმნაზიის მოსწავლეებს უნდა შეეტანათ სწავლის საფასური, სიმბოლური თანხა, 5 მანეთი. თუმცა გიმნაზიას შეეძლო არ მოეთხოვა ფული იმ მოსწავლეებისგან, რომლებიც განსაკუთრებით კარგად სწავლობდნენ ან მატერიალურად ძალიან უჭირდათ.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლის 1-ელ სექტემბერს მიხეილ რომანოვის ნებით კავკასიაში ორი საქვეითო იუნკერების სასწავლებელი გაიხსნა. ერთი სასწავლებელი, კავკასიის არმიის საქვეითო ნაწილებისთვის, თბილისში მდებარეობდა.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლის პირველი ივნისიდან თბილისის რეალური გიმნაზია გადაიტანეს ახალ ნაქირავებ სახლში, რომელიც ეკუთვნოდა ივანე კარლოვს.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლის 1-ლი ივნისიდან თბილისის რეალური გიმნაზია გადაიტანეს ახალ ნაქირავებ სახლში, რომელიც ივანე კარლოვს ეკუთვნოდა.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლის 3 ივნისს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში სახელმწიფოს ხარჯზე სასწავლებლად მიიღეს ნინო რატიევი.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლის 3 ივნისს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში სახელმწიფოს ხარჯზე სასწავლებლად მიიღეს სოფიო თარხან-მოურავი.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლის 3 ივნისს „ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში" სახელმწიფოს ხარჯზე სასწავლებლად მიიღეს ბარბარე ტერ-დავიდოვი.

1866

ტიპი: განათლება

1866 წელს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში 10 ადგილი გამოთავისუფლდა ახალი მოსწავლეებისთვის. გიმნაზიაში სწავლის დაწყება შეეძლოთ 9-15 წლის ბიჭებს, თუმცა აუცილებელი იყო გამოცდის ჩაბარება. გამოცდის ჩასაბარებლად გიმნაზიის დირექციამ ზაქარია არჯევანიძე, ევგენი ლისოვსკი და იოჰან ბლუმბერგი დაიბარა.

1866

ტიპი: განათლება

1866 წელს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გამოთავისუფლდა 10 ადგილი ახალი მოსწავლეებისთვის. გიმნაზიაში სწავლის დაწყება შეეძლოთ 9-15 წლის ბიჭებს. თუმცა აუცილებელი იყო გამოცდის ჩაბარება. გამოცდის ჩასაბარებლად გიმნაზიის დირექციამ დაიბარა გრიგოლ გაბაშვილი და ნესტორ ჩარექაშვილი.

1866

ტიპი: განათლება

1866 წელს თბილისის კლასიკური გიმნაზიაში გამოთავისუფლდა 10 ადგილი ახალი მოსწავლეებისთვის. გიმნაზიაში სწავლის დაწყება შეეძლოთ 9-15 წლის ბიჭებს. თუმცა აუცილებელი იყო გამოცდის ჩაბარება. გამოცდის ჩასაბარებლად გიმნაზიის დირექციამ დაიბარა ივანე ჩოლოყაშვილი და სოლომონ ხირსელოვი.