საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2643

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1879

ტიპი: განათლება

ვასილ კარბელაშვილს ხარლამპი ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში ყოველ სამ თვეში სწავლის საფასური 21 მანეთი უნდა გადაეხადა.

1880

ტიპი: განათლება

ა. ნანეშვილი იყო პეტერბურგის მედიკო-ქირურგიული აკადემიის სტუდენტი.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს ვასილ ილიას ძე რცხილაძემ ჟენევის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც 2 წლის განმავლობაში ისწავლა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს მიხეილ ერისთავმა სამეურნეო განათლება მიიღო.

1880

ტიპი: განათლება

1880 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ სტიპენდიატად მიიღო ტ. კონსტანტინოვი, რომელსაც ამავე წლის პირველი სექტემბრიდან გორის სამასწავლებლო სემინარიაში უნდა დაეწყო მუშაობა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ტიმოთე კონსტანტინოვს შესთავზეს, რომ ალექსანდრეს ინსტიტუტის ნაცვლად გორის სამასწავლებლო სემინარიაში დაუფინანსებდნენ სწავლას (ექვსი თვით), სანაცვლოდ მას სწავლის დასრულების შემდეგ ექვსი თვე საზოგადოების სკოლაში უნდა ემუშავა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ნიკო ლომოურმა დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ვიქტორ გამყრელიძე თბილისის საოსტატო ინსტიტუტთან არსებულ სამოქალაქო სასწავლებელში ჩაირიცხა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ლადო აღნიაშვილმა გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ალექსანდრე მირიანაშვილმა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წლის 18 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების სტიპენდიატების უფასო საცხოვრებლებით უზრუნველყოფის საკითხი განიხილეს.

1881

ტიპი: განათლება

1881 წლის 8 მაისს ბათუმში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, რომელშიც სხვა სარწმუნოების ბავშვებთან ერთად სწავლობდნენ მუსლიმებიც: იუსუფ ზია-ბეგ აბაშიძე, კესიმე ელიახანუმ აბაშიძე, შაბან ბოლქვაძე, მუსტაფა კაპალ-ოღლი, ჰუსეინ კაპალ-ოღლი, ალი-ბეგ აბაშიძე, ფაზილ-ბეგ აბაშიძე, აბიდ-ბეგ აბაშიძე, ოსმან-ბეგ აბაშიძე, ახმედ აბაშიძე და ალი აბაშიძე.

1881

ტიპი: განათლება

1881 წლის 8 მაისს ბათუმში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, რომელშიც სხვა სარწმუნოების ბავშვებთან ერთად სწავლობდნენ მართლმადიდებელი ბავშვები: დავით ჩიჩუა, ბეგლარ ჯაიანი, ქიშვარდი გეგენავა, ალექსი მუხუზლა, კონსტანტინე ხუხუნაშვილი, გრიგოლ ვაჭარაძე, დიმიტრი ტუღუში, მიხეილ ხუნწარია, ტიმოთე თხილაშვილი.

1881

ტიპი: განათლება

1881 წლის 8 მაისს ბათუმში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, რომელშიც სხვა სარწმუნოების ბავშვებთან ერთად კათოლიკეებიც სწავლობდნენ: პავლე ბააზოვი, ბართლომე ბააზოვი, ანტონ ნალბანდოვი, ილარიონ ივანეს ძე მაქანდაროვი.

1881

ტიპი: განათლება

1881 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში მაჰმადის რჯულის სასწავლებლად მაჭახელაში მცხოვრები ხოჯა სულეიმან ეფენდი ზადე მიიწვიეს, რის შემდეგაც ბათუმის მაჰმადიანთა დიდმა ნაწილმა საზოგადოების სკოლაში შვილების ტარება გადაწყვიტა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ვალერიან გუნია მოსკოვში წავიდა და პეტროვის აკადემიაში თავისუფალ მსმენელად დაიწყო სწავლა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ვალერიან გუნია თბილისის რეალური სასწავლებლიდან გარიცხეს.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძემ ხარლამპ ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო სიარული.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, განიხილეს ქუთაისის სკოლის ინსპექტორის ანგარიში და მოსაზრება მზრუნველთა საბჭოსთან მოვალეობათა გამიჯვნის შესახებ.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ: იორდანე მეგრელიშვილი, სიმონა მეგრელიშვილი, ვასილ კაკაბაძე, მიხაკო შევარდენიძე, ალფეზი ღლონტი, დიმიტრი ხარჩილავა, ფილიმონ ჟვანია, გიორგი ქავჟარაძე და ა. საულიდი.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრეცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ: კოსტა მიმინოშვილი, ანდრია გრიგოლავა, დავით საბაშვილი, ალექსანდრე საბაშვილი, ვლადიმერ მითაიშვილი, სტეფანე კაკაბაძე, სამსონ მაქანდაროვი, იოსებ შევარდენიძე და ნიკო ქაჯაია.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 23 ოქტომბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ბათუმის სკოლის დირექტორ მოსე ნათაძეს მშობლების თხოვნის საფუძველზე სკოლაში რუსული ენის მეორე კლასიდან სწავლებას დათანხმდა.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს დავით ვახვახიშვილი თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე იყო.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს ქარუმიძე თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე იყო.