საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2025

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1887

ტიპი: მფლობელობა

1887 წელს კოტე მესხმა ნინო გამრეკელთან ერთად საკუთარი თეატრი მოაწყო ქუთაისის შუაგულ ბაღში.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს თავადმა ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა თავის მამულში, მატანში (თიანეთის მაზრა), აღმოაჩინა ლითოგრაფიული ქვა, რომლის ნიმუში, ასევე ზედ ამოჭრილი ნიმუში კავკასიის გამოფენაზე წარადგინა.

1885

ტიპი: მფლობელობა

1885 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, არტურ ალიბეგოვი თევზის საწარმოს ფლობდა.

1885

ტიპი: მფლობელობა

1885 წლის 28 აგვისტოს „დროების“ ცნობით, დეკანოზი იმნაძე 2 წისქვილის მფლობელი იყო.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე დ. ამირაღოვს ჰქონდა კამფეტების პავილიონი.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაფიცი ვექილი იასე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი და მისი მეუღლე ელენე კონსტანტინეს ასული სვიმონიშვილი ფლობდნენ სახლს ოლღას ქუჩა N20.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლავრენტი ლუარსაბის ძე გრიგოლაშვილი ფლობდა ბინას ქუთაისში, ივანოვის ქუჩაზე.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წელს სოსიკო მერკვილაძეს ალექსანდრეს ბაღის პირდაპირ წიგნის მაღაზია „ცოდნა“ ჰქონდა.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 15 ივნისს პატარა ცემში ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძის სანატორიუმი გაიხსნა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ცენტრალური ბიბლიოთეკის მფლობელი შაპოვალოვა თავის ბიბლიოთეკას 2500 მანეთად აფასებდა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ცენტრალური ბიბლიოთეკის მფლობელ შაპოვალოვას ბიბლიოთეკაში იყო 8000 ტომი რუსული და 1300 ფრანგული წიგნი.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით შორაპნის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი, მილიციის პრაპორშჩიკი, თავადი სიმონ წერეთელი წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს აღაბალა გულიევს ორთქლით მომუშავე წისქვილი ჰქონდა ბაქოში.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს არტემ წურინოვს სოფელ მამათში წისქვილი ჰქონდა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ი. ი. დიასამიძეს ხის სახელოსნო ჰქონდა თბილისში.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით გენერალ-მაიორ ივანე საგინაშვილს, თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, წმ. სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენი უბოძეს.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ბარონ ალექსანდრ ფონ კუჩენბახს შუშის ქარხანა ჰქონდა სოფელ მაჰმუთლში (ბორჩალო).

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს პ. ე. გვრიტიშვილს თბილისში ჰქონდა ცხენის მოსაკაზმი სამკაულებისა და იარაღების სახელოსნო.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ლევბერგს ბათუმში ჰქონდა თამბაქოს ქარხანა „თამარა".

1900

ტიპი: მფლობელობა

1900 წელს მამედ ჰაჯი თაიროვსა და გრიგოლ ადელხანოვს საპნის ქარხანა ჰქონდათ თბილისში.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს სვიმონ არუთინოვს თბილისში საპნის ქარხანა ჰქონდა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს მ. ზ. კარლინსკის ზეთის ქარხანა ჰქონდა თბილისში.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წლის 4 დეკემბერს გაზეთი „დროება“ წერდა ახალი, არომატული ჩაის შესახებ, რომელიც ქუთაისში, ქალანთაროვის მაღაზიებში იყიდებოდა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მედიცინის დოქტორ გ. გ. მეჰრაბიანს ბინა ბებუთოვის ქ. N23-ში ჰქონდა.

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ჰენრიხ არჩიბალდის ძე მუათი ფლობდა სახლს მისამართზე: კალოუბნის (ყოფილი ბარონის) ქუჩა N9.