საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2025

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბელი ფლობდა ბინას მისამართზე: პეტრე დიდის ქუჩა N9, ბინა 1.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წელს თავადაზნაურთა ბანკის საზაფხულო ბაღში მდებარე ბუფეტი გიორგი სხირტლაძეს ეკუთვნოდა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენაზე ქების ფურცლით დააჯილდოვეს ვ. გ. მაჩაბელი, კურდღელაშვილი, ციციშვილი, ს. ბ. ვაშაკიძე, თათია ხარანაული.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენაზე ქების ფურცლით დააჯილდოვეს ზაქარია ფურცხვანიძე, ა. ნ. ორბელიანი, ა. ა. კალატოზიშვილი, ი. ს. სულხანიშვილი, გ. ი. თოიძე, პ. ანდ. პაპუნაშვილი.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენაზე ქების ფურცლით დააჯილდოვეს იულია იოს. ასათიანი, დათიკო არღუთინსკი, ნ. დ. ინჯია, ივ. მამაჯანოვი, ა. კ. ხიზანიშვილი.

1939

ტიპი: მფლობელობა

1939 წელს ალექსანდრე გოძიაშვილს ვარშავაში ყავისა და ჩაის მაღაზია ჰქონდა.

1885

ტიპი: მფლობელობა

1885 წლის თებერვლის „დროების“ მეშვეობით დ. ფაღავას შეატყობინეს, რომ მის სტატიას „მასწავლებლის ქცევაზე“, დამადასტურებელი ფაქტების გარეშე ვერ დაბეჭდავდნენ.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წლის 6 დეკემბერს იმპერატორმა განათლების სამინისტროს წარდგინებით ოზურგეთის სასწავლებლის პირველი კლასის შეგირდი მოსე ჭყონია ვერცხლის მედლით დააჯილდოვა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს გაიმართა ვაჭრობა საჩაიე შენობის ქალაქის საყასბოებზე იჯარით გაცემის შესახებ. ყველაზე მეტი, 258 მანეთი, გადაიხადა იოსებ ტერ-ოგანეზოვმა. გამგეობის გადაწყვეტილებით, საჩაიე მას გადაეცა ერთი წლით.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს გასაყიდად იყო გამოტანილი ი. ი. მაიერის ცნობილი ხელსაქმის მაღაზია, მთელი მოწყობილობით, საქონლითა და ქონებით, ასევე ხავერდის სახელოსნოთი. ფირმა 1867 წლიდან არსებობდა.

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წელს სოფიო მიხეილის ასული დოლიძე ფლობდა ბინას სოლოლაკში, სასტუმრო „ინტერნაციონალში“.

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი როსტომის ძე აბაშიძე ფლობდა ბინას სანაპიროს ქუჩა N7-ში.

1971

ტიპი: მფლობელობა

1971 წელს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ მის ბავშვობაში მამამისს, ივანე კვალიაშვილს, საგარეჯოში, თბილისსა და გორში აფთიაქები ჰქონდა.

1902

ტიპი: მფლობელობა

1902 წლის 30 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა განცხადება ტარიელ დიმიტრის ძე გაბუნიას სპირტიანი სასმელების საწყობის შესახებ.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს კავკასიის სამთო სამმართველომ მარტსა და აპრილში ჭიათურის მარგანეცის მოპოვება-დამუშავების ნებართვა მისცა შემდეგ პირებს: დიმიტრი ივანეს ძე ღუღუნიშვილს, მიხეილ თომას ძე ფეიქრიშვილს, კონსტანტინე საბას ძე ხაზარაძეს, მაქსიმე პავლეს ძე დეისაძეს, შავი ქვის მრეწველ ნესტორ იოსების ძე ბეჟანიშვილს, გიორგი თეიმურაზის ძე გველესიანს, ლევან დავითაშვილსა და ალფეს გიორგის ძე ღუღუნიშვილს.

1957

ტიპი: მფლობელობა

1957 წლის აგვისტოში მიხეილ კვალიაშვილმა, როგორც რეპატრიანტმა, პოზნანში 43.5 კვადრატული მეტრი ბინა მიიღო და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავიდა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე კავკასიის საბაღოსნო საზოგადოების განყოფილებამ დანიშნა ჯილდოები. პატარა ოქროს მედალი გადაეცა ალექსანდრე ილიას ძე სტოიანოვს.

1903

ტიპი: მფლობელობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ჰაკესა და რაევსკის პანსიონი თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელი იყო.

1903

ტიპი: მფლობელობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ჰაკე და რაევსკი პანსიონს ფლობდნენ თბილისში.

1936

ტიპი: მფლობელობა

1936 წელს თბილისის კერძო პანსიონი, სადაც ეკატრინე გაბაშვილი გადმოვიდა სასწავლებლად, ეკუთვნოდა ფრანგ პედაგოგ ფავრს.

1936

ტიპი: მფლობელობა

1936 წელს თბილისის კერძო პანსიონის მფლობელ ფავრს საშუალება ჰქონია მოეწვია თავის სასწავლებელში პროფესორები პოლონეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან დევნილი ფრიად განსწავლული პედაგოგები.

1936

ტიპი: მფლობელობა

1936 წელს ფავრის კერძო პანსიონი ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად ითვლებოდა თბილისში.

1913

ტიპი: მფლობელობა

1913 წელს ქუთაისში ბართლომე ალქსანდრეს ძე კილაძე ფლობდა სტამბას.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წელს ლიბერმანი ფლობდა ტიპოგრაფიას თბილისში.

1913

ტიპი: მფლობელობა

1913 წელს ბართლომე კილაძეს სტამბა ჰქონდა ქუთაისში.