საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2025

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1830

ტიპი: მფლობელობა

1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობდა სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილი, კოლეგიის მრჩეველ ბებუთოვს ეკუთვნოდა.

1830

ტიპი: მფლობელობა

1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებით, ვაჭარ ხოზროევის სახლი ერევნის მოედანზე მდებარეობდა.

1830

ტიპი: მფლობელობა

1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სახლი, სადაც „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ გამოცემის კომიტეტი იყო დაბინავებული, ეკუთვნოდა ვაჭარ ხოზროევს.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 7 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი განცხადებიდან ირკვევა, რომ თბილისში იყიდებოდა მაიორ შმატოვის კერძო ქვის სახლი მეზონინით, ეზოთი და დამხმარე სათავსოებით. სახლის ფასადი სამეფო მოედნისკენ გადიოდა. მსურველებს უნდა მიემართათ თვით მაიორი შმატოვისთვის.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ამიერკავკასიის ახლად გახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: ვ. ე. სტრემოუხოვი, გენერალ-მაიორი ვასილ იაკობის ძე რენენკამპფი, პოლკოვნიკი ლემანი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: გენერალ-ფელდმარშალი ივანე თედორეს ძე პასკევიჩ-ერევანსკი, თბილისის სამხედრო გუბერნატორი სტეფანე სტეფანეს ძე სტრეკალოვი, სამოქალაქო მრჩეველი პეტრე დემიანის ძე ზავილეისკი, გენერალ-მაიორი იასონ ივანეს ძე ჭავჭავაძე.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: გვარდიის პორუჩიკი მამუკა თომას ძე ორბელიანი, პოლკოვნიკი შანშე იესეს ძე ერისთავი, სამოქალაქო მრჩეველი ფალავანდიშვილი, ფლიგელ-ადიუტანტი დავით ლევანის ძე დადიანი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: კოლეგიის მრჩეველი გრუბერი, კაპიტანი სნაკსარიოვი, გენერალ-მაიორი ივანე ოსიპის ძე სიმონიჩი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: გენერალ-მაიორი აფხაზოვი, მაიორი რეიშერი, პოლკოვნიკი ტრიშილევიჩი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: მაიორი ყორღანოვი, პოლკოვნიკი ლიშოვი, გენერალ-მაიორი პეტრე ანდრიას ძე ფრედერიკსი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: გენერალ-მაიორი კარლ კარლის ძე კრაბე, სამოქალაქო მრჩეველი ალექსანდრე სერგის ძე გრიბოედოვი, კოლეგიის ასესორი მენზენკამპფი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: კარის მრჩეველი მოსე ზაქარიას ძე არგუტინსკი-დოლგორუკოვი, გენერალ-მაიორი თედორე ალექსანდრეს ძე ბეკოვიჩ-ჩერკასკი, პოლკოვნიკი კოშკარევი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: პოლკოვნიკი სენჩევსკი, მრჩეველი დეპიერი, გენერალ-მაიორი სტეფანე სტეფანეს ძე ჟუკოვსკი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: კოლეგიის მრჩეველი სერგი გაბრიელის ძე ჩილაევი, პოდპოლკოვნიკი ბერილევი, გენერალ-მაიორი იაკობ იაკობის ძე გილენშმიტი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: კოლეგიის ასესორი სილიჩი, ი. ოპერმანი, კოლეგიის ასესორი კარაევი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ამიერკავკასიის ახლად გახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: კოლეგიის ასესორი გუსევი, კარის მრჩეველი ივკოვი, კოლეგიის ასესორი ბოროვკოვი.

1848

ტიპი: მფლობელობა

1848 წელს გრიგოლ ჭავჭავაძემ თავისი მამულების განკარგვა ანდო მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, კაპიტან იოსებ წილოსანს, რომელმაც ჭავჭავაძეთა მამულების გარანტიით დიდი სესხი აიღო და ვეღარ დააბრუნა. ამის გამო ილიას მამაპაპეულ ადგილ-მამულს გაყიდვა ემუქრებოდა.

1860

ტიპი: მფლობელობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძე დაბრუნდა საქართველოში, რადგან შეექმნა პრობლემა – მამის, გრიგოლ ჭავჭავაძის დროიდან შემორჩენილი ვალის გამო მის მამულს გაყიდვა ემუქრებოდა.

1862

ტიპი: მფლობელობა

1862 წელს სახელმწიფო კანცელარიამ კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ ორბელიანის ნებართვის საფუძველზე დააკმაყოფილა ილია ჭავჭავაძის თხოვნა ქართული ჟურნალის, „საქართველოს მოამბის“ გამოცემის შესახებ, იმ პირობით, რომ მასში პოლიტიკური სტატიები არ დაიბეჭდებოდა.

1863

ტიპი: მფლობელობა

1863 წელს ალექსანდრ ფონ კუჩენბახის მიერ გახსნილი ყველის მაღაზია მდებარეობდა გოლოვინის პროსპექტზე, მაკარ ორბელიანის სახლში.

1863

ტიპი: მფლობელობა

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ნებართვა საცენზურო კომიტეტისაგან „საქართველოს მოამბის“ პირველი ნომრის დაბეჭდვაზე.

1863

ტიპი: მფლობელობა

1863-1869 წლებში დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, მამამისის, პავლე როსტომაშვილის ბაღ-ვენახები და სახლი სოფელ შალაურში მცხოვრებ აზნაურ ილიკო გველესიანს გადაეცა.

1865

ტიპი: მფლობელობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1865 წლის პირველი იანვრიდან შაბის წარმოებაზე და გაყიდვაზე უფლებები 12 წლით გადაეცა თბილისის მოქალაქე ხარიტონოვს.

1866

ტიპი: მფლობელობა

1866 წელს თბილისში იყიდებოდა კონდრატენკოს სახლი და მიწის ნაკვეთი. ფასის გაგება შეიძლებოდა „დროების“ რედაქციაში.

1866

ტიპი: მფლობელობა

1866 წელს მიხეილ რომანოვის ნებით სპეციალური მედალი გადასცეს ალი ასკეროვს. მედალზე ეწერა: „სიკვდილისგან გამოხსნისათვის.”