საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1389

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლიდან ვანო ტიტეს ძე ქიქოძე გერმანიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი ემიგრაციაში წავიდა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს ვალიკო ილარიონის ძე ჩუბინიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წლის 5 მაისს დაკავებული ანანია ანდრიას ძე სტურუა ცხოვრობდა თბილისში, ვოროშილოვის ქ. N29-ში.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წლის მაისიდან 1934 წლამდე შალვა მაღლაკელიძეს ლატვიაში მოუწია ცხოვრება.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი დავითის ძე ოთხმეზური 1923 წლის 25 იანვრამდე, მის დაკავებამდე ახალციხეში ცხოვრობდა.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძის მიერ საქართველოს ჩეკაში შევსებული ანკეტის მიხედვით, ის დაიბადა 1881 წლის ნოემბერში ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მხარის დვაბზუს თემის სოფელ ჭალაში.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს დაკავებული პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძის საქმის მიხედვით, ის იყო სოციალური წარმოშობით გლეხი, საშუალოზე დაბალი სოციალური სტატუსისა.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923-1925 წლებში ქრისტინე შარაშიძე თბილისის პედაგოგიურ მუზეუმში მუშაობდა.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით, 1923-დან 1926 წლამდე იგი პრაღის უნივერსიტეტში სწავლობდა. იურისტის ხარისხის მისაღებად დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი „სხვისი ქონების მიტაცება 1845, 1903 და 1922 წ.წ. სისხლის სამართლის კოდექსების მიხედვით“.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი თამარ პავლეს ასული ჯარიაშვილი კირპიჩნის შესახვევის №12-ში ცხოვრობდა.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილი გუნიბის შესახვევის №8-ში ცხოვრობდა.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ოლღა გიორგის ასული დემურიშვილი ფასანაურის ქუჩის №12-ში ცხოვრობდა.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე მატინოვის ქუჩის №14-ში ცხოვრობდა.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ელენე დავითის ასული კარიჭაშვილი წყნეთის ქუჩის №30-ში ცხოვრობდა.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს თამარ სიმონის ასული გოგოლაშვილი-პაპავა, აკაკი პაპავას მეუღლე, პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს ვანო პეტრეს ძე სარაჯიშვილს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ 1922 წლის დეკემბრიდან 1923 წლის მაისამდე იგი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საელჩოში მსახურობდა, რომელიც მოსკოვში მდებარეობდა. ელჩი მიხა ცხაკაია იყო.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922 წელს ვალერიან სიდამონ-ერისთავი თეატრის დეკორაციებზე მუშაობდა.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922 წლის 14 აპრილს დაიბადა კომპოზიტორი დავით ალექსანდრეს ძე თორაძე.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922-1924 წლებში მიხეილ ნაცვლიშვილი მონაწილეობდა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922-1924 წლებში შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922-1924 წლებში სოლომონ კონსტანტინეს ძე ზალდასტანიშვილი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე იყო.