საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1389

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1957

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1957 წელს 14 წლის მაიკო მიხეილის ასული კვალიაშვილი პოზნანში ცხოვრობდა და მე-8 კლასში ფრიადებზე სწავლობდა.

1957

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1957 წელს 15 წლის ნინო მიხეილის ასული კვალიაშვილი პოზნანში ცხოვრობდა და მე-10 კლასში სწავლობდა.

1957

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1957 წელს იუნკერი ვანო ნანუაშვილი აშშ-ში ცხოვრობდა.

1957

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1957 წელს იოსკა ზაუტაშვილი ტორუნში, პონიატოვსკის ქ. №1-ში, ცხოვრობდა.

1956

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1956 წლის 23 ივლისს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების გამგემ, ი. მ. გიგინეიშვილმა გასცა ცნობა, რომლის თანახმად, ქრისტინე შარაშიძეს შავი ზღვის სანაპიროზე ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებოდა.

1956

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1956 წლის 17 ივლისიდან 23 ივლისამდე ქრისტინე შარაშიძე მკურნალობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კლინიკურ და ექსპერიმენტულ კარდიოლოგიის ინსტიტუტის დისპანსერში.

1956

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1956 წელს მიხეილ დიმიტრის ძე რჩეულიშვილს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1955

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1955 წელს ირაკლი ლავრენტის ძე მათიკაშვილს პროფესორის წოდება მიენიჭა.

1954

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1954 წლის 1-ლ აგვისტოს შალვა მაღლაკელიძე აღმოსავლეთ გერმანიაში ძალდატანებით გადაიყვანეს, ოჯახთან ერთად ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს, შემდეგ გადმოიყვანეს თბილისში. ის სიცოცხლის ბოლომდე საბჭოთა ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

1953

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1953 წლის დასაწყისში შალვა მაღლაკელიძე დასავლეთ გერმანიაში ჩავიდა.

1953

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1953 წელს კომპოზიტორმა აკაკი კირილეს ძე ანდრიაშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1952

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1952 წლამდე ალექსანდრე ფაჩულია ბერლინის აღმოსავლეთ სექტორში ცხოვრობდა.

1951

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრეტა მაღლაკელიძე გაიოზ მაღლაკელიძის მეუღლე და ვამეხ მაღლაკელიძის დედა იყო. წარმოშობით ის გერმანელი იყო.

1951

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1951 წელს გიორგი მიხეილის ძე ჯიღაური სტალინური პრემიის ლაურეატი გახდა.

1950

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1950 წლის 15 მარტიდან ამავე წლის 8 აპრილამდე ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ სტაციონარში იმყოფებოდა.

1950

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1950-1952 წლებში შალვა მაღლაკელიძე „ხმელთაშუა ზღვის პაკტის“ ორგანიზაციის დავალებით პაკისტანის ქალაქებში: კოჰატში, პეშავარსა და კარაჩში იმყოფებოდა.

1950

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1950 წელს სიმონ სიდამონ-ერისთავი ამერიკელ მეუღლესთან, ენ ტრეისთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობდა.

1950

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1950 წელს ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანს სსრკ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1950

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1950 წელს სულხან თევდორეს ძე ცინცაძე სტალინური პრემიის ლაურეატი გახდა.

1949

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1949-1950 წლებში ალექსანდრე სულხანიშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობდა.

1949

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1949 წელს პავლე ვასილის ძე ხუჭუას ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1948

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1948 წელს ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილს სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1947

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1947 წელს თამარ ქაიხოსროს ასული ჩოლოყაშვილი დედასთან, ნინო მეღვინეთუხუცესთან, ერთად გადასახლებიდან გაათავისუფლეს.

1947

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1947 წელს შალვა მიხეილის ძე თაქთაქიშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1947

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1947 წელს სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნდა.