საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1393

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1874

ტიპი: პირადი ინფორმაცია

აკაკი ჩხენკელი დაიბადა 1874 წლის 19 მაისს სოფელ ოქუმში (სამურზაყანო).

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ალექსანდრე ერისთავისგან ფული ისესხა.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წლის მაისში დუშეთის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრის უფროს ივანე ზუბალაშვილის სახლში ცხოვრობდა.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წელს ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი მიხეილ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი მეუღლესთან, ელისაბედ დიმიტრის ასულ ივანსკაიასთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წელს იაკობ გოგებაშვილმა პედაგოგიური საქმიანობა შეწყვიტა.

1872

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის პედაგოგი ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე 1872 წლის 30 მაისს დაიბადა. მისი წლიური ჯამაგირი 360 მანეთს შეადგენდა, ბინის ქირა – 180 მანეთს. 1918 წლის 2 მარტის კანონით ის 2900 მანეთ დამატებას იღებდა.

1872

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ეფემია გრიგოლის ასული გიორგიევი დაიბადა 1872 წლის 29 იანვარს. ის იყო მართლმადიდებელი.

1872

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი 1872 წლის 2 იანვარს ახაშენში დაიბადა.

1871

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1871 წლის 27 აპრილს დაიბადა რუსეთის ტახტის მემკვიდრე გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1869 წლის 26 ნოემბერს დაიბადა მარჯორი სკოტ უორდროპი.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1869 წლის 12 მარტს საქართველოს ეგზარქოსის სასახლის ეკლესიაში მონაზვნად აღიკვეცა ქეთევან ჯავახიშვილი-წერეთლისა, რომელსაც სამონაზვნო სახელად ეწოდა ნინა.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1869 წლის 29 იანვარს ქუთაისის ერთ-ერთი ტრაქტირის ეზოდან გაიტაცეს აზნაურ ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ეტლში შებმული ცხენი, თუმცა ცხენის უყურადღებოდ მიტოვების ბრალდებით სასამართლომ თავად მეპატრონე დააჯარიმა.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1869 წლის 16 იანვარს კოლეგიის მრჩეველმა, დოქტორმა ს. ფ. სცეპურამ პოლიციას შეატყობინა ტელეგრაფისტის ცოლის, ბარბარე ალდადანოვას თვითმკვლელობის ამბავი.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს და მის მეუღლეს, ოლღა თეოდორეს ასულს ჰყავდათ ოთხი ვაჟი – ნიკოლოზი, მიხეილი, გიორგი, ალექსანდრე და ქალიშვილი ანასტასია.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868 წელს დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში გაწინამძღვრიანთკარის ტყის მცველის, პეტრე ყველაშვილის საჩივარი განიხილეს.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868 წელს დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში მოისმინეს გიგო ჭიაურის საჩივარი იკოთელი თავადის ბეჟან ფიცხელაურის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი ედებოდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ბარბარე მელიქიანი 1868 წელს თბილისში დაიბადა.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კონსტანტინე აფხაზი 1867 წლის 27 სექტემბერს (ოქტომბრის 10) სიღნაღის მაზრის სოფ. კარდენახში დაიბადა.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1867 წლის 9 მარტს ყარაიაზში სარწყავი არხის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო გრაფმა ვლადიმერ ლევაშოვმა.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1867 წლის 20 იანვარს კავკასიის სამხედრო მმართველობის დადგენილებით იუნკერ კონსტანტინე შარვაშიძეს პროპორშჩიკის წოდება მიენიჭა.