საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1393

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1946

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1946 წელს გრიგოლ ზაქარიას ძე ჩხიკვაძეს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1966

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1966 წელს ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძეს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1960

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1960 წელს გიორგი მიხეილის ძე ჯიღაურს საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინრის წოდება მიენიჭა.

1951

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1951 წელს გიორგი მიხეილის ძე ჯიღაური სტალინური პრემიის ლაურეატი გახდა.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

როსტომ გრიგოლის ძე წერეთელი რუსეთ-იაპონიის ომის (1904-05) მონაწილე იყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ვახტანგ ნიკოლოზის ძე ჯობაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ 1924 წლის აჯანყების მოსამზადებლად უკან მალევე დაბრუნდა.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904 წელს ვახტანგ ნიკოლოზის ძე ჯობაძე ქართველ რევოლუციონერთა ჟენევის კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე იყო.

1981

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1981 წელს სულხან თევდორეს ძე ცინცაძე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

1950

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1950 წელს სულხან თევდორეს ძე ცინცაძე სტალინური პრემიის ლაურეატი გახდა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს დიმიტრი ამაშუკელმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა სოფელ ამაშუკეთის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს შემწირველებს: ალექსანდრე ზურაბის ძე წერეთელს, ვალენტინა ანთაძისას, მარიამ აბაშიძისას, გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელს, ბეჟან თემურის ძე ამაშუკელს.

1825

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1825 წელს თბილისში სომეხი დრამატურგი გაბრიელ მკრტიჩის ძე სუნდუკიანცი დაიბადა.

1858

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კონსტანტინე სვიმონის ძე მესხი 1858 წელს ქუთაისში დაიბადა.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დიმიტრი სვიმონის ძე ქავთარაძემ ლექსების წერა 1908 წელს დაიწყო. იგი დემონის ფსევდონიმით წერდა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წელს ბარბარე მელიქიანს სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავი შეუსრულდა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 16 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე პეტერბურგში გაემგზავრა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს ამიერკავკასიის სამრევლო სკოლების ზედამხედველი ივანე ვოსტორგოვი სამსახურებრივი საქმის გამო პეტერბურგში გაემგზავრა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდნენ ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი კონტროლიორი ნ. ვ. ვლადიმიროვი და ფინანსთა საბჭოს წევრი ა. ს. ტრიროგოვი.

1858

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე მინასის ძე მოვსესიანი 1858 წელს შემახაში დაიბადა.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ბარბარე მელიქიანი 1868 წელს თბილისში დაიბადა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დავით ლეონიძე მოხსენებულია კაცხელის ფსევდონიმით.

1911

ტიპი: პირადი ინფორმაცია

აკაკი კონსტანტინეს ძე გაწერელია დაიბადა 1911 წლის 17 აპრილს ფოთში.

1911

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე ლავრენტის ძე სანგულია დაიბადა 1911 წლის 18 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ დჯგერდში.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ილია თადეოზის ძე კაჩმაზოვი 1910 წელს ჯავის რაიონის სოფელ კევსელთაში დაიბადა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე დიმიტრის ძე შაიშმელაშვილი დაიბადა 1910 წლის 25 სექტემბერს თბილისში.