საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1393

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წელს სარდიონ მენაღარიშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წელს ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1926

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1926 წელს კირილე პეტრეს ძე ქუთათელაძეს დივიზიის გენერლის წოდება მიენიჭა.

1926

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1926 წლის 14 ოქტომბერს საფრანგეთში მყოფმა დავით შარაშიძემ გაზეთ „კომუნისტში“ ნახა ივანე ბოლქვაძის გარდაცვალების ცნობა.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წელს იროდიონ სონღულაშვილი საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმში მოლარედ მუშაობდა.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წელს მიხეილ ქავთარაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1928

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1928 წელს სიმონ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე ფრაქციული მუშაობის გამო პარტიიდან გაგდებულთა სიაში ირიცხებოდა. ასევე გადიოდა “83“-ის საქმეში, სადაც დახასიათებული იყო, როგორც პარტიის ერთგული.

1928

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1928 წლის პირველ თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ ბებიის გარდაცვალება გაიგო.

1929

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1929 წლის აპრილში დავით შარაშიძემ საფრანგეთში შეიტყო გიორგი და ასინეთა ქიქოძეების შვილის, ნადია ქიქოძის გარდაცვალების ამბავი.

1929

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მას ღვთისმეტყველების კურსზე მეტად იზიდავდა ჩერნიშევსკის, ბაკუნინის, დარვინისა და ტეილორის ნაწარმოებები.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წელს გოგი ქარცივაძის მეგობარს, ნოდარ ფიცხალაიშვილს, ჩხუბის დროს ბოქსის ხელთათმანი მოხვდა თავში და ტვინის შერყევა მიიღო.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წელს საფრანგეთში დავით შარაშიძეს მეუღლის, ელენე ტუსენ-შარაშიძის ჭრილობის შეხვევაში ეხმარებოდა ლანჩხუთელი ფერშალი ებრალიძე.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წელს არჩილ ალექსის ძე გულისაშვილს პროფესორის წოდება მიენიჭა.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წელს დავით სამსონის ძე კლდიაშვილს საქართველოს სსრ სახალხო მწერლის წოდება მიენიჭა.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წელს ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წლის 13 აპრილს ბიბი ნიკოლოზის ძე ქარცივაძემ თბილისიდან ბახვში ბებიას და ბაბუას მისწერა, რომ მას და მის ძმას გოგის წითურა დაემართათ.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წლის 4 აგვისტოს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და მისწერა, რომ მის შვილს, გოგის ოპერაცია გაუკეთეს.

1931

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1931 წელს გრიგოლ ტიტეს ძე რობაქიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1932

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1932 წელს გაცემული ქრისტინე შარაშიძის შრომის წიგნაკის მიხედვით შარაშიძის შტატგარეშე მუშაობის საერთო სტაჟი საქართველოს წიგნის პალატაში შესვლამდე 31 წელი იყო.

1932

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1932 წლის 27 ივნისს ბიბი ქარცივაძეს საშა მაჭავარიანმა გაუკეთა ბრმანაწლავის ოპერაცია, რომელსაც დაესწრო ბიბის ბიძა – შალვა შარაშიძე.