საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1393

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 22 თებერვალს ფოთში კონსტანტინე ნიკოლოზის ძე საპიცკის სახლი დაიწვა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელი იროდიონ ჩეკურიშვილი სოფ. ურიათუბანში ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჭის სამაზრო გამგეობის საქმისმწარმოებელი ბაგრატ ქავთარაძე ავადმყოფობის გამო 28 დღით სამსახურიდან დაითხოვეს.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 6 თებერვლიდან ტელეგრაფის სადგურის უფროსის თანამდებობის აღმასრულებელი ჯაიანი 20 დღით სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგში მყოფი დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი ავად იყო.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 14 იანვარს ავალიშვილი თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებლის ფანჯრიდან გადმოვარდა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პედაგოგი ქსენია ექვთიმეს ასული ბეჟანიშვილი დაიბადა 1889 წლის 3 იანვარს. ის იყო მართლმადიდებელი. მისი წლიური ხელფასი შეადგენდა 8 340 მანეთს.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 2 იანვარს დაიბადა ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისში, მართლმადიდებელთა ოჯახში.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი დაიბადა ლეჩხუმის მაზრის სოფელ ბარდნალაში 1889 წელს.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წელს ალექსანდრე ასათიანი ლეჩხუმის მაზრის სოფელ ბარდნალაში დაიბადა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წელს პროვიზორმა ვილჰელმ შმიტცმა მორფით თავი მოიწამლა.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკავში 120 წლის მოხუცი დუდა შანაევი ცხოვრობდა.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკავში 105 წლის მოხუცი გიგა ცარახოვი ცხოვრობდა.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ ერისთავის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ არონ, დავით, ისხაკა და მიხაილ ბინიაურიშვილები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მანუახა, აბრამა და შამოელა ფიჩხაძეები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ბესარიონ, შაქარა და ხუცია გიორგის ძე გორგაძეები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 22 მარტს პოლიციის მე-9 ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მდივანმა დიმიტრი თევდორეს ძე გავრილენკომ თავი დამბაჩით მოიკლა.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძე დაიბადა 1888 წელს ოზურგეთში.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

არქიფო დუტუს ძე ჩაჩავა დაიბადა 1888 წელს სენაკის რაიონის სოფელ აბაშაში.

1887

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ხონში მოქმედი ორი საქალებო სკოლიდან ერთ-ერთი იულონ შარაშენიძემ დააარსა.

1887

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1887 წელს ვასილ წერეთელი სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და ეტაპით ქუთაისში გაგზავნეს.

1887

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით გიორგის ძე ჩიქოვანი 1887 წელს სამეგრელოში, სოფელ სუხჩეში დაიბადა.