საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1391

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1968

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1968 წლის 16 დეკემბერს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მომხდარი არეულობის გამო სასწავლებლიდან გაირიცხა სამი სტუდენტი: 20 წლის მოკრიცკი, 18 წლის ვაჩნაძე და 16 წლის ნელიუბინი.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1867 წლის 9 მარტს ყარაიაზში სარწყავი არხის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო გრაფმა ვლადიმერ ლევაშოვმა.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1869 წლის 29 იანვარს ქუთაისის ერთ-ერთი ტრაქტირის ეზოდან გაიტაცეს აზნაურ ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ეტლში შებმული ცხენი, თუმცა ცხენის უყურადღებოდ მიტოვების ბრალდებით სასამართლომ თავად მეპატრონე დააჯარიმა.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1867 წლის 20 იანვარს კავკასიის სამხედრო მმართველობის დადგენილებით იუნკერ ლუარსაბ ქორქაშვილს პროპორშჩიკის წოდება მიენიჭა.

1966

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წლის 22 დეკემბერს პეტერბურგში გამართული კავკასიის სამხედრო სამმართველოს სხდომის გადაწყვეტილებით უნტერ-იფიცერ ბესარიონ იოსელიანს პროპორშჩიკის წოდება მიენიჭა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ივლისში დავით სიმონის ძე მესხი ავად იყო და ჭიათურის საავადმყოფოში იწვა.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1881 წელს მხატვარი მიხაი ზიჩი სასტუმრო „ლონდონში“ ცხოვრობდა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ზაფხულში იოსებ გედევანიშვილმა შვებულება მცხეთაში გაატარა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 25 აგვისტოს მიწათმოქმედების მინისტრი ერმოლოვი პეტერბურგიდან კავკასიაში დაბრუნდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, კბილის ექიმი ალექსანდრე სოლოღაშვილი პაციენტებს მიხეილის ქუჩაზე მდებარე კლინიკაში მიიღებდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი მეუღლე მარიამ თოდორეს ასული თბილისიდან თელავში გომბორის უღელტეხილით ჩავიდნენ.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ზაფხულში ალექსანდრე წუწუნავამ და მიხეილ ქორელმა შვებულება ქვიშხეთში გაატარეს.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობ ბაბო ავალიშვილის ჯანრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 25 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვენაში სამკურნალოდ მყოფი მსახიობი, მაკო საფაროვა-აბაშიძე, თავს უკეთ გრძნობდა და მკურნალობის გაგრძელებას პარიზში აპირებდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 5 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებლის საგანგებო მინდობილობათა მოხელე დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი უცხოეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი დეპეშით იტყობინებოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.