საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 69030

ფაქტი 69030

1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო ახლად დაბეჭდილი ჟურნალ „ჯეჯილის“ ნომერი (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი), რომელშიც დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის, ნორა დიასამიძის, შიო მღვიმელის, ანასტასია წერეთლის ნაწარმოებები, ანასტასია თუმანიშვილის და ე. ხუნდაძის თარგმანები. ჟურნალი გაეგზავნებოდათ მხოლოდ იმ ხელმომწერებს, რომელთაც დამატებით 400 მანეთი ჰქონდათ გადახდილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 69030; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .