საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81176

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს კოტე მესხს მოეწონა დუტუ მეგრელის კომედია „ეშმაკების ბუდე“, მაგრამ დასადგმელად დაიწუნა ნაკლები მოქმედების გამო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს დუტუ მეგრელს დაწერილი ჰქონდა დრამა „ძიძიშვილი“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს დუტუ მეგრელმა თავისი დრამა „ძიძიშვილი“ ვალერიან გუნიას გაუგზავნა თბილისში.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ვალერიან გუნიამ დასადგმელად დაიწუნა დუტუ მეგრელის დრამა „ძიძიშვილი“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს დუტუ მეგრელის პიესების „ეშმაკების ბუდე“ და „ძიძიშვილი“ დაბეჭდვა ვერ მოხერხდა და ისინი ხელნაწერებად დარჩა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გაზეთ „კვალის“ დაარსებიდან დუტუ მეგრელი უმთავრესად ამ ჟურნალისთვის წერდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გაზეთში „კვალი“ იბეჭდებოდა დუტუ მეგრელის წერილების კრებული „ფიქრი და შენიშვნა“.

1893

ტიპი: სახელი

1893 წელს გაზეთ „კვალში“ ფსევდონიმით „დ.ხ.“ იბეჭდებოდა დუტუ მეგრელის წერილები სათაურით „ფიქრი და შენიშვნა“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 7 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 იანვრის გაზეთში „ივერია“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის რედაქციისადმი მიწერილი წერილი „დროა“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი დუტუ მეგრელის წერილი სალიტერატურო ფონდის დაარსებას ეხებოდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 იანვრის გაზეთში „ივერია“ დუტუ მეგრელის წერილს სალიტერატურო ფონდის დაარსების აუცილებლობის შესახებ გამოეხმაურა ეკატერინე გაბაშვილი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 16 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „გაზეთი „Новое Обозрение“ და კახეთის რკინისგზა“, ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „გაზეთი „Новое Обозрение “ და კახეთის რკინისგზა“ გაგრძელება. ეს ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „გაზეთი „Новое Обозрение “ და კახეთის რკინისგზა“დასასრული. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საკომლო მამულების ახალი კანონპროექტის გამო“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 23 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური მდგომარეობა ევროპაში“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 27 იანვარს ჟურნალ „მწყემსში“ დავით ღამბაშიძემ რ. დ. ღაძის ფსევდონიმით გამოაქვეყნა დასაწყისი სტატიისა „ფუტკრების დედო და თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, გაზ. „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი“. წერილში გაკრიტიკებული იყო ილიას ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение“-სა და კახეთის რკინისგზის გამო“. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, განსვენებული ეგორ იაგორის ძე ფრიდონოვის დანატოვარი თანხიდან ხელოსანთა გასათხოვარი ქალებისთვის უნდა მიეცათ 11-11 თუმანი და 4 მანეთი. ერთ წელიწადს ხელოსნები თუ ღარიბ სომეხ ქალს შეარჩევდნენ, მეორე წელიწადს თანხა ქართველისთვის უნდა მიეცათ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 30 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ გაგრძელება ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение-სა და კახეთის რკინისგზის გამო“. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე შეეწინააღმდეგა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის იდეას საკომისიო წიგნებით ვაჭრობის მოსპობის შესახებ, მისი აზრით, საზოგადოებას მაღაზიებში უნდა ჰქონოდა ეს წიგნები, რათა ხელი შეეწყო მათი გავრცელებისთვის. მას დაეთანხმა გამგეობის წევრი გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრებად ერთხმად აირჩიეს: პავლე იოსების ძე ყიფიანი, დავით ნიკოლოზის ძე დათეშიძე და ვასილ ილიას ძე რცხილაძე.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ანგარიშების შესამოწმებლად სარევიზიო კომისიის შექმნა გადაწყდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ აღნიშნა, რომ თანხა, რომელსაც საზოგადოება ბარათაშვილის ფონდში აგროვებდა, განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამის თბილისში გადმოსასვენებლად უნდა გამოიყენებინათ, ხოლო ყაზბეგის ფონდში დაგროვილი თანხით ალექსანდრე ყაზბეგს საავადმყოფოში უნდა დახმარებოდნენ.