რეგისტრირებული ფაქტები91193
სორტირება თარიღი მზარდობით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ ხიმშიაშვილის როლი კოტე მესხმა შეასრულა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს „სამშობლო“, რომელშიც ქუთაისელ მსახიობებთან ერთად მონაწილეობდნენ თბილისიდან მოწვეული არლანი, კოტე ყიფიანი, ვასო აბაშიძე და ალექსანდრე ნებიერიძე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ ქეთევანის როლი ეფემია მესხმა შეასრულა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ შაჰის როლი ვასო აბაშიძემ შეასრულა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ ლეონიძის როლი კოტე ყიფიანმა შეასრულა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 13 თებერვალს მოწვეულ კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების მორიგ კრებაზე ილია წინამძღვრიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება სოფლის მეურნეობის საზოგადოებასა და მხარის მოსახლეობას შორის უწყვეტი კავშირის დამყარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებების შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 15 თებერვალს გორში რატილის ლოტბარობით გამართულ სიმღერის ქართული გუნდის კონცერტს დივერტისმენტი მოჰყვა, რომელშიც მონაწილეობდნენ სვიმონიძე და ადამიძე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 15 თებერვალს ქალაქ გორში რატილის ლოტბარობით სიმღერის ქართულმა გუნდმა კონცერტი გამართა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16 თებერვალს ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა შილერის „ავაზაკები“, რომელშიც მთავარი როლი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა შეასრულა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16 თებერვალს დიდი მთავარი ალექსანდრე მიხეილის ძე რომანოვი ბორჯომიდან თბილისში ჩამოვიდა და მეორე დღეს უკან დაბრუნდა.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 16 თებერვალს ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების (საფიჩხიის) ეკლესიის მღვდელი გერასიმე ნიკოლოზის ძე აბზიანიძე გარდაიცვალა.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის" ცნობით, 23 თებერვალს ქუთაისში უნდა ამოქმედებულიყო საკვირაო სკოლა, რომლის მასწავლებლებიც უნდა ყოფილიყვნენ ვერა ილარიონის ასული ჯაფარიძე, მარიამ კონსტანტინეს ასული იოსელიანი და მარიამ ივანეს ასული ვარდოსანიძე.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის ოლქის სასამართლოს პროკურორის თანაშემწე იყო ჩერნიკი.
1892
ტიპი: ნასამართლეობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიკვდილმისჯილ ალექსი ხასიშვილს კავკასიის მთავარმართებლის ბრძანებით სიკვდილით დასჯა სამუდამო კატორღით შეეცვალა.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმის მწარმოებლის თანაშემწე ელიზბარ ოტიას ძე ქაჯაია ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მეორე გილდიის ვაჭარი ზაქარია ივანეს ძე ოჰანეზოვი ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭარი ალექსანდრე ბუკუჩავა ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მეორე გილდიის ვაჭარი იაკობ სიმონის ძე ბეგოვი ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.

