რეგისტრირებული ფაქტები80976
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ და თომა სტეფანეს ძე ტერ-დავიდიანცებს ერევანში, დემირბულაღის უბანში, ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ სარდაფით, დუქნითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ბლაღოჩინი იოანე კაპანაძე ვანათის ეკლესიის ამშენებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ფოთმა, ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის მოურავობის დროს, ნავსადგურის ასაშენებლად სესხის აღების ნებართვა მიიღო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ნ. ბ. ერისთავი, ივანე გიორგის ძე ბარათაშვილი, დ. ნ. ჭავჭავაძე, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი და მაკ. ჭავჭავაძე კავკასიის და შავი ზღვის ნავთის მრეწველობის საზოგადოების თავმჯდომარეობის კანდიდატები იყვნენ.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წელს კავკასიის და შავი ზღვის ნავთის მრეწველობის საზოგადოების თავმჯდომარე თ. კ. მელიქიშვილი გარდაიცვალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს დედოფალი მარიამ თეოდორეს ასული რომანოვი აბასთუმანში გაჭირვებულებს 200 თუმნით დაეხმარა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სტომატოლოგ ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძეს კაბინეტი ჰქონდა ნიკოლოზის ქუჩის №21-ში, საგინოვის სახლში.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წელს ქვრივი დედოფალი მარიამ თეოდორეს ასული რომანოვა აბასთუმანში ისვენებდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს პიცეგალი, ენკვისტი, მარშადი და სუშკოვისა რუსული ოპერის მსახიობები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს იოსებ იმედაშვილმა და სპირიდონ ჭელიძემ გამოცეს იროდიონ ევდოშვილის „ლექსები და პოემები“ და შიო მღვიმელის „ნატვრა“.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში იყიდებოდა მოსე ჯანაშვილის გამოცემული შემდეგი წიგნები: „შოთა რუსთაველი“, „ფარსადან გორგიჯანიძე და მისნი შრომანი“, „მ. ხონელი და მისი „ამირანდარეჯანიანი“, „მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია“, „საქართველოს გეოგრაფია“, „ათას ერთი ღამე“, „მეათე საუკუნის მწერლობა“, „საუნჯე მეათე საუკუნისა“, „საქართველოს ისტორია“ და სხვ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ლიუბინი, პერესი, სერბინი, ჩებანოვი, ჯიაკომელი, მაკსაკოვი, ობრაზცოვი, ფრანკოვსკი და მოლჩანოვსკი რუსული ოპერის მსახიობები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს სიმონ ჭეიშვილმა და რომანოზ მახარაძემ ქუთაისში ორთქლის აბანო გახსნეს.