საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80971

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 17 აპრილს ბაქოში გაგზავნილი ოფიციალური წერილით ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილს შეატყობინა, რომ თუკი სურდა შეძენა და შეეძლო 44.000 მანეთად შეესყიდა ოლღა ჭავჭავაძისეული მამული გურამიანთ-კარში, პასუხი 15 მაისამდე ეცნობებინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის, რადგან მამულს ჰყავდა გრძელვადიანი იჯარით აღების მსურველები: ერთი – „ამხანაგობა", ხოლო მეორე – სპეციალური განათლების მქონე უცხოელი პეტრე ბიკენტის ძე სტაუგაიტისი. იჯარით გაცემის შემთხვევაში გაყიდვის საქმე შეფერხდებოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 12 თებერვალს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: იაკობ ღულაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გიორგი ლასხიშვილი, ალექსანდრე მდივანი, სამსონ ფირცხალავა და პეტრე სურგულაძე. კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ანდერძთან დაკავშირებული საკითხები და მოისმინეს ალექსანდრე ყიფშიძის მოხსენება.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 21 თებერვალს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ვიქტორ ბერიძე სენაკის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა წიგნის მაღაზიის გასავლის ანგარიში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა თევდორე კიკვაძემ სენაკის განყოფილებას წიგნები ფასდაკლებით გაუგზავნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა სენაკის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილების გამგეობას არცერთი სკოლა არ ჰქონდა გახსნილი. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის თავმჯდომარე იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ტუაფსეს განყოფილების შემოსავალი 4501. 61 მანეთი იყო, გასავალი – 2393. 96 მანეთი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ 1919 წლის პირველი იანვრისთვის საზოგადოების წიგნთსაცავებში 6680 წიგნი იქნებოდა. მათ შორის — 216 ხელნაწერი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, სამურზაყანოს განყოფილებამ 4 სხდომა გამართა და 11 საქმე განიხილა. განყოფილებას 205 წევრი ჰყავდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციამ, რომლის თავმჯდომარეც ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე იყო, 25 სხდომა გამართა და 92 საქმე განიხილა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების თავმჯდომარემ, იაკინთე იოსების ძე გორგაძემ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1917 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში და წინა წლის გამგეობის, სარევიზიო კომისიისა და წევრთა სია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ხონის განყოფილების შემოსავალი 605. 08 მანეთი იყო, გასავალი – 427. 05 მანეთი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, გუდაუთის განყოფილების შემოსავალი 9772. 92 მანეთი იყო, გასავალი – 2760 მანეთი. განყოფილებას 190 წევრი ჰყავდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, სენაკის განყოფილების შემოსავალი 4846. 75 მანეთი იყო, გასავალი – 3788. 27 მანეთი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, სენაკის განყოფილებამ 22 სხდომა გამართა და 86 საქმე განიხილა. განყოფილებას 145 წევრი ჰყავდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ფოთის განყოფილების შემოსავალი 4901. 96 მანეთი იყო, გასავალი – 2614. 40 მანეთი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე ისტორიკოსთა, ლიტერატორ-კრიტიკოსთა, ქიმიკოსთა და ბუნებისმეტყველთა საგნობრივი კომისიები დაარსდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ტუაფსეს განყოფილებამ 19 სხდომა გამართა და 51 საქმე განიხილა. განყოფილებას 76 წევრი ჰყავდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ კრებას მოახსენა, რომ საზოგადოების სკოლები დაუყოვნებლივ გადასცემოდა სახალხო განათლების სამინისტროს უწყებას ან სამოსწავლო ოლქის კომისარიატის წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა სკოლების შესანახად დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა სამინისტროს წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა და სკოლების შესანახად 30 000 მანეთი ეთხოვათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოფელ ბობოთის ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტის წევრის კონდრატე არჩილის ძე მხეიძის თხოვნა სკოლისთვის ერთდროული და ყოველწლიური დახმარების შესახებ. მან ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის წიგნებით და სურათებით დახმარებაც ითხოვა. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათთვის 25 მანეთის წიგნები უნდა გაეგზავნათ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოფ. ბობოთის მცხოვრებთა თხოვნა სკოლის დახმარების შესახებ. მათ კიტა აბაშიძის სახელობის ორკლასიანი სკოლის გახსნა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.