რეგისტრირებული ფაქტები92416
სორტირება თარიღი მზარდობით
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს სახალხო სკოლების დირექტორმა ფილიპე ლევიცკიმ ნიკო ჯანაშია მაკვანეთის სკოლის მასწავლებლად დაამტკიცა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის იანვარში სახალხო სკოლების დირრექტორმა ლევიცკიმ დაამტკიცა სოფელ მაკვანეთში გახსნილი სკოლა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ალექსი გოგოხია დემონსტაციაში მონაწილეობისთვის 83 მოსწავლესთან ერთად სასულიერო სემინარიიდან გარიცხეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლიდან გიორგი კვინიტაძემ ოფიცრის ჩინით დაიწყო სამხედრო სამსახური ვლადიკავკაზის 152-ე ქვეით პოლკში.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს გიორგი მაზნიაშვილმა დაიწყო სამხედრო სამსახური პიატიგორსკის 151-ე ქვეით პოლკში.
1894
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დიმიტრი თოფურია 1894 წელს წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წელს ზაქარია ბაქრაძემ სამხედრო სამსახური პოდპორუჩიკის წოდებით აღმოსავლეთ ციმბირის ქვეითთა პოლკში დაიწყო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 3 იანვრის შემდეგ ქართლში მოგზაურობისას მაკინე ამირეჯიბის სიმღერებით მოხიბლულმა ილია ჭავჭავაძემ მას საჩუქრად გაუგზავნა თავისი ნაწერების ოთხტომეული წარწერით „რაც სიტყვას აკლდეს, ბუნებით, თქვენმა ხმამ შეასრულოსო“.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 3 იანვარს ილია ჭავჭავაძე მომრიგებელ შუამავალ გიორგი ციციშვილს სოფელ ხვედურეთში ესტუმრა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 9 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სკოლების გახსნასთან დაკავშირებული დამაბრკოლებელი მიზეზების განსახილველად სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: აკაკი როსტომის ძე წერეთელი, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 21 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გიორგი თარხნიშვილს შეატყობინა, რომ მოკლევადიანი სესხის გაცემაზე იოსებ მელიქიშვილის თხოვნის დაკმაყოფილებამდე საფუძვლიანად შეესწავლა საქმის დეტალები და თუ ყველაფერი რიგზე აღმოჩნდებოდა, 2000 მანეთის ოდენობის სესხი მიეცა.

