რეგისტრირებული ფაქტები91191
სორტირება თარიღი მზარდობით
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს ღამით იაკობ ფანცხავას თავს დაესხა ჟანდარმერია, გაჩხრიკა სახლი, თან წაიღო მისი მიმოწერა და ზოგიერთი მეგობრის სურათი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს, სტუდენტობის დროს, იაკობ ფანცხავა და კოწია მიქაბერიძე ზაფხულობით ნიკო ნიკოლაძის ოჯახს სტუმრობდნენ დიდ ჯიხაიშში.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895-1916 წლებში დავით ბეჟანის ძე აბაშიძე საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი იყო.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ რევიზორი ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს სოხუმის ბიბლიოთეკის გამგემ, პავლე ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილმა პრესის საშუალებით ქართველებს ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეწირვა სთხოვა. ბიბლიოთეკას თედო ტიმოთეს ძე სახოკიაც ეხმარებოდა.
1895
ტიპი: ორგანიზაცია
1895 წლიდან ანდრია სოლომონის ძე ღულაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა სურათებიანი „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895-1896 წლებში იაკობ გოგებაშვილი მიიჩნევდა, რომ სახალხო სკოლებში გაგზავნილ მასწავლებლებს საზოგადოების წიგნების გასავრცელებლად განათლებული პირები უნდა მოეძებნათ.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წლიდან ანდრია სოლომონის ძე ღულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს 15 წლის შერმანდი დოლიძე ბათუმში გაშენებულ ერთ-ერთ ჩაის პლანტაციაში მუშად მუშაობდა. მისი ანაზღაურება თვეში 15 მანეთი იყო.
1895
ტიპი: ნასამართლეობა
1895 წელს ნ. ტყეშელაშვილი, კ. ლეკიძე, ეგ. ჯიბლაძე, პ. ლომიძე, მ. ვაწაძე, პ. ლაღაძე, პ. ბერეკაშვილი, ნ. შანიძე და იგნ. ნიჟარაძე ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააკავეს.
1895
ტიპი: ნასამართლეობა
1895 წელს ონ. სულაკაძე, ს. რევიშვილი, ბ. ბალანჩივაძე, კ. ჭეიშვილი, ბ. შანიძე და ლ. კიკვაძე ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააკავეს.
1895
ტიპი: ნასამართლეობა
1895 წელს ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში მონაწილეობისთვის ოზურგეთის მაზრიდან რ. მეგრელიძე დააკავეს, შორაპნის მაზრიდან – ა. პატარიძე, ხოლო სენაკის მაზრიდან – ილ. ქუნალეიშვილი და გრიგოლ დგებუაძე.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს აფრასიონ ლოსაბერიძე, ნ. გაბადაძე, გრიგოლ ოქოევი-საღონიაშვილი, ი. დათიაშვილი, გ. ნიშნიანიძე, გ. მურადოვი და ა. ავთანდილოვი ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააკავეს.
1895
ტიპი: ნასამართლეობა
1895 წელს აზნაურები გრიგოლ კანდელაკი, მ. დიხამინჯია, კ. ერისთავი, ერ. ავალიანი და ბ. ლორთქიფანიძე ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააკავეს.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის ზაფხულში ოზურგეთში ჩასული ფილიმონ ქორიძე მამა დავით დუმბაძემ მოინახულა და ოზურგეთის საკრებულო ტაძარში მისი ნოტებით ჩაწერილი საგალობლების შესრულების ნებართვა სთხოვა.

