რეგისტრირებული ფაქტები92416
სორტირება თარიღი მზარდობით
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 8 იანვარს გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა, რომ ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ალექსანდრე გრიბოედოვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმს საახალწლო ნაძვისხესთან. ბავშვებს დაურიგეს წიგნები და ტკბილეული.
1895
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1895 წლის 11 ივლისს ილია ჭავჭავაძემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა პეტრე ნაკაშიძის მეუღლეს, ბაბალეს და დიდი გულისტკივილი გამოთქვა საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების გამო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის შუა რიცხვებში ილია ჭავჭავაძე დათანხმდა გიორგი ლასხიშვილის თხოვნას გაზეთ „ივერიაში“ თანამშრომლად მიღების შესახებ. ლასხიშვილი მეორე დღიდან იწყებს მასთან მუშაობას.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის იანვრის შუა რიცხვებში მხატვარმა დავით გურამიშვილმა ახალგაზრდა გიორგი ლასხიშვილი ილია ჭავჭავაძეს წარუდგინა და მისი გაზეთ „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლად მიღება სთხოვა.
1895
ტიპი: გარდაცვალება
1895 წლის 30 იანვარს ძეგლევისა და შქმერის წმ. გიორგის ეკლესიების მღვდელი გიორგი ნიკოლოზის ძე პაპიძე გარდაიცვალა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭარი იაკობ სვიმონის ძე ნოდია თვეობით ინახავდა განჯაში ჩასულ ქართველებს, ჰქონდა ქართული წიგნსაცავი და იყო ქართული წიგნის მაღაზიის აგენტი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 9 თებერვალს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისთვის შეწირული 763 ცალი „ვეფხისტყაოსნისა“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორიის“ გაყიდვებიდან შემოსული ფულის ნახევარს ითხოვდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 9 თებერვალს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა 763 ცალი „ვეფხისტყაოსანი“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორია“.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის გაზაფხულზე იაკობ ფანცხავა საფილოქსერო კომიტეტის ფილოქსერას მაძიებლის პოზიციაზე სამუშაოს მისაღებად თბილისში ჩამოვიდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის გაზაფხულზე საფილოქსერო კომიტეტი, რომელშიც იაკობ ფანცხავა ირიცხებოდა, სამსახურებრივი დავალებით აპირებდა ფილოქსერას მაძიებელთა გაგზავნას სხვადასხვა მაზრაში.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 2 მარტიდან სინოდის დადგენილებით მღვდელ სიმონ გორდულაძეს ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან პენსია დაენიშნა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 2 მარტიდან სინოდის დადგენილებით ღვთისმშობლის ეკლესიის მოძღვარს, სიმონ გორდულაძეს, ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან პენსია დაენიშნა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოუწოდა, რომ განათლებული პედაგოგები შეერჩიათ და რაიონებში გაეგზავნათ.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წინაშე სახალხო სკოლების დადებით მხარეზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლების გამრავლების შედეგად ხალხში ცოდნამ, ქვეყანაში კი სტამბების რიცხვმა იმატა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა თავის მოხსენებაში განმარტა, რომ ქვეყანაში არსებულ სავალალო მდგომარეობას განათლებული მასწავლებლები გამოასწორებდნენ, რომლებსაც საზოგადოება შეარჩევდა და სკოლებში გაგზავნიდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა თავის მოხსენებაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ერის წინსვლის საქმეში სახალხო სკოლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სახალხო სკოლებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განათლებული მასწავლებლების შერჩევა და მათთვის მნიშვნელოვანი სამოქალაქო და საგანმანათლებლო მისიის დაკისრება შესთავაზა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ რაიონებში გაგზავნილ მასწავლებლებს ეტაპობრივად უნდა გამოექვეყნებინათ საკუთარი ნაშრომები და ადგილობრიგი კვლევის შედეგად შესწავლილი საქმე.

