საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 27 აპრილს ხიდისთავში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების წინასწარ კრებაზე განყოფილების გამგეობის წევრებად ირაკლი ქორიძე და ტიხონ ჭეიშვილი აირჩიეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ახალი წესდება დაამტკიცეს. 23-ე მუხლის თანახმად, საზოგადოების კრებას გამგეობის წევრად 5 ან 7 პირის დანიშვნა შეეძლო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება მაღაზიის საქმეების მოწესრიგების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება კანცელარიის მეორე მსახურის მოწვევის შესახებ, რომელსაც საწყობის გამგის განკარგულების აღსრულებაც დაევალებოდა. გამგეობამ მსახურის მიწვევა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ახალი წესდება დაამტკიცეს. მე-13 მუხლის თანახმად, იმ ადგილებში, სადაც განყოფილებები არ იყო, რწმუნებულები ადგილობრივ წევრთა საზოგადო კრებას უნდა აერჩია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ გამგეობას წიგნების გამომცემლობის საქმიანობის გასაფართოებლად 15 მილიონი მანეთის ოდენობით სესხი უნდა აეღო და ფიქრის გორა გაეყიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ახალი წესდება დაამტკიცეს. 30-ე მუხლის თანახმად, განყოფილების წევრთა კრება მინიმუმ 50 წევრის დასწრების შემთხვევაში ჩაითვლებოდა გამართულად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის სექტემბერში ვარლამ ბურჯანაძის მოვალეობის დროებით შესრულებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ უარი განაცხადა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე მდივანმა სკოლების თვითმმართველობის დაქვემდებარებაში გადასვლას დაუჭირა მხარი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, მაღაზიის ჩეკების შემოწმება დროებით ვასილ ედილაშვილისთვის დაევალებინათ და მისთვის დღიურად 5 თუმანი დაენიშნათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე სურგულაძის განცხადება დროის უქონლობის გამო ოლღა ჭავჭავაძის მეთვალყურეობაზე უარის თქმის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მაისში მურად გუნთაიშვილსა და სულეიმან კაიკაციშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ერთდროული დახმარება მისცა, თითოს 300 000 მანეთი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლიდან მურად გუნთაიშვილსა და სულეიმან კაიკაციშვილს სწავლის დაფინანსებაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ეხმარებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხაშურის განყოფილების მდგომარეობის საკითხი. გამგეობამ ვასილ ზაქარეიშვილს დაავალა, ქალაქის გამგეობას ბიბლიოთეკის თავის გამგებლობაში მიღების შესახებ მოლაპარაკებოდა. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მას უნდა შეედგინა ბიბლიოთეკის ქონების სია და საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის გადაეგზავნა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, რომ შვებულებაში გასვლის შემდეგ მის ნაცვლად ვინმე დღიურად სამუშაოდ მიეწვიათ. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს თევდორე კიკვაძე, იოსებ გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი, სეით იაშვილი, ნინო ნაკაშიძე, მეთოდე კაკაბაძე და ვარლამ ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საინჟინრო ათასეულის სამხედრო კომისარმა გამგეობას ათასეულის ბიბლიოთეკისთვის ქართული წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მათი გამოცემული წიგნების თითო ეგზემპლარი გაეგზავნა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 11 მარტს ივანე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას ხიდისთავის განყოფილების წევრობის მსურველთა სია და მათი შეგროვებული საწევრო, 90 მან., გაუგზავნეს.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 11 მარტს ივანე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერეს, რომ მათგან კვიტანციების მიიღებისთანავე შეადგენდნენ ოქმს და გაუგზავნიდნენ ხიდისთავის განყოფილების წევრობის მსურველთა ხელმოწერებთან ერთად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა, რომ დაამზადეს 3 200 რვეული და გამგეობას შესთავაზა, ცალი რვეული 3 000 მანეთად გაეყიდათ. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კოტე აბდუშელიშვილმა გამგეობას მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის სატყეო განყოფილებისთვის აკაკის სახლის გადაცემის შესახებ 4 აგვისტოს მიღებული დადგენილების გაუქმება სთხოვა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 11 მარტს ივანე ლაზარეს ძე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ბართლომეს ძე ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერეს, რომ ხიდისთავში საზოგადოების განყოფილების გარდა წიგნის მაღაზიისა და სამკითხველოს დაარსებაც სურდათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ საზოგადოებას საკომისიოდ შემოტანილი და დამწვარი წიგნების ღირებულება – 375. 97 მანეთი შესწირა.