საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს თუ დასვენება სურდა და ამ მიზეზით ტოვებდა საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობას, მაშინ საზოგადოების წევრებს არ უნდა დაეძალებინათ მისთვის სამსახურში დარჩენა. მათ უნდა აერჩიათ იგი საპატიო თავმჯდომარედ და ფორმალურად მომუშავე თანაშემწის სტატუსი მიენიჭებინათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა დამსწრე წევრებს შესთავაზა წინადადება, აერჩიათ სპეციალური დეპუტაცია და ამ დეპუტაციის საშუალებით ეთხოვათ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგისთვის არ დაეტოვებინა საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ 21 ნოემბერს გაიმართა საგანგებო კრება, სადაც გადაწყდა, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგისთვის ეთხოვათ არ დაეტოვებინა საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი სამაგალითოდ ხელმძღვანელობდა საზოგადოების კანცელარიას, გამგეობის კრებებს, სექციებს და მისი თანამდებობიდან წასვლა დიდი დანაკლისი იქნებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის ხელმძღვანელობითა და დახმარებით საზოგადოება ბევრჯერ გადაურჩა მოსალოდნელ საფრთხეებს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ნოემბერს, დღის 12 საათზე გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება, რომელსაც დაესწრნენ: თავმჯდომარის მოადგილე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, საპატიო წევრი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა, გამგეობის წვერები – გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, გიორგი იესეს ძე ცინცაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და 92 ნამდვილი წევრი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 ინისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებამ დაამტკიცა 5 ივნისს კომისიის მიერ არჩეული განყოფილებათა რწმუნებულები: ზოტიკე ჩიქვილაძე, ვლადიმერ სამხარაძე, სერგო გორგაძე, სიმონ კვინიხიძე, სოლომონ დოლიძე, მონასე გოგუაძე, სოლომონ თავაძე და დავით ფიცხელაური.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა ეკითხებოდა, საჭირო იყო თუ არა ოფიციალური წერილისა და ზუგდიდელების კრების ოქმების ასლების გამოგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ ზუგდიდის ოლქში, განსხვავებით სხვა ოლქებისგან, რუსული და მეგრული ენა სჭარბობდა. ზოგიერთი იქაური ინტელიგენტი თავის თავს მხოლოდ მეგრელად აღიარებდა და მეგრული წერა-კითხვის შემოღების მომხრე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ სთხოვა საზოგადოების წესდების რამდენიმე ნიმუშისა და სკოლების სანიმუშო პროგრამების გამოგზავნა, რადგან ზუგდიდში, პირველ რიგში, დაწყებითი სკოლა უნდა გახსნილიყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ ზუგდიდის განყოფილებას მოქმედება უკვე დაუწყია. ოღონდ, იმის გამო, რომ საჭირო ცნობა გვიან მიუღიათ, იმ წელს ზუგდიდელებს მხოლოდ წიგნები და ბეჭდები შეუძენიათ და შემდეგი წლის გეგმა შეუდგენიათ.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ გაუგზავნა წერილი. ფაღავამ შეატყობინა მთავარი გამგეობის მდივანს, რომ ზუგდიდელებმა ადგილობრივი განყოფილების გახსნა სწორედ მისი იმედით ითავეს.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ გაუგზავნა წერილი. წერილში ფაღავამ გულითადად მოიკითხა იგი, ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა მის ოჯახს. ასევე დაინტერესდა, დაამთვარა თუ არა ბურჯანაძის უფროსმა შვილმა უმაღლესი სასწავლებელი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ზუგდიდის მაზრის უფროსმა ლავროვმა ზუგიდიდის ბიბლიოთეკის გამგეს ლევან ივანეს ძე ჩიჩუას შეატყობინა, რომ მან, ვერ მიიღო რა პასუხი ბიბლიოთეკის არაკანონიერი გზით არჩეული კომიტეტის თაობაზე, პირადად გამოიძია ეს საკითხი. ლავროვი დარწმუნებულა იმაში, რომ კომიტეტის არჩეული პირები, პატარაია, კედია და გეგელია, არავის დაუმტკიცებია ამ თანამდებობაზე. შედეგად, ლავროვს გაუცია განკარგულება ადგილობრივი მმართველობის სახელზე, კომიტეტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ხოლო ბიბლიოთეკის საქმიანობის წარმართვა ჩიჩუასთან ერთად უნდა ეთავა ქუთაისის გუბერნატორის მიერ დამტკიცებულ სამშენებლო კომიტეტს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ზუგდიდის მაზრის უფროსმა ლავროვმა ზუგიდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუას გაუგზავნა წერილი. დოკუმენტის თანახმად, ლავროვისთვის ცნობილი გამხდარა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის მოღვაწეობას ხელმძღვანელობდა არაკანონიერი გზით არჩეული კომიტეტი, რომელიც არავის დაუმტკიცებია. ლავროვმა სთხოვა ჩიჩუას ეცნობებინა მისთვის შემდეგი: ვინ აირჩია კომიტეტი, ჩატარდა თუ არა არჩევნები საზოგადოების წესდების გათვალისწინებით, ვინ დაამტკიცა კომიტეტის კანონიერება და ვინ მისცა კომიტეტს უფლება შესდგომოდა საქმიანობას ქუთაისის გუბერნატორის მიერ დამტკიცებული სამშენებლო კომიტეტის ნებართვის გარეშე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ გაუგზავნა ორი შვიდკაპიკიანი მარკა საპასუხო წერილისთვის.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ გაუგზავნა ზუგდიდის ადმინისტრაციის მოთხოვნების ასლები. ეს მოთხოვნები ეხებოდა დაბა ზუგდიდში ბიბლიოთეკა-სამკითხველოს მოღვაწეობას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ სთხოვა ზუგდიდის ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით ჩატარებული კრების ოქმის დამტკიცება და ამის შესახებ ზუგდიდელებისთვის ცნობის მიწოდება. ეს აუცილებელი იყო, რადგან ბიბლიოთეკის საქმეებში ადგილობრივი ადმინისტრაცია ჩარეულა და მისი მოღვაწეობა შეუფერხებია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მაისს ზუგდიდის ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით ჩატარებული კრების ოქმი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გაუგზავნა ევგენი შენგელაიამ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ შეატყობინა, რომ შედგა სია წევრებისა, ვინც შეიტანა თითო მანეთი საწევროს სახით.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ მოახსენა, რომ იმ წლის 6 მაისს აკურთხეს ზუგდიდის ბიბლიოთეკა-სამკითხველო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სთხოვა აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავას, როგორც ზუგდიდის განყოფილების გამგეობის არჩეულ თავმჯდომარეს, ჩაეტარებინა შრომის გამანაწილებელი სხდომა, რითაც საფუძველი ჩაეყრებოდა განყოფილების ამოქმედებას.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავას შეატყობინა, რომ ზუგდიდის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე მის თანაშემწედ აირჩიეს: ანდრია პეტრეს ძე პატარაია, ეკატერინე მალხაზის ასული კედია, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბერიძე და სოკრატე ივანეს ძე კეშილავა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავას შეატყობინა, რომ ქუთაისის გუბერნატორი ინფორმირებული იყო ზუგდიდის განყოფილების გახსნის შესახებ.