რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი იყო გამგეობის წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, საპატიო წევრი იყო ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინეს, წესდების მე-10 მუხლი ჩაესწორებინათ შემდეგი შინაარსით: საზოგადოების კრება პირს ნამდვილ წევრად აირჩევდა ორი დამფუძნებლისა და ოთხი ნამდვილი წევრის წინადადების თანახმად. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის წევრები საწევროს შემცირებას პრინციპულად ყოველთვის ემხრობოდნენ, მაგრამ მხარს ვერ უჭერდნენ, რადგან ერიდებოდნენ საწევროს შემცირებით გამოწვეულ ცუდ შედეგებს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ უსაფუძვლო იყო პეტრე პავლეს ძე გელეიშვილის ბრალდება თითქოს საწევროს შემცირებას განზრახ ეწინააღმდეგებოდნენ, რათა ხალხი არ გაწევრიანებულიყო საზოგადოებაში.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ წევრთა რიცხვი აუცილებლად გაიზრდებოდა. სოფლის მაცხოვრებლები მიხვდებოდნენ, რა მნიშვნელოვანი დაწესებულება იყო საზოგადოება და მასში გაწევრიანდებოდნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ანგარიშის მიხედვით, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე იყო გამგეობის წევრი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას 3000 წევრზე მეტი არ ჰყავდა. მისი აზრით, გაცილებით მეტი წევრი ეყოლებოდა თუ ხალხს არ შეუქმნიდნენ დაბრკოლებას საზოგადოებაში გაწევრიანებულიყვნენ და განათლების გავრცელებაში მიეღოთ მონაწილეობა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, საწევრო რამდენადაც მცირდებოდა, იმდენად იზრდებოდა შემოსავალიც. აქედან გამომდინარე, საწევროს შემცირება არანაირ პრობლემას არ შექმნიდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ გამგეობამ გაითვალისწინა საწევროს შემცირებით შემოსავლის შემცირების საშიშროება და 1915 წლის ხარჯთაღრიცხვაში 500 მანეთი შეიტანა, 1916 წლის ხარჯთაღრიცხვაში კი – ორჯერ მეტი თანხა იყო შეტანილი.