რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 ოქტომბრისთვის გერმანული ენის პედაგოგი ალექსანდრე ივანეს ძე ვაგნერი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების მდივანი და ხაზინადარი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ივანე ზურაბის ძე ბარკალაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ნინო პეტრეს ასული კიკვიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 აპრილს ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ველისციხის განყოფილების კრებამ, რომელსაც ესწრებოდა 39 კაცი, აღიარა სამკითხველოს დაარსების აუცილებლობა და გუბერნატორისგან ნებართვის აღება ზაქარია მახარეს ძე მამისაშვილს სთხოვა. სამკითხველოს შესანახად საწევრო გადასახადი წლიურად 1 მანეთი დაადგინეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ილია პავლეს ძე გორდეზიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს გიორგი დავითის ძე ჩითაევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 ოქტომბრისთვის ფრანგული ენის პედაგოგი სოფია ვასილის ასული გორალევიჩი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბათუმის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, 1915 წლის სავარაუდო გასავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, 4 თვის ხელფასი, 240 მანეთი, გამგეობამ სკოლის გამგეს გადაუხადა, 76. 25 – დარაჯს, 100 მან. შენობის გათბობასა და განათებაზე დახარჯა, 14. 45 – ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების შეძენაზე, 5. 40 – ქონების შეკეთებაზე, 44. 95 – წვრილმან ხარჯებზე. სულ 1915 წელს ბათუმის განყოფილების სავარაუდო გასავალი 481. 05 მანეთი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 ოქტომბრისთვის ფრანგული ენის პედაგოგი ბარბარე მოსეს ასული ორბელი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნოე ჟორდანიას სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგეობის თხოვნა 1 000 მანეთამდე ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა ხარჯთაღრიცხვის შედგენამდე გადადო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ილია პავლეს ძე გორდეზიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ოლღა ზაქარიას ასული პაატაშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნატალია გიგაური-გაბაშვილის თხოვნა ტურგენევის თარგმანის ჰონორარიდან ნახევარი თანხის წიგნის დაბეჭდვამდე მიცემის შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ დავითის ძე ბახტაძის თხოვნა მაღაზიის გამგედ დანიშვნის შესახებ. გამგეობამ მისი გამგედ მიწვევა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ყიფიანის განცხადება წიგნების აკინძვის საფასურის გაზრდის შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა ცნობების მოძიებამდე გადადო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ქვემო ხევის კომისარმა აცნობა, რომ გერგეთის სკოლის ქონება სიით ჩააბარა ადგილობრივ ხმოსან იაგორ შადურს. ქონება 5865 მანეთად იყო შეფასებული.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის პირველი სექტემბრიდან 1917 წლის 5 ოქტომბრამდე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი თბილისის ყოფილ სათავადაზნაურო ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ეკატერინე ივანეს ასული შიუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ილია სპირიდონის ძე გოგოლაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 ოქტომბრისთვის სომხური ენის პედაგოგი სარქის ემანუელის ძე ტერ-გრიგორიანცი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 ოქტომბრისთვის სომხური ენის პედაგოგი გარეგინ მელოიანცი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ნიკოლოზ მისაბიშვილი 1919 წელს 7-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 5 აპრილს სოსო მაჭავარიანი, მართა ბერიაშვილი და მარიამ მირიანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ველისციხის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგეობის წევრები იყვნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ალექსანდრე დავითის ძე თორაძე 1919 წელს ერთხელ დაესწრო საზოგადოების კრებას.