რეგისტრირებული ფაქტები89838
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 23 მარტს ილია ჭავჭავაძემ ბანკის გამგეობის წევრ ალექსანდრე ვახვახიშვილთან ერთად ქრისტეფორე მამაცაშვილს მისწერა, რომ 19 მარტს მას გაუგზავნეს ბანკის ყველა ანგარიში 1875 და 1877 წლების გარდა, რადგან მათი დაბეჭდილი პირები არ ჰქონდათ.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის 26 იანვრამდე ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „კვალის“ 1893-1895 წლების ნომრებიდან მასალა ამოიწერა და კომენტარები დაურთო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 3 თებერვალს გაბრიელ ეპისკოპოსისთვის გადახდილი პანაშვიდისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მამა სოლომონს მადლობა გადაუხადეს.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 3 თებერვალს ქუთაისში გამართულ გაბრიელ ეპისკოპოსის პანაშვიდს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები და სამღვდელოება დაესწრო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 3 თებერვალს დავით კარიჭაშვილმა გაბრიელ ეპისკოპოსის პანაშვიდის გადახდისთვის სასულიერო პირებს მადლობა გადაუხადა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 3 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდი უნდა გადაეხადა საზოგადოების საპატიო წევრის, გაბრიელ ეპისკოპოსისითვის.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 12 თებერვალს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა წერილობით მიმართა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლ სიმონ წერეთელს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამდა ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მატერიალური მდგომარეობის გამო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 25 თებერვალს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი სიმონ წერეთელი ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო სხდომაზე წარდგა მოხსენებით ქუთაისის გუბერნიაში სასოფლო-სამეურნეო და პროფესიული სკოლების გახსნის თაობაზე.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 თებერვლამდე ილია ჭავჭავაძემ მარჯორი უორდროპის წერილი და ინგლისურ ენაზე გამოცემული „განდეგილი“ მიიღო.

