საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81004

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: ნინა კანდელაკი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ქარცივაძე, გიორგი მირიანის ძე გურგენიძე, ალექსანდრე იოსების ძე ბერელაშვილი, ივანე ურუშაძე, ლუბა ლომინაძე, გიორგი კონიაშვილი, იოაკიმე ფარნაოზის ძე უშვერიძე.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ქუთაისის მეორეხარისხოვან კერძო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პორფირე სამსონის ძე წიქვაძემ წარმოადგინა გამგეობის რწმუნებულებად ასარჩევ კანდიდატების N 1 სია.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ გამგეობის ქარხნის სხვადასხვა ხარჯების თანხა 262 მანეთი და 60 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების სარევიზიო კომისიამ მხარი დაუჭირა გამგეობის წინადადებას, რომელიც დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნას ეხებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: ფარნაოზ ფიჩხაია, აპოლონ ჯიქია და ალექსანდრე გაბუნია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების სარევიზიო კომისიამ სთხოვა საზოგადო კრებას, დაემტკიცებინა გამგეობის მიერ წარმოდგენილი 1913 წლის მოქმედების ანგარიში და 1914 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. დოკუმენტს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: ფარნაოზ ფიჩხაია, აპოლონ ჯიქია და ალექსანდრე გაბუნია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების სარევიზიო კომისიამ გამგეობის 1913 წლის მოქმედება შეაფასა დადებითად, მადლობა გადაუხადა მას გაწეული შრომისთვის და დაამოწმა. დოკუმენტს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: ფარნაოზ ფიჩხაია, აპოლონ ჯიქია და ალექსანდრე გაბუნია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების სარევიზიო კომისიამ განიხილა განყოფილების დღიური და საკვიტანციო წიგნები, შეასწორა შემოსავალ-გასავლის ჯამი და ყოველივე დაამოწმა. დოკუმენტს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: ფარნაოზ ფიჩხაია, აპოლონ ჯიქია და ალექსანდრე გაბუნია.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების სარევიზიო კომისიის მოხსენება. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1913 წლის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ კატო მალხაზის ასული კედია და სოკრატე ივანეს ძე კეშილავა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო აქვსენტი ფაღავა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იყო კლიმენტი ლორთქიფანიძე, ხაზინადარი – გიორგი ხერხეულიძე, მდივანი – ნიკო ბუკია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას დ. ზუგდიდში იმ წლის 6 მაისს გამართული კრების თავმჯდომარე ევგენი შენგელაიამ გაუგზავნა კრების ოქმი. კრება ეხებოდა ზუგდიდის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს არჩევას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას სოკრატე ივანეს ძე კეშილავამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილებაში გაწევრიანების მსურველთა სია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 აპრილს ანდრია პეტრეს ძე პატარაიას მიერ დ. ზუგდიდში მოწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას ზუგდიდის განყოფილების გახსნის მსურველთა ჯგუფმა შეატყობინა, რომ იმ წლის 6 მაისს ჩატარდა კრება, რომელიც ეხებოდა ზუგდიდის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს არჩევას. დოკუმენტს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე მღვდელი ევგენი შენგელაია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა განყოფილებამ ზუგდიდის განყოფილების გახსნის მსურველთა ჯგუფს გაუგზავნა ფულის მიღების კვიტანციები. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი განყოფილების გამგეობის მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 აპრილს ანდრია პეტრეს ძე პატარაიას მიერ დ. ზუგდიდში მოწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩია: ანდრო პეტრეს ძე პატარაია, ეკატერინე მალხაზის ასული კედია, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბერიძე და სოკრატე ივანეს ძე კეშილავა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ილარიონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძე, მიხეილ ზურაბის ძე ზანდუკელი, ნატაშა ლორთქიფანიძისა, მარიამ ღოღობერიძე და ალექსანდრე ჩხეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს დავით ნიკოლოზის ძე ქუთათელაძე, ნოე ავაკუმის ძე სვანაძე, ელისაბედ ჩხეიძია, ილია მუხურაძე და შ. ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს კონსტანტინე მოსეს ძე კავკასიძე, ესტატე ზურაბის ძე ლოლუა, ვასო კოსტაშვილი, აბრაამ ცომაია, ნ. გრიგოლაშვილი და ვახტანგ ჟორდანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას სთხოვა, ნინო ივანეს ასული ლაშხაურის მასწავლებლობიდან გათავისუფლების მიზეზი ეცნობებინათ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წელს ილია პავლეს ძე გოგოლაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი იყო.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წელს ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი იყო.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წელს ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი იყო.