საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81156

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ილია წინამძღვრიშვილის დაკრძალვას გამგეობის ყველა წევრი დასწრებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის გადაწყვეტილება ადგილობრივი სკოლის ქონების ქალაქის გამგეობისთვის დათმობის შესახებ. ქონება უნდა გადაეცათ გამოსაყენებლად, არა საკუთრებად.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ნიკოლოზ დავითის ძე სხირტლაძე, იასონ ნიკოლოზის ძე სიორიძე, მელანია ივანეს ასული სიმონიძე, არჩილ დიმიტრის ძე სალუქვაძე, ლიდა გიორგის ასული სალუქვაძისა, მიხეილ ალექსანდრეს ძე საბახტარიშვილი, ალექსანდრე სოლომონის ძე საბახტარაშვილი და ნოე ვასილის ძე სალუქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ნიკოლოზ ალექსის ძე სანოძე, კაპიტონ სიხარულიძე, შალვა ნიკიფორეს ძე სიხარულიძე, ნოე დიმიტრის ძე სანიკიძე, ქაიხოსრო კონსტანტინეს ძე სარიშვილი, მალინკი გიორგის ასული სიორიძე, თინათინ იაკობის ასული სიხარულიძე და ბესარიონ თევდორეს ძე სხირტლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ფეფო იოსების ასული საბაევისა, შალვა მაქსიმეს ძე სიხარულიძე, ვასილ ექვთიმეს ძე სულაძე, სილიბისტრო თომას ძე სულაძე, ერმილე დავითის ძე სიხარულიძე, ოლღა ლევანის ასული სიხარულიძისა, მიხეილ ოქროპირის ძე სურაძე და კირილე ივლიანეს ძე სალუქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ირაკლი სიხარულიძე, იაკობ გიორგის ძე სულაბერიძე, სილიბისტრო პავლეს ძე სვანიძე, მარიამ ნიკოლოზის ასული საბაევი, ანა ნიკოლოზის ასული საბაევი, ელენე ნიკოლოზის ასული საბაევი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე საბაევი და ნიკოლოზ ანტონის ძე საბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის, ივანე ავალიშვილის თხოვნა უფროსი ნოქრის მიწვევის შესახებ. გამგეობამ ამ საქმის გამორკვევა პრეზიდიუმს დაავალა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ისმაილ ლორთქიფანიძე, ნესტორ ანტონის ძე ლორია, აკაკი ვლადიმერის ძე ლორთქიფანიძე, მარიამ ელიზბარის ასული ლოლუა, თომა საყვარელის ძე ლომჯარია, დავით მორჩილაძე და იოსებ გიორგის ძე მელქაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს პეტრე როსტომის ძე კვახაძე, გიორგი ალექსანდრეს ძე კვაჭანტირაძე, ლევან ბესარიონის ძე კაკაბაძე, სევერიანე პავლეს ძე კოხრეიძე, ბესარიონ კოპალეიშვილი, სილოვან კონსტანტინეს ძე კვირკველია და მათე ქრისტეფორეს ძე კერესელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს მოსე სურგულაძე, ნესტორ გლახუნის ძე სიხარულიძე, ოლღა არჯევანის ასული სიხარულიძისა, მინადორა ნესტორის ასული სიხარულიძისა, ლევარსი ნესტორის ძე სიხარულიძე, ემელიან ნესტორის ძე სიხარულიძე, სიმონ მასიკოს ძე სადრაძე და ნესტორ სილიბისტროს ძე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს კონსტანტინე სპირიდონის ძე სანოძე, თევდორე მაქსიმეს ძე სადრაძე, კონსტანტინე ბეჟუკის ძე სიორიძე, სიმონ პავლეს ძე სანაძე, კონსტანტინე პავლეს ძე სანაძე, პავლე იულოს ძე სადრაძე, მიხეილ მაქსიმეს ძე სიორიძე, იოსებ სარჯველაძე და გრიგოლ სტანისლავის ძე სოლოღაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს კონდრატე არჩილის ძე მხეიძე, დომენტი ოტიას ძე მშვიდობაძე, მიხეილ მალაქიას ძე მენაღარიშვილი, მიხეილ ილარიონის ძე მდივანი, კირილე მანუჩარის ძე მგალობლიშვილი, გიორგი ივანეს ძე მორჩილაძე, ათანასე ბიჭიას ძე მიქაძე და ილარიონ ივანეს ძე მაქანდაროვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კავკავის ქართულ სკოლაში 370 მოსწავლე სწავლობდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს სუსანა ნიკოლოზის ასული კობახიძისა, გიორგი ალექსანდრეს ძე კობახიძე, ნიკოლოზ გიგოს ძე კორძაია, გიორგი ოქროპირის ძე კობეშავიძე, ივანე დავითის ძე კაკაბაძე, მარიამ ივანეს ასული კაკაბაძისა და გიორგი ივანეს ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ესტატე ათანასეს ძე ნიკოლაიშვილი, ილიკო ნანაძე, გალაქტიონ ნასირაძე, სიმონ სიკოს ძე ნაცვლიშვილი, გაბრიელ იოსების ძე ნაზაროვი, ალექსანდრე სამსონის ძე ნიჟარაძე, ელისაბედ ბესარიონის ასული ნადარეიშვილი და ალექსანდრე ფარნაოზის ძე ნადარეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ვლადიმერ დიმიტრის ძე რუხაძე, სამსონ დიმიტრის ძე რუხაძე, პოლიკარპე იაკობის ძე რუხაძე, მოსე გაბრიელის ძე რაზმაძე, ისიდორე ბეჟანის ძე რუსიეიშვილი, ნესტორ ბეჟუკის ძე რუსეიშვილი, დავით აბრამის ძე როდო, დავით ბესარიონის ძე რამიშვილი და კონსტანტინე ალექსის ძე რატიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ წერილობით აუწყა მთავარ გამგეობას, რომ 4 ივლისს წევრთა საერთო კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს შემდეგი პირები: იაკობ ფანცხავა, მარიამ ვარდოსანიძე, კარპეზ ბერიძე, ვარლამ იმნაძე, რაჟდენ კანდელაკი, გრიგოლ კვიცარიძე და თომა მთავრიშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე სოკრატე კეშილავამ წაიკითხა გამგეობის მინდობილობით შედგენილი მოხსენება, რომელიც ეხებოდა ზუგდიდის მაზრის სახალხო სკოლებში ქართული ენის სწავლებას, სავალალო მდგომარეობას ამ მხრივ და ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნის აუცილებლობას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა გამგეობისთვის, წლის განმავლობაში სხვადასხვა საჭიროებისთვის, ასი მანეთის მიცემა. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე სოკრატე კეშილავამ წაიკითხა გამგეობის მინდობილობით შედგენილი მოხსენება ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნის აუცილებლობაზე. კეშილავას მოხსენების შემდეგ კრებამ მოისმინა თბილისიდან მოწვეული სახალხო სკოლების ზედამხედველის, გრიგოლ ბურჭულაძის განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. დამსწრეთ ერთხმად გადაწყვიტეს, ყოველი ღონე ეხმარათ, რომ მომავალი სექტემბრისთვის გაეხსნათ დაბა ზუგდიდში პირველი დაწყებითი სკოლა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე პეტრე კედიამ შემოიტანა წინადადება, გადაეტანათ საფოსტო სალაროში შენახული განყოფილების ფული წვრილი კრედიტის საამხანაგო ბანკში. კედიას აზრით, ეს უფრო ხელსაყრელი იქნებოდა განყოფილებისთვის და კრედიტის ამხანაგობაც სარგებელს მოუტანდა მას. ამ საკითხის გადაწყვეტა კრებამ განყოფილების გამგეობას მიანდო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განიხილეს განყოფილების 1913 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც კრებამ ერთხმად დაამტკიცა. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განიხილეს განყოფილების 1913 წლის გასავლის ანგარიში. 1913 წლის განმავლობაში დახარჯულა 25 მან. 50 კაპ., ხოლო სალაროში დარჩენილა 58 მან. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განიხილეს განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. 1913 წელს საწევროს სახით შემოსულა 243 მან., გამგეობის ინიციატივით გამართული სეირნობა-საღამოდან – 150 მან. 88 კაპ., სხვადასხვა პირებისგან – 53 მან., ზუგდიდის ბანკს შემოუწირავს 100 მან., აფრიკიანის სავაჭრო სახლს – 50 მან., ხაზინიდან ფულის სარგებელი ყოფილა 4 მან. 99 კაპ., 1912 წლიდან დარჩენილა 7 მან. 50 კაპ. სულ 1913 წელს შემოსულა 608 მან. 50 კაპ. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განიხილეს 1913 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომლის მიხედვით, განყოფილებას ჰყოლია 102 წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.