საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81209

1913

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ 1913 წლის 17 იანვარს განიხილა შალვა გოგებაშვილის დეკემბრის წერილი და დაადგინა: კიევში ბოლოს გაგზავნილი 100 მანეთი სწავლის დასამთავრებელ დახმარებად ჩასთვლოდა ადრესატს; ამავე მიზნით კიდევ 200 მანეთი გაეგზავნათ მისთვის და თანაც გაეფრთხილებინათ, რომ სწავლის დამთავრებისთვის მეტი თანხა აღარ მიეცემოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 იანვარს კიევის კომერციული ინსტიტუტის II სემესტრის ხელმოკლე სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი (ს. პართენაშვილი) წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნას სთხოვს. რეკომენდატორებად ასახელებს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს, ეკატერინე რევაზის ასულ გაბაშვილისას და ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლისას; განცხადებას ერთვის ინსტიტუტის სათვისტომოს მიერ გაცემული ცნობა (ხელმომწერნი: შალვა გოგებაშვილი, გედეონ მეფარიშვილი), რომელიც ადასტურებს ირემაშვილის უკიდურესად მძიმე ნივთიერ მდგომარეობას.

1912

ტიპი: განათლება

კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტის – იოსებ გიორგის ძე ირემაშვილის – 1912 წლის 4 იანვრის განცხადებიდან ვიგებთ, რომ სწავლას მოწყურებულ კაცს მეუღლე და წვრილშვილი 70 წლის მოხუცი მამის, სოფლის დიაკვნის ამარა ჰყავდა მიტოვებული. იოსების ოთხი შვილიდან უფროსი ქართველ ქალთა საზოგადოების სკოლა "განათლებაში" სწავლობდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

თბილისის სახაზინო პალატის მიერ 1913 წლის 30 აპრილს საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ იაკობ გოგებაშვილის დას – ეფემია ინაურს – გარდაცვლილი ძმის ანდერძით, გარდა 1200 მანეთისა, კიდევ 400 მანეთის კაპიტალი ერგო, რომლის სამემკვიდრეო ბაჟი 6%-ს (ანუ 24 მანეთს) შეადგენს. დამატებით სწორედ ამ თანხის გადახდა ეკისრება გამგეობას ხაზინისთვის (ხელს აწერს სტოლონაჩალნიკი კირაკოზოვი)

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობასა და სამტრედიის განყოფილების გამგეობას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სამტრედიის ქალაქის გამგეობამ აიღო ვალდებულება აემუშავებინა სამტრედიაში არსებული წიგნის მაღაზია და არ დაეშვა მისი დახურვა. ხელს აწერენ სამტრედიის ქალაქისთავის მოადგილე დ. მიქელაძე და მთავარი გამგეობის მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: სპირიდონ ხუბულავამ, ივანე ადამის ძე ჯალაციანმა, ივანე მიხეილის ძე ჯაფარიძემ და სოლომონ ნესტორის ძე ჯიქიამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: ანტონ სტეფანეს ძე ხაბურზანიამ, პავლე ხარჩილავამ, თომა ხარჩილავამ და გიორგი მიხეილის ძე ხერხეულიძემ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: პავლე ჯათუს ძე ცქირიამ, გრიგოლ თეიმურაზის ძე ჭაჭიამ, ეკატერინე ტაგუს ასულმა ჭელიამ და ბარდღუ ხახუს ძე ჭოჭუამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ, გვანჯი ალექსის ძე ჩიქოვანმა, ნესტორ სიკოს ძე ცანავამ და ვლადიმერ მოსეს ძე ცინდავამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: იოსებ შანავამ, გრიგოლ შანავამ, პავლე მიხეილის ძე შელიამ და ჰუსეინ დურსუნ აღა შირინ-ოღლიმ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: ათანასე ბახვას ძე ფიფიამ, ივლონ ნიკოლოზის ძე ფიფიამ, ფარნაოზ ნიკოლოზის ძე ფიჩხაიამ და ესტატე ქუჩულორიამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: ვლადიმერ კოსტას ძე ტყებუჩავამ, აქვსენტი ხახუს ძე ფაღავამ, ესმა მანუჩარის ასულმა ფაღავამ და მათე ასლანის ძე ფიფიამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: მუხრან ნიკოს ძე რეკვავამ, გრიგოლ სამელიამ, ევგენი ალექსის ძე სიჭინავამ და ილარიონ ტოგონიძემ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: ბიკტორ მუხრანის ძე პაჭკორიამ, ბიჭია ჟვანიამ, ზინაიდა ივანეს ასულმა ჟორდანიამ და მარიამ ივანეს ასულმა ჟორდანიამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: გაბრიელ დავითის ძე ოგანეზოვმა, ივანე იულონის ძე ოსიძემ, ანდრია პეტრეს ძე პატარაიამ და მიხეილ პეტრეს ძე პატარაიამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: ნინო სიმონის ასულმა მუჯირმა, გრიგოლ მჟავანაძემ, სპირიდონ გიორგის ძე ნიჟარაძემ და ალექსი ბახვას ძე ნოდიამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: კლიმენტი დავითის ძე ლორთქიფანიძემ, ქეთევან მარგველაშვილმა, ილარიონ ვატას ძე მიქელაძემ და იასონ ნიკიფორეს ძე მუჯირმა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: თენგიზ სტეფანეს ძე კორტავამ, ივანე პავლეს ძე კოსტავამ, ილარიონ გიორგის ძე კუხალაშვილმა და ვასილ ზურაბის ძე კუტალიამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: პარმენ კიბორძანიძემ, დოროთე კიტიამ, იუსტინა პეტრეს ასულმა კობახიძემ და თეოდოსია დავითის ასულმა კობახიძემ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: კატო მალხაზის ასულმა კედიამ, პეტრე მანუჩარის ძე კედიამ, სოკრატე ივანეს ძე კეშილავამ და ყარამან ნიკოლოზის ძე კვარაცხელიამ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც შედგა განყოფილების წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: აკაკი ევგენის ძე ადამია, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ალშიბაია, ალექსი ნიკოლოზის ძე ბერიძე და ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბერიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: სევერიანე გიორგის ძე დგებუაძემ, ნესტორ ზაალის ძე დავითაიამ და დავით გიორგის ძე დავითაიამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: გრიგორი გვაზავამ, ვლადიმერ ვასილის ძე გლუშაკოვმა, დავით ნიკოლოზის ძე დადიანმა და ლუბა კონსტანტინეს ასულმა დარასელიამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: ნიკოლოზ საბას ძე ბუკიამ, ალექსანდრე გიორგის ძე გაბუნიამ, ევგენი გამრეკელმა და ნინო თევდორეს ასულმა გეგელიამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ალშიბაიამ, ნიკო კონსტანტინეს ძე ბერიძემ, თევდორე ზიგვავამ და ჩაგუ ლუკას ძე ბოჯგუამ.