რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ, ტროფიმე ჯოხთაბერიძემ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგენდა განყოფილების მუშაობის 1918 წლის მოკლე ანგარიშს. ხაზინადრისა და მდივნის მოუცლელობის გამო გამგეობა უკეთეს ანგარიშს ვერ შეადგენდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის პირველი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრ ვასილ გიორგის ძე მაჩაბელს საწევრო 300 მანეთი ჰქონდა გადახდილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ხაზინადარმა, ნოე ნადარეიშვილმა მთავარ გამგეობას 1919-1920 წლების ანგარიშები გაუგზავნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ოქტომბრიდან ტროფიმე ჯოხთაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების თავმჯდომარე აღარ იყო. ის გადავიდა სოხუმში, სადაც საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
1919
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ხაზინადარმა, ნოე ნადარეიშვილმა მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლა ქალაქის თვითმართველობის ხელში 1919 წლის პირველი სექტემბრიდან, ხოლო სამკითხველო იმავე წლის პირველი ოტომბრიდან გადავიდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბერს არჩეულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ახალმა გამგეობამ, ტროფიმე ჯოხთაბერიძის შედგენილი 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივი სამკითხველო ქალაქის თვითმმართველობას გადასცა. თვითმმართველობამ არ ჩაიბარა, შესაბამისად სამკითხველო დაიხურა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია გრიგოლის ასული კლდიაშვილის თხოვნა პანთეონში მისი ძმის, სვიმონ კლდიაშვილის, საფლავზე ძეგლისა და მოაჯირის გაკეთების შესახებ. გამგეობამ ნება დართო, თუ პანთეონის კომისია გაუწევდა ზედამხედველობას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-1919 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების შემოსავალი, ხაზინადარ ნოე ნადარეიშვილის მიერ შედგენილი ანგარიშის მიხედვით, 5 659. 88 მანეთი იყო. აქედან 1918 წელს საწევრო გადასახადით შესული იყო 18 მანეთი, ყულაბებით შეგროვებული – 403. 40, 1919 წელს შეგროვებული შემოწირულება – 2 400 და 1917 წლის შემოსავლის ნაშთი – 2 838. 48 მან.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ დავით კარიჭაშვილმა ქალაქ თბილისის მესამე უბნის მოსამართლეს, მ. ჩხეიძეს, გამგეობისთვის ოლღა ჭავჭავაძის ოფიციალური მზრუნველობის (რადგან მას არ გააჩნდა სათანადო მოვლა-პატრონობა) გადაცემის მოთხოვნით მიმართა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 ივლისს ქალაქ თბილისის მესამე უბნის მომრიგებელი მოსამართლე მ. ჩხეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ატყობინებდა, რომ მთავარი გამგეობა, როგორც იურიდიული პირი, არ შეიძლებოდა ყოფილიყო სულით ავადმყოფი ოლღა ჭავჭავაძის ქონებაზე მეურვე და სთხოვდა მათ, წარმოედგინათ ერთი ან რამდენიმე ფიზიკური პირი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების სკოლის (მასწავლებელი – ელისაბედ ანჯაფარიძე) 3 განყოფილებაში 32 მოსწავლე სწავლობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ წარდგენილი „აკიდო“, რომელიც იმჟამად იბეჭდებოდა, მესამე განყოფილების კურსს შეიცავდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-1919 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გასავალი, ხაზინადარ ნოე ნადარეიშვილის მიერ შედგენილი ანგარიშის მიხედვით, 3 441. 50 მანეთი იყო. აქედან 1918 წელს სკოლას მოხმარდა 885. 50 მანეთი, სამკითხველოს – 403. 40, წვრილმანმა ხარჯებმა კი 12. 60 მანეთი შეადგინა. 1919 წელს დახარჯული 2 140 მანეთი მთლიანად სამკითხველოს მოხმარდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრები: დავით კარიჭაშვილი, თევდორე კიკვაძე, შიო არაგვისპირელი, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, კირილე ნინიძე, ნინო ნაკაშიძე, ქრისტინე შარაშიძე, ვასილ წულაძე, იპოლიტე ვართაგვა, მიხეილ კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი და არჩილ ჯაჯანაშვილი ქალაქ თბილისის მესამე უბნის მომრიგებელ მოსამართლეს, მ. ჩხეიძეს, გაჭირვებაში მყოფ ოლღა ჭავჭავაძეზე მზრუნველობის ოფიციალურად გადაცემას სთხოვენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 სექტემბერს ქალაქ თბილისის მესამე უბნის მომრიგებელი მოსამართლის მ. ჩხეიძის განკარგულებით, ნაცვლად რუსუდან დიმიტრის ასული მელიქიშვილისა, ოლღა ჭავჭავაძის მეურვეებად დაინიშნენ: დავით კარიჭაშვილი, თევდორე კიკვაძე, შიო არაგვისპირელი, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, კირილე ნინიძე, ნინო ნაკაშიძე, ქრისტინე შარაშიძე, ვასილ წულაძე, იპოლიტე ვართაგვა, მიხეილ კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი და არჩილ ჯაჯანაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აპრილში ტროფიმე ჯოხთაბერიძის მიერ შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, განყოფილების განკარგულებაში იყო აკაკი წერეთლის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველო, მფარველობდა რამდენიმე სოფლის სამკითხველოსაც. მათგან განყოფილებას 1918 წლის ანგარიში არ მოუთხოვია, რადგან დროის უქონლობის გამო გამგეობას მათგან არც ერთი არ შეუმოწმებია.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 14 ოქტომბერს თბილისის გიმნაზიის (რომელიც შემდეგ უნივერსიტეტად გადაკეთდა) საძირკველი საღვთო სჯულის მასწავლებელმა კალისტრატე ცინცაძემ აკურთხა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 30 სექტემბერს მომარაგების სამინისტროს საქმეთა მმართველი ე. ლოლაძე და საქმისმწარმოებელი ლ. ნ. ასათიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრს, ნინო ნაკაშიძეს სწერდნენ, რომ სამინისტრო გაჭირვებაში მყოფ ოლღა ჭავჭავაძეს ვერ დაეხმარებოდა ვერც პენსიით, ვერც საკვებით.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 22 სექტემბერს მომარაგების სამინისტროსადმი მიწერილ წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი ნინო ნაკაშიძე უკმაყოფილებას გამოთქვამდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით, რომელმაც უარი განაცხადა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძისთვის უფასოდ ან მცირე ფასად საჭმლის (პაიოკის) მიცემაზე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 22 სექტემბერს მომარაგების სამინისტროსადმი მიწერილ წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი ნინო ნაკაშიძე აღნიშნავდა, რომ ილია ჭავჭავაძის ქვრივი, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ქართველი საზოგადოებისთვის სამარცხვინო მდგომარეობაში იმყოფებოდა და სამინისტროს დახმარებას სთხოვდა.