საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88081

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის აზრით, სასკოლო სექციას კარგი იდეები ჰქონდა. მას შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად ტექნიკური საქმის შესრულებაც ევალებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებს სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ შესთავაზა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექციებს შორის არსებული პრობლემების გასარკვევად აერჩიათ 3-5 პირისაგან შემდგარი კომისია, რომელიც თავის დასკვნას კრებას წარუდგენდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციისთვის სახელმძღვანელო წიგნების ბეჭდვის საქმის გადაცემა გადაწყდა ბოლო კრებაზე, რომელსაც თავად არ დასწრებია.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციის არც ერთ წევრს წიგნების გამოცემის საქმესთან და კორექტორთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილმა განაცხადა, რომ წიგნების ბეჭდვის ტექნიკურ მხარესთან არანაირი შეხება არ ჰქონდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილმა განაცხადა, მოსმენილი ჰქონდა რომ წიგნების კორექტურების გასასწორებლად გამოყოფილი თანხა სასკოლო სექციამ მიისაკუთრა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილმა განაცხადა, რომ წიგნების გამოცემისთვის საგამომცემლო სექციას უნდა ეხელმძღვანელა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ შემოწირულობები უსარგებლოდ იხარჯებოდა და მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინათ, რათა საზოგადოება არ დაზარალებულიყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოება შემოწირულობების წყალობით არსებობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ სამრეწველო ბანკიდან მიიღო 262 971 მანეთი და 73 კაპიკი. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრნი იაკობ ფანცხავა, სილოვან ხუნდაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის, სარევიზიო კომისიისა და სხვა სექციის წევრების აზრით, სასკოლო და საგამომცემლო სექციებს შორის დაპირისპირების მიზეზი იყო წიგნების კორექტურების გასასწორებლად გამოყოფილი თანხა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების საწყობში იყო შემდეგი წიგნები: ქიმია, ტრიგონომეტრია, „სისხლის ძიება“, „ქართლის ცხოვრება“, „ოთარაანთ ქვრივი“, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის, „ასპინძის ომი“, „გლახის ნაამბობი“. ხელს აწერენ ვასილ ედილაშვილი, ივანე ავალიშვილი, იოსებ გიორგობიანი და ლავრენტი სანოძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, გამგეობა ფუჭად კარგავდა დროს საზოგადოების დასარწმუნებლად, რათა მას შეეცვლა წიგნების საგამომცემლო ინსტრუქციის მუხლი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ ექიმ მებურიშვილს დეკემბრის ხელფასი 400 მანეთი გადაუხადა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრნი იაკობ ფანცხავა, სილოვან ხუნდაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ დახარჯული ენერგიისთვის საგუბერნიო სტამბას 4750 მანეთი გადაურიცხა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბისთვის 14 866 მანეთის მასალა შეიძინეს. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, გამგეობის, სარევიზო კომისიისა და სხვა სექციის წევრებს იმიტომ ირჩევდნენ, რომ მათ საზოგადოების მიზნის მისაღწევად ემუშავათ და მისი დავალებები შეესრულებინათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების დავალებებს არ ასრულებდნენ გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრები, არც სხვა სექციის წარმომადგენლები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე რადიკალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულთა კანდიდატად დავით დავითის ძე კარიჭაშვილი აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულთა კანდიდატებად ემელიანე ანანიას ძე ლომთათიძე, კალენიკე საბას ძე ჯამბერიძე, ვარლამ ირაკლის ძე კალანდაძე, აბესალომ გიორგის ძე ბუკია და სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-ფედერალისტებმა საზოგადოების რწმუნებულთა კანდიდატებად მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი, მიხეილ დიმიტრის ძე საყვარელიძე, ანა ანტონის ასული ხახუტაშვილი, ზაქარია ალექსის ძე ყანჩაველი და ბესარიონ ქელბაქიანი აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე რადიკალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულად შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე ნაციონალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულთა კანდიდატებად თამარ ესტატეს ასული ჩიკვაიძე, ნიკო ნიკოლოზის ძე კეცხოველი და ელენე სიმონის ასული პავლიაშვილი აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულთა კანდიდატებად იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი, ლავრენტი ალექსანდრეს ძე სანაძე, დავით სოკრატის ძე სულიაშვილი და ვიქტორ ბაგრატის ძე ქავთარაძე აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე საზოგადოების უპარტიო რწმუნებულად გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი აირჩიეს.