რეგისტრირებული ფაქტები88076
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 9 ანვარს „ცნობის ფურცელში” დაიბეჭდა ბიოგრაფიული ცნობები კონსტანტინე მუხრან-ბატონის შესახებ. ამ ცნობების მიხედვით, ყველაზე დიდი მამული საქართველოში მუხრან-ბატონს ეკუთვნოდა. დუშეთში მის მამულს ეკავა 32 ათასი „დესეტინა“ ადგილი. გარდა ამისა, მიწები ჰქონდა ბათუმთან ახლოს და თელავის მაზრაში.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 11 იანვარს ქუთაისში მოკლეს დიმიტრი ცომაია. მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 იანვარს ქართულ თეატრში ახალი პიესა, „უბრალოდ დასჯილნი” დაიდგა, რომელშიც მთავარ როლებს ბარბარე ავალიშვილი და ვასო აბაშიძე ასრულებდნენ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 13 იანვარს მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიის მედავითნე მიხეილ დავითაშვილი დოესის ღვთისმშობლის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 13 იანვარს დოესის ღვთისმშობლის ეკლესიის მედავითნე, ვასილ ლომაური არბოს მრევლის მედავითნედ დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 13 იანვარს დოესის ღვთისმშობლის ეკლესიის მედავითნე გრიგორი იაშვილი მეტეხის ღვთვისმშობლის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 იანვარს ქალაქის საბჭოში ქალაქის მოურავის მოადგილის არჩევნები გაიმართა. კანდიდატებად დაასახელეს: ა. ივანენკო – 25 ხმით, ქ. ვერმიშოვი – 11 ხმით, თ. ა. არღუთაშვილი – 3 ხმით, თ. პ. არღუთაშვილი – 1 ხმით და ევგრაფ ხოსროევი ასევე ერთი ხმით. ა. ივანენკოს გარდა, ყველამ უარი განაცხადა კენჭის ყრაზე. შესაბამისად, ივანენკო ქალაქის მოურავის მოადგილედ დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 იანვარს სურამში ქუთაისელმა იაკობ ავთანდილოვმა დანით დაჭრა გაბო ტიჟუევი, რომელიც მეორე დღესვე გარდაიცვალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 იანვარს ერმილე მაჭავარიანის სახლში მისი მეზობელი, იაკო მაჭავარიანი შეიჭრა და ერმილე ხანჯლით დაჭრა. ერმილეს ცოლი მიეშველა, რომელიც ჩხუბის დროს ასევე დაშავდა. ეს ამბავი ბ. ღოღობერიძეს აცნობეს, თუმცა მან უბედური შემთხვევის მიზეზის გამოძიება ვერ შეძლო. დაჭრილებს ექიმები მკურნალობდნენ, თუმცა მათი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყო ერმილეს მეუღლე.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 14 იანვარს საწულუკიძეოს წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი ივანე სიმონის ძე ქუთათელაძე გარდაიცვალა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 14 იანვარს საწულუკიძეოს წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი ივანე სიმონის ძე ქუთათელაძე გარდაიცვალა.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 15 იანვარს ილია მახვილაძემ „ცნობის ფურცლის“ რედაქციას აცნობა, რომ მე-80 ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაცია შტატის ეკლესიის გაძარცვის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მახვილაძის თქმით, მან სიღრმისეულად გამოიკვლია საქმის ვითარება და აღმოჩნდა, რომ ახალდაბის შტატის ეკლესიიდან არათუ ძვირფასეულობა, „კაპიკიც“ არ იყო გატანილი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 15 იანვარს შიო დედაბირშვილი გორის მაზრაში ექიმად დანიშნეს. ამავდროულად, შიო დედაბრიშვილს დაავალეს, რომ თვალყური ედევინებინა თბილისის საყასბოსთვის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 იანვარს „ქართულ თეატრში” დაიდგა პიესა „ყაჩაღები”. პიესაში მთავარ როლს ასრულებსა ალექსი მესხიშვილი და ბარბარე ავალიშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 იანვარს „ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ პასტერის სისტემით დამზადებული აბრეშუმის ჭიის თესლი სარდიონ ლუკას ძე ლომიძესთან.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 იანვარს „ცნობის ფურცლის“ რედაქციას სიღნაღიდან აუწყეს, რომ საზღვარგარეთიდან დაბრუნდა ნაუმენკო. იგი 5 თვით საზღვარგარეთ ყოფილა წასული თვალების მკურნალობის პრაქტიკულ ნაწილის შესასწავლად. სიღნაღში ჩასვლისთანავე პაციენტების დიდი რიგი დაუდგა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 6 იანვარს გაბო ტიჟუევმა სცემა მოქალაქე კაპანაძე, რომელიც 17 იანვარს გარდაიცვალა.

