რეგისტრირებული ფაქტები88076
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ძველი მეგობარი ანა (ანეტა) მეთოდეს ასული ჭყონია ესტუმრა 15 წუთით.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი და ალექსანდრე ხატისიანი ენდობოდნენ და აფასებდნენ მას.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი ესტუმრა. მათ დიდხანს ისაუბრეს. ძალიან კეთილგანწყობილი იყო მინისტრი მის მიმართ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მშვიდობიანი შეთანხმების აღსანიშნავად გამართულ ბანკეტზე თამადა დავით დავითის ძე ღამბაშიძე იყო.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მშვიდობიანი შეთანხმების აღსანიშნავად გამართულ ბანკეტზე მის გვერდით იჯდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ხატისიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ნასიბ-ბეკ უსუბეკოვმა და ალექსანდრე ივანეს ძე ხატისიანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 2 დეკემბერს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ანტონ ივანეს ძე დენიკინის მეუღლე იყო ილია ჭავჭავაძის დისშვილი.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 2 დეკემბერს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გასულ საღამოს ჩაის დასალევად იყო წასული გენერალ ანტონ დენიკინის წარმომადგენლებთან ერთად.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს, ლონდონიდან მიიღებდა ტელეგრამას, რომელიც ზრდილობიანად, ოფიციალური ენისთვის დამახასიათებელი სიტყვებით აუწყებდა, რომ ჭკუასუსტი იმბეცილი იყო.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 30 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მთელი თავისი ცხოვრება სამუშაოთი იყო მოცული, ყოველდღე უამრავ წერილს იღებდა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ყოველთვის ეჩვენებოდა, თითქოს ციცაბო, არამყარ ბილიკზე მიაბიჯებდა და შესაძლო იყო ნებისმიერ წამს ნიადაგი გამოსცლოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ალექსანდრე ცაგარელმა ოლივერ უორდროპს ლონდონში შეხვედრისას საქართველოში მონარქიის აღდგენის შესახებ აზრი ჰკითხა, რადგან უორდროპს ამ საკითხზე 25 წლის წინ ვრცელი წიგნი ჰქონდა დაწერილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ სტამბის ვალების დასაფარად 5062 მანეთი და 7 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ ბანკებს პროცენტის სახით 120 მანეთი და 32 კაპიკი გადაუხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

