საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81285

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ანდრია ზედგინიძეს წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ანდრია ლაკირბაიას წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ იაკობ მუსხელიშვილს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ირაკლი ვეზირიშვილს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სოლომონ მახვილაძეს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მაკარ ჯამბაკურ-ორბელიანს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სპირიდონ ვაწაძეს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის საბაღოსნო სკოლის შეგირდები კმაყოფილები იყვნენ ახლად დანიშნული სკოლის გამგის, კრავჩენკოს საქმიანობით.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, თბილისის საბაღოსნო სკოლის გამგეს, კრავჩენკოს შეგირდებისთვის გალობის სწავლება და შაბათობით სამეცნიერო ლიტერატურის განხილვა გადაეწყვიტა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 დეკემბერს ქალაქის ხელოსანთა ახალი მოურავი უნდა აერჩიათ და ხელოსანთა ძველ მოურავ კ. ა. სერობიანცს თანამდედობა უნდა დაეტოვებინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 დეკემბერს ქუთაისში დ. ალიბეგოვის მაღაზია გატეხეს და გაქურდეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 14 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 13 დეკემბერი“ („საოცარი დრო დაგვიდგა...“).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 დეკემბერს ქალაქის საბჭოში ევგრაფ ხოსროევის მაგივრად გამგეობის წევრი უნდა აერჩიათ. საბჭოს წევრები შეიკრიბნენ, თუმცა ლაპარაკით გაერთნენ და ამის გამო არჩევნების გადადება მოუწიათ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 15 დეკემბრიდან პოლიცმაისტერის ახალ თანაშემწეს, კოვალევს უნდა დაეწყო დაკისრებული მოვალეობის აღსრულება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გამოვიდა ფილიპე მახარაძის კრიტიკული წერილი „ხალხური პოეზია და ბ-ნი მელ. კელენჯერიძე”. წერილში მახარაძე დაწვრილებით განიხილავს და აკრიტიკებს მელიტონ კელენჯერიძის წიგნს „სახალხო პოეზიას”.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 დეკემბერს პოლიციის უფროსმა ზედამხედველმა ა. გ. ჯაბადარმა ქალაქის თვითმართველობას მიმართა და ითხოვა, რომ სოფლებიდან ჩამოტანილი სანოვაგის ერთბაშად ყიდვა და მისი ძვირად გაყიდვა აკრძალულიყო.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 17 დეკემბერს ქალაქის გამგეობის შესასვლელთან ჟერებცოვის გაყინული ცხედარი იპოვეს. ვარაუდობდნენ, რომ მთვრალი ჟერებცოვი სკამზე ჩამოჯდა, დაეძინა და გაიყინა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 17 დეკემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ სამოსამართლო პალატას გადასცა ბარამ თეიმურაზის ძე შაბურიშვილის მკვლელობის საქმე. ეს საქმე ბრალმდებლის საჩივრის მიხედვით უნდა განეხილათ, რადგან სწორედ ის არ დაეთანხმა ოლქის სასამართლოს განაჩენს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც განაგრძობდა ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის საკითხის განხილვას.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კ. ს. თოფურიძე ბათუმის პირველი ნაწილის ბოქაულის თანამდებობიდან გადადგა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მართლმსაჯულების სამინისტრომ ქალაქის მოურავად ახლად არჩეული ნაფიცი მსაჯული გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვი არჩევნის წინაშე დააყენა. მათი თქმით, არ შეიძლებოდა, რომ ერთ კაცს ნაფიცი მსაჯულის და ქალაქის მოურავის თანამდებობა აღესრულებინა და ამიტომაც გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვს ნაფიც მსაჯულობაზე უარი ეთქვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საახალწლოდ გრიგოლ გოლიცინის სახელზე ასამდე თხოვნა შევიდა. ხალხი დახმარებას ითხოვდა, რადგან სიღარიბის გამო ახალი წლის სათანადოდ შეხვედრას ვერ ახერხებდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 დეკემბერს ქართულ თეატრში გედევან გედევანოვის ბენეფისისთვის ახალი პიესა „კრიჟანგი” იდგმებოდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ იაკობ მელიქიძე ფოთის ფოსტა-ტელეგრაფის ფოსტალიონად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ანდრია სხულუხია თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის ფოსტალიონად დაინიშნა.