რეგისტრირებული ფაქტები81314
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ხუთი წელი შვებულების გარეშე მუშაობა ძალიან რთული იყო. შეიძლებოდა მომავალ წელს ადრე წასულიყო სახლში, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში, ნებისმიერ მომენტში, სახლში გაიწვევდნენ.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უცნაური იყო „მგლის ლეკვები“ – მათი ბიჭები ისე გაიზარდნენ, მსოფლიოს პრობლემებზე ფიქრობდნენ და დიდ მებრძოლებს ედრებოდნენ.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მუდმივად დაძაბული იყო ცვლილებების მოლოდინში, ელოდებოდა როდის დადგებოდა ცვლილების დრო, რათა სახლში დაბრუნებულიყო და დღესასწაული ოჯახთან ერთად გაეტარებინა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 14 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, მისთვის არავის უთქვამს, რომ რაიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუმცა ხვდებოდა თუ როგორ სახიფათო აღმართს მიუყვებოდა და შეიძლებოდა ნებისმიერ წამს ფეხი გადაბრუნებოდა, რაც ძალიან ცუდ შედეგს გამოიტანდა და უამრავ ადამიანს დააზარალებდა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თავიანთი სახლის ქართულ ოთახში „წმინდა ნინოს ცხოვრების“ რამდენიმე ეგზემპლარი ინახებოდა. წიგნებს გარედან „სტუდია ბიბლიკა“ ეწერა და შეეძლო წაეკითხა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მთელი გულისყური მიპყრობილი ჰქონდა მეუღლისა და შვილებისკენ, რომლებიც მის წარმოდგენაში ბუხრის პირას ისხდნენ.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მადლობა გადაუხადა სახლის ესკიზის გამოგზავნისთვის. მისწერა, რომ შეეძლო წარმოედგინა თუ როგორი იყო მათი სასტუმრო ოთახი, ავეჯი და სხვ.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მუდმივი შუამავლები ეყოლებოდათ ლონდონიდან სპარსეთში მიმავალი ოფიცრების სახით, რასაც ბათუმიდან ბრიტანეთისკენ კვირაში ორჯერ მიმავალი საფოსტო გზავნილები დაემატებოდა, რის შემდეგაც მათი კომუნიკაცია უფრო ხშირი და სწრაფი იქნებოდა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კავკასიის სასოფლო მეურნეობის საზოგადოების ხელმძღვანელობა გადადგა და ახალ პრეზიდენტად დიმიტრი ჯორჯაძე აირჩიეს, მდივნად კი – ხატისოვი.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახალხო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით უნდა შეემოწმებინათ მასწავლებელთა ცოდნის დონე, რადგან ზოგიერთ მათგანს სწავლის მოწმობა არ ჰქონდა. ასევე, ყოველ ასეთ მასწავლებელს დაევალებოდა სამინისტროსთვის წერილობით წარედგინა თუ რამდენი მოსწავლე იყო სასწავლებელში და როგორ სწავლობდნენ ისინი.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 17 იანვარს ოდესაში საადგილმამულო ბანკმა საზოგადოებას გასაყიდად 100 ადგილ-მამული შესთავაზა, ღონისძიებაზე 60 ადამიანი მისულა, რომელთაგან მხოლოდ ერთს გამოუთქვამს მამულის ყიდვის სურვილი და ამის გამო არცერთი მამული აღარ გაყიდულა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ორი მაჰმადიანი ქართველი მოსწავლის – მურად ჰუსეინის ძე გუნთაიშვილისა და სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილის თხოვნა ფულადი დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მათ დასახმარებლად 450 მანეთი გადაედო.