საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81320

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო შავ და კასპიის ზღვებს შორის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სომხები უამრავ მადლობას უხდიდნენ იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გაუკეთა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მის შესახებ აზერბაიჯანულმა პრესამ ძალიან სასიამოვნო შინაარსის სტატიები გამოაქვეყნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის – სამი ახლგაზრდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაში შეტანილი წვლილისთვის კიდევ იღებდა ტელეგრამებს. ერთ-ერთი სპარსეთში მცხოვრები ქართველებისაგან იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, შეიტყო, რომ თბილისელი ქალები და გოგონები აპირებდნენ მასთან მისვლას და ნინოობის მილოცვას, შემდეგ კი ბანკეტის გამართვას შვილის – ნინოს პატივსაცემად, მაგრამ ბაქოში ვიზიტის გამო გადაიდო ეს ყველაფერი და მათ მოულოდნელ სტუმრობას ელოდებოდა მომავალში.

1920

ტიპი: სახელი

1920 წელს პოეტის დომინიკა ზურაბის ასული ერისთავის ზედმეტსახელი იყო „განდეგილი“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წელს ნინო უორდროპს პოეტმა დომინიკა ზურაბის ასულმა ერისთავმა კეთილგანწყობილი სურვილებით სავსე წერილი გაუგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბოდბის მონასტრის წინამძღვრისაგან, ნინოსგან ტელეგრამა მიიღო და ამცნო, რომ წმინდა ნინოს ღამეს მონაზვნებმა მათი შვილის – პატარა ნინოსთვის და მთელი ოჯახისთვის ილოცეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, თავს შესანიშნავად გრძნობდა მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში კვებისა და ძილის რეჟიმი არეული ჰქონდა. იმედოვნებდა, შემდეგ შაბათ-კვირას რეჟიმში ჩადგებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მან არ იცოდა როგორი დაძაბული და მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრება ჰქონდა. ცდილობდა არ ენერვიულა და სიმშვიდე ბოლომდე შეენარჩუნებინა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მოუთმენლად ელოდა ნანატრ დღეს, როცა გულში ჩაიკრავდა და წარსულში დარჩენილი ქარიშხალი მათ დაშორებას ვეღარ შეძლებდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოდან ჩამოსულს მისი 23 დეკემბრის წერილი დახვდა, რამაც ძალიან გააბედნიერა. ვერც კი წარმოიდგენდა იმდენად ძვირფასი იყო მისთვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ერევნიდან 31 იანვარს დაბრუნდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოდან თბილისში ღამის ხუთ საათზე დაბრუნდა. ქალაქში თოვლი დახვდა. გადაუღებლად ბარდნიდა და სანამ ერევანში წასვლის დრო – 8 საათი არ მოვიდოდა, მანამდე სახლში დარჩებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 იანვარს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისი ბაქოში ვიზიტი საქმიანი თვალსაზრისით იმაზე მეტად წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 იანვარს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ ქალაქში თოვდა, რაც იშვიათობა იყო. ბაქოში თოვლი შვიდ წელიწადში ერთხელ მოდიოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 იანვარს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ მუსიკალური ინსტრუმენტი ქამანჩა პატარა ვიოლინოს ჰგავდა, თუმცა გამობერილი მუცელი ჰქონდა და ისე იყო აწყობილი, მისი მაგიდაზე დადგმაც შეიძლებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 იანვარს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ გასულ საღამოს სომხეთის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ბანკეტზე ქამანჩაზე დაუკრეს. იგი არაჩვეულებრივი ინსტრუმენტი იყო. მის მსგავს სასიამოვნო ხმოვანებას ხშირად ვერ მოისმენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 იანვარს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ გასულ საღამოს სომხეთის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ბანკეტზე სულ ორმოცამდე სტუმარი იყო. ვახშამზე საკმაოდ გონებამახვილური სიტყვები წარმოითქვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვარს ბაქოში სომხეთის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ბანკეტზე სომხების გარდა დაესწრნენ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლივერ უორდროპი, სპარსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები. სულ ორმოცამდე სტუმარი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 იანვარს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ გასულ საღამოს სომხეთის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ბანკეტზე სომხებისა და აზერბაიჯანელების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ შეხვედრამ დამაკმაყოფილებელი შედეგებიც გამოიღო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 იანვარს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ გასულ საღამოს სომხეთის წარმომადგენლობამ მოაწყო ყველაზე წარმატებული ბანკეტი, რომელიც მის პატივსაცემად გაიმართა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ თბილისსა და ბაქოში საყოველთაო პატივისცემასა და კეთილგანწყობას გრძნობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ ბრიტანეთიდან მოსულ ახალ ამბებში მისი კავკასიაში საქმიანობის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის გაწეული მუშაობის შესახებ ეწერა. ამ ინფორმაციას ლონდონური გაზეთებიდან შეიტყობდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, იმედოვნებდა, რომ თბილისში დაბრუნებულს მისი წერილი დახვდებოდა.