რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივნისს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე თბილისიდან ცაგერში სწერს ალექსანდრე მითაიშვილს, რომ ქუთაისში ერობასთან მოეწყობა კურსები და ამის შესახებ ცნობები მოსთხოვონ გელაზანიას.
1919
ტიპი: თანამდებობა
მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 6 ივნისს სამხედრო სამინისტროს (ლეჩხუმის სამაზრო ერობის შუამდგომლობით) სათანადო განკარგულების გაცემას სთხოვს ჯარისკაც დავით ბაბლუანის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებაზე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 მაისს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მითაიშვილი განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს სწერს, რომ მფრინავი ჯარის II პოლკში ჯარისკაცად მსახურობს დავით ბაბლუანი, პროფესიით მასწავლებელი სოფელ ჩაილურიდან. მისი თქმით, ლეჩხუმის მაზრა საერთოდ, კერძოდ კი სვანეთი მასწავლებლებით ძალიან ღარიბია. ამის გამო ის განათლების მინისტრს სთხოვს სამხედრო მინისტრთან შუამდგომლობას ბაბლუანის განთავისუფლებისა და ერობის განკარგულებაში გაგზავნისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბერს სენაკის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში შეიკრიბა ეკლესიის მრევლი, დაახლოებით 20 კაცამდე, კრებას ხელმძღვანელობდა ნესტორ ქავთარაძე. ადგილობრივმა მღვდელმა ირაკლი პარკაიამ წამოაყენა საკითხი დაბალ კლასებში საღვთო სჯულის სავალდებულო სწავლების შესახებ, რასაც მრევლიც დაეთანხმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ოქტომბერს მღვდელ ალექსი გვაზავას თავმჯდომარეობით სოხუმის საოლქო საძმო საბჭომ გამართა კრება ქალაქ სოხუმში. კრებას ესწრებოდნენ სხვა სამღვდელო პირებიც, დაახლოებით 10 კაცამდე. განიხილეს საკითხი საღვთო სჯულის სწავლების სავალდებულობისა და სამღვდელოების ნივთიერად უზრუნველყოფის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 ოქტომბერს სოფელ წებელდაში გიორგი ოჩიგავას ხელმძღვანელობით 49 კაცი შეიკრიბა, რომლებმაც იმსჯელეს საღვთო სჯულის სწავლების სავალდებულობასა და სამღვდელოებისთვის ჯამაგირის ხაზინიდან უზრუნველყოფის საკითხზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 ოქტომბერს სოფელ მერხეულში 68 კაცი შეიკრიბა მოქალაქე გიგო კუჭავას ხელმძღვანელობით. მათ განიხილეს სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების აღდგენის საკითხი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 25 იანვარს მამა მიხეილ ზემსკის თაობაზე თბილისის ქალთა პირველი გიმნაზია მიმართავს განათლების სამინისტროს, ვინაიდან სკოლებში აღარ ისწავლება საღვთო სჯული, მამა მიხეილ ზემსკი დარჩა შტატის გარეშე. გიმნაზიაში არსებობდა კარის ეკლესია. დირექცია ითხოვს, გაარკვიონ, ითვლება თუ არა აღნიშნული პიროვნება თანამშრომლად და როგორ უნდა მოხდეს მისი ანაზღაურება.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 ნოემბერს ხაშურის მიხაილოვის სახელობის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს ხაშურის ქალთა გიმნაზიის უფროსი კლასების რუსულის მასწავლებელ ანა ბახარევსკაიასთვის თავის სკოლაში 12 საათის დამატების ნებართვა სთხოვა.
1918
ტიპი: განათლება
1918 წლის 7 აგვისტოს დუშეთის საკოლო კომისიის თავმჯდომარე ინაშვილმა მისწერა განათლების სამინისტროს, რომ ერთი წლის წინ დაარსებულ სკოლაში არ არსებობდა ბიბლიოთეკა და მერხები, ქალაქს კი არ გააჩნდა სახსრები მის დასახმარებლად. ინაშვილმა სთხოვა სამინისტროს, რომ რომელიმე გაუქმებული სკოლის ნივთები გადასცათ აღნიშნულ სკოლისთვის.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 ივნისს ხოტევის სასწავლებლის გამგე-მასწავლებელმა ათანასე გაგოშიძემ განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს გაუგზავნა სია მისდამი რწმუნებული სკოლის იმ მოსწავლეებისა, რომლებიც მომდევნო კლასში გადავიდნენ და მათი, ვინც სკოლა დაამთავრა. წლის დასაწყისში პირველ განყოფილებაში ირიცხებოდა 43 მოსწავლე, მეორეში – 35, მესამეში – 28, მეოთხეში კი – 16. მოსწავლეებმა სკოლას თავი დაანებეს „ისპანკისა“ და ტიფით ავადმყოფობის, ასევე ცხოვრების გაძვირების გამო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბერს ამიერკავკასიის კომისარიატის 1917 წლის N28634 განკარგულების თანახმად ევდოკია თვალაძე თავდაპირველად ქუთაისის ქალთა პირველ გიმნაზიაში რუსული ენისა და ფსიქოლოგიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად, ხოლო შემდეგ – შტატის მასწავლებლად დაინიშნა. წლიური ხელფასი 1208 მანეთს შეადგენდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 ივლისს თბილისის უმაღლესი პირველ-დაწყებითი სასწავლებლის გამგე გ. გიორგობიანმა განათლების სამინისტროს დაბალ სკოლების გამგეს სთხოვა, შესაბამისი განკარგულება გაეცათ კრედიტის გახსნა-დახურვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
1919
ტიპი: თანამდებობა
თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის დირექტორ ე. ა. ჩოგოშვილს 1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 400 მანეთი მოემატა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ა. ა. ბოგოიავლენსკის იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 400 მანეთი მოემატა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ე. ვ. მესხს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 345 მანეთი და 83 კაპიკი მოემატა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ნ. კ. გაუსმანს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 400 მანეთი მოემატა.