საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ევგენი ჩიჯავაძის კორესპონდენცია „უგზოობა და უხიდობა“ გამოქვეყნდა, რომელშიც სოფელ ჩხენიშის მკვიდრთა გაჭირვებაზე იყო საუბარი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ესტატე ჩხარტიშვილმა მცხეთაში სასეირნო და მოსასვენებელი ბაღი „არმაზი“ მოაწყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ამიერ-კავკასიის რკინიგზის უფროსი ი. ს. შაიკევიჩი მივლინებით საზღვარგარეთ გაემგზავრა. მის მოვალეობას გზის სამსახურის უფროსი აკორენკო ასრულებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ნიკოლოზ დადიანის „დასტურ-ლამა“ ათი კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ჰენრიკ სენკევიჩის რომანი „ცეცხლითა და მახვილით“ ოთხმოცი კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ვასილ პეტრიაშვილის წიგნი „ღვინის დაყენება“ მანეთი და ორმოცდაათი კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ვალტერ სკოტის „აივენჰო“ ორმოცდაათი კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში რაფიელ ერისთავის თხზულებანი სამოცი კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში აკაკი წერეთლის თხზულებების პირველი და მეორე ტომი სამოც-სამოცი კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში დიმიტრი ნადირაძის „სოფლის კუნწულა“ 10 კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დიმიტრი ფავლენიშვილმა სოფელ ერედვის მოსახლეობას ერთი დღის სახნავი მიწის ნაკვეთი გადასცა. გლეხების შემოწირულობით აქ სასოფლო-საეკლესიო სკოლა უნდა აშენებულიყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თ. ბაქრაძეს სოფელ ერედვში სასოფლო-საეკლესიო სკოლის მშენებლობა პირველ სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ილია ჭავჭავაძის თხზულებების მეოთხე ტომი ოთხმოცი კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ილია ჭავჭავაძის თხზულებების მეორე და მესამე ტომი სამოც-სამოცი კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ილია ჭავჭავაძის თხზულებების პირველი ტომი 70 კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ნიკოლოზ ნათაძის მოთხრობა „ბნელო“ 20 კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ნიკოლოზ რაზიკაშვილის „დაბადება და აღზრდა ერეკლე ბატონიშვილისა“ 10 კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში იოსებ დავითაშვილის თხზულებები ავტორის სურათით, ბიოგრაფიით და ფაქსიმილეთი 50 კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებები (თითო ტომი) მანეთი ღირდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ ნ. დიდებულიძის პანსიონი და სასწავლებელი მიხეილის ქ. N129-ში გადავიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისს ილია აბრამიშვილმა „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ რესტორანში „იუჟნი ნომერა“ გამორჩეული სამზარეულო ჰქონდათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ოქროპირიძეს უნდოდა, რომ გურიისა და სამეგრელოს ყველა მონასტერში მეფუტკრეობა და აბრეშუმის წარმოება დაეწყოთ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ალექსანდრე ოქროპირიძის განკარგულებით მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის კურსებს მარტვილის მონასტრების ყველა მსახური ესწრებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქალაქ თბილისის გამგეობამ ვერის საქალაქო სასწავლებლისთვის თავად ივანე მაჩაბლის სახლი 4 წლის ვადით დაიქირავა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თბილისის პოლიცმაისტერმა ლ. პ. მასტიცკიმ ნიკოლოზის ხიდის დახურვა ითხოვა. მისი თქმით, საჭირო იყო, რომ ხიდი თბილისის საგუბერნიო გამგეობის ტექნიკოსებს შეემოწმებინათ.