საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 იანვარს ოლივერ უორდროპი დაესწრო ამერიკელი ქართველოლოგის რობერტ ბლეიკის (ბლეიქის) და მისი რუსი საცოლის ქორწილს. მან ცერემონიალის დროს გალობით ძალიან ისიამოვნა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ეთნოგრაფიული რუკის შემდგენელი რუტტიხის ცნობით სვანეთში 9 110 ადამიანი ცხოვრობდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ეთნოგრაფიული რუკის შემდგენელი რუტტიხის ცნობით თუშეთში 5 210 ადამიანი ცხოვრობდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ეთნოგრაფიული რუკის შემდგენელი რუტტიხის ცნობით ხევსურეთში 5 050 ადამიანი ცხოვრობდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ეთნოგრაფიული რუკის შემდგენელი რუტტიხის ცნობით ფშავში 12 490 ადამიანი ცხოვრობდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ეთნოგრაფიული რუკის შემდგენელი რუტტიხის ცნობით სამეგრელოში 205 212 ადამიანი ცხოვრობდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ეთნოგრაფიული რუკის შემდგენელი რუტტიხის ცნობით გურიაში 59 432 ადამიანი ცხოვრობდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ეთნოგრაფიული რუკის შემდგენელი რუტტიხის ცნობით იმერეთში 264 211 ადამიანი ცხოვრობდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ეთნოგრაფიული რუკის შემდგენელი რუტტიხის ცნობით ქართლში 375 452 ადამიანი ცხოვრობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრო ვახტანგ ღამბაშიძე და მისი რძალი, ახალგაზრდა ამერიკელი ქართველოლოგი რობერტ ბლეიკი (ბლეიქი), პოლკონიკი სტოქსი, უეითი და გრანდი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ალექსი ბერიძე იყო მეხანძრეთა რაზმის ხელმძღვანელი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია უმაღლესი მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მმართველობის ფორმების დადებით და უარყოფით მხარეებზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თვითმმართველობის დროს: 1) ადგილობრივ საქმეებს ადგილობრივ სასამართლოში განიხილავენ, რაზეც დამყარებულია ადგილობრივთა პატივის, ღირსებისა და ქონების მფარველობა და ხელშეუხებლობა; 2) უმაღლესი მთავრობის მიერ დაწესებულ გადასახადებს თანაბრად და სამართლიანად ანაწილებენ მოსახლეობაზე; 3) ადგილობრივი გამგეობა ადგენს გადასახადების რაოდენობას; 4) შესაძლებელია ახალი კანონების დაწესება, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საყოველთაო კანონს; 5) შესაძლებელია დაწყებითი სკოლის დაარსება და თავისუფლად მართვა და კიდევ მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება ადგილობრივთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ი. ჯ.-ს მიერ რედაქციაში დაბეჭდვის თხოვნით გაგზავნილი წერილი, რომელიც მოსახლეობის პატივის მიგებას ემსახურებოდა, ძალიან დიდი იყო და ვერ შეძლებდნენ დაბეჭდვას.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თ. ი.-ს მიერ რედაქციაში დაბეჭდვის თხოვნით გაგზავნილი ლექსი ცუდი ხელწერის გამო ვერ ამოიკითხეს და რაც ამოიკითხეს აზრობრივად გაუმართავი იყო, ამიტომ მის ლექსს არ დაბეჭდავდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისში ყველა წიგნის მაღაზიაში იყიდება: აკაკი წერეთლის „გოგია მეჩონგურე“ და „დავრიშიანი“ – ზღაპრული მოთხრობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 დეკემბერს ოლივერ უორდროპს სტუმრად ეწვია რობერტ ბლეიკი (ბლეიქი), ამერიკელი მეცნიერი, რომელიც ქართულ ენაში იყო სპეციალიზებული და გააცნო თავისი რუსი საცოლე, რომელიც ქართულ ხელოვნებაზე – მინიატურებზე, არქიტექტურაზე და ა. შ. მუშაობდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, ჟანა ფალიაშვილი ზაქარია ფალიაშვილის და იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვარს საქართველოსა და სხვა ქვეყნების მინისტრთა კაბინეტთან გამართულ ვახშამზე ოპერის თეატრის წამყვანი ტენორი ივანე სარაჯიშვილი და ბარიტონი ლაზარე იმერლიშვილი მღეროდნენ. ხალხური სიმღერები ანსამბლმა საკრავების თანხმლებით შეასრულა. ოპერის მომღერლებს აკომპანიმენტი გაუწია ჟანა ფალიევამ (ფალიაშვილმა).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსი ბერიძე ომში მოკლული ეგონა, მაგრამ ბოლშევიკებს გამოქცევია და თბილისში იყო. იგი ქვეყნის სახანძრო ბრიგადებს ხელმძღვანელობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, მეხანძრეთა რაზმის ხელმძღვანელი ალექსი ბერიძე სიმამაცისთვის დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს მარჯორი და ოლივერ უორდროპები ალექსი ბერიძეს შეხვდნენ პეტროგრადში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, 25 წლის წინ ალექსი ბერიძე ოლივერ და მარჯორი უორდროპების პაჟი იყო ქერჩში.

1877

ტიპი: ავტორობა

gegia1877 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით რედაქციამ მიმართა კონსტანტინე გეგიაძეს, რომ მის მიერ გაზეთში დასაბეჭდად გაგზავნილი ისტორია უკვე ნაცნობი იყო მკითხველისთვის და შესაბამისად არ დაბეჭდავდნენ. თუმცა გამოთქვეს მზადყოფნა დაებეჭდათ ახალი და საინტერესო ისტორიები.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მიმართვა „უფ მოგლეჯილაძის“ მიმართ, რომ რედაქციამ უარი განაცხადა მისი წერილის დაბეჭდვის თაობაზე, რომელიც ერთ-ერთი პიროვნების ავ-ზნეობაზე მოგვითხრობდა. რედაქციის განცხადებით მხოლოდ ფაქტებითა და საქმით შეიძლება განსაზღვრო ადამიანის ავ-კარგიანობა, რადგან სხვაგვარი განკიცხვა ლანძღვაა, რომლის ადგილი გაზეთ „ივერიაში“ არ იყო.