რეგისტრირებული ფაქტები93616
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბერს გრიგორი სერგის ძე გოლიცინი ყარსის თემიდან თბილისში დაბრუნდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ი. ს. ბეკი სამსახურის საქმეების გამო კახეთში გაემგზავრა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბერს ოზურგეთში საქველმოქმედო მიზნით დაიდგა გიორგი ერისთავის პიესა „უჩინმაჩინის ქუდი”.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ე. ს. მერჟეევსკი და არტემ ფირალოვი იკვლევდნენ იმას, თუ რა სახის უნდა ყოფილიყო საფეიქრო და საქსოვი სახელოსნო, რომლის დაარსებასაც ამიერკავკასიაში შინამრეწველობის გასაუმჯობესებლად აპირებდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა ხელოსანთა მოურავის არჩევნებზე დასასწრებად თავისი საგანგებო მინდობილობათა მოხელე, ა. ა. ბებუთოვი დანიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ი. ს. ბეკი თბილისის გუბერნიისა და ზაქათალის ოლქის სახელმწიფო ქონებათა მმართველი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ი. ს. ბეკის კახეთში გამგზავრების გამო მის მოვალეობას დროებით მისი თანაშემწე პავლოვსკი შეასრულებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბერს ოზურგეთში საქველმოქმედო მიზნით დაიდგა ვალერიან გუნიას პიესა „რაც არ მერგება, არ შემერგება”.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 5 ოქტომბერს ტირძნისში დავით ივანეს ძე სულხანიშვილი დაასაფლავეს. ის მძიმე დაავადებით 18 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს უნდა განეხილა ე. ფ. ბურგარდტის მოხსენება ხმოსნობისთვის თავის დანებების შესახებ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 ოქტომბერს თბილისში ნოვოროსიისკის საკომერციო ნავთსადგურის მთავარი ზედამხედვლი, ინჟინერი ა. ლიშინი ჩამოვიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში ქალაქის მოურავის ასარჩევად ხმოსნები შეიკრიბნენ. გარეშე დამსწრეთა შორის ბათუმის ქალაქის მოურავი ლუკა ასათიანიც იმყოფებოდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 6 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში ქალაქის მოურავად გიორგი გრიგოლის ძე ევანგულოვი აირჩიეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 6 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში უნდა აერჩიათ საბჭოს თავმჯდომარე იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ქალაქის მოურავს კანონით არ ექნებოდა საბჭოს თავმჯდომარეობის უფლება. ხმის უმრავლესობით ამ თანამდებობისთვის კონსტანტინე რეიტერი აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ბაკიხანოვმა მირონოვს სასამართლოში მისი დაცვისთვის ხუთი ათასი მანეთი გადაუხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ბაკიხანოვმა ფ. ნ. პლევაკოს სასამართლოში მისი დაცვისთვის ათი ათასი მანეთი გადაუხადა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 6 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ი. დ. უთნელიშვილი ეკატერინოდარის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარეს თანაშემწედ დანიშნეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, მდივანი დავით კარიჭაშვილი და თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ცხვედაძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე დავით ღამბაშიძეს წიგნების ანგარიშში მისცეს 15.50 მან., კონსტანტინე მესხს ქართული ხმების ანგარიშში – 3 მან., გ. კოტეტიშვილს – 12 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 13, ივანე მაჭავარიანს – 4 მან., ასევე გომარეთის სკოლისთვის შეიძინეს ცარცი და კალამი.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 7 ოქტომბერს გაიმართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე გრიგოლ ტატიშვილმა მიმართა გამგეობას, რომ „ხუმარა სპილოების“ დასაბეჭდად სესხად 6 თუმანი სჭირდებოდა, თანხას კი წიგნის გაყიდვის შემდეგ დააბრუნებდა. გამგეობის გადაწყვეტილებით, ტატიშვილს 6 თუმანს იმ პირობით ასესხებდნენ, თუ მისი წიგნი სესხის დაბრუნებამდე მხოლოდ საზოგადოების მაღაზიებში გაიყიდებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 29-ე სხდომაზე განიხილეს 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების დადგენილება, საზოგადოების მდივან დავით კარიჭაშვილისა და თანაშემწე ალექსანდრე ჭყონიასთვის მოემატებინათ ხელფასი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მდივანს 10 თუმნით, ხოლო მაღაზიის გამგეს 6 თუმნით გაუზრდიდა ხელფასს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა აღნიშნა, რომ ვეღარ უმკლავდება მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას და ესაჭიროება დამხმარე პირი, რომელსაც თავისი ხელფასიდან გადაუხდის 20 თუმანს. გამგეობამ მდივანს დამხმარე პირის აყვანის თაობაზე თანხმობა განუცხადა.

