საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81344

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ რედაქციას სთხოვა გაზეთ „ქრონიკაში“ ადგილი დაეთმოთ შემდეგი მიმართვისათვის: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა დაბეჯითებით სთხოვს საზოგადოების განყოფილებათა გამგეობებს, რომ დააჩქარონ წევრთა სიების გამოგზავნა, რომ შესაძლებელი იყოს დაუგვიანებლად რწმუნებულთა განაწილება განყოფილებათა შორის და შემდეგ რწმუნებულთა არჩევა. ასევე, სასურველია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს რაც შეიძლება მეტმა წევრმა და სასურველია ყველა წევრმა აღიდგინოს წევრობის უფლება საწევრო თანხის გადახდით. ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე სილიბისტრო თავართქილაძემ განაცხადა, რომ მან შეგნებულად მოაწერა ხელი თ. კიკვაძის ინიციატივით შედგენილ დოკუმენტს, რადგან აღნიშნული საკითხები მეტად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამ კითხვების გარჩევა ძალიან არ დაგვიანდებოდა, რადგან გამგეობას თებერვლის თვეში ჰქონდა დაგეგმილი საზოგადოების კრების მოწვევა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე ნიკო ელიავამ განაცხადა, რომ მან შენგებულად მოაწერა ხელი თ. კიკვაძის მიერ შედგენილ დოკუმენტს, რადგან აღნიშნული საკითხები მეტად საყურადღებო იყო. მისი თქმით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უძველესი კულტურული დაწესებულებაა, რომელსაც თითოეული ადამიანისგან სჭირდებოდა დახმარება, ყურადღება და დაცვა, რადგან არავინ იცოდა მომავალში რა მოხდებოდა. საბოლოოდ ნ. ელიავამ განაცხადა, რომ დავით კარიჭაშვილის მიერ გაკეთებულმა განმარტებებმა დააკმაყოფილა მისი ინტერესი და დარწმუნდა, რომ მთავარ გამგეობას თავის დროზე ჰქონდა გატარებული ყველა საჭირო ღონისძიება, რასაც რწმუნებულები ითხოვდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე განცხადება გააკეთა იპოლიტე ვართაგავამ. მისი თქმით, თუ თევდორე კიკვაძეს საზოგადოების ინტერესი ალაპარაკებდა, მას საკუთარი მოსაზრებები მის დასაცავად და სასარგებლოდ უპირველეს ყოვლისა ჯერ გამგეობაში უნდა გამოეთქვა და როცა იქ ვერ დაინახავდა სწორ შეხედულებებს, მაშინ განეცხადებინა, რომ ის იმოქმედებდა დამოუკიდებლად, ის კი დამოუკიდებლად გამოვიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე დავით კარიჭაშვილმა ვრცელი მოხსენება გააკეთა თ. კიკვაძის მიერ შედგენილი დოკუმენტის შესახებ, რომელსაც 15 რწმუნებული აწერდა ხელს. მან განაცხადა, რომ თ. კიკვაძეს სურდა მოქმედი მთავარი გამგეობის გადადგომა და ახლის არჩევა, ამიტომ მან შექმნა 3 საკითხიანი დოკუმენტი, საზოგადოების ფინანსური კრიზისის, განყოფილებათა ლიკვიდაციისა და ახალი წესდების არგანხორცილების შესახებ, რომლითაც სურდა დაეზარალებინა მოქმედი გამგეობა და უმოქმედობაში დაედანაშაულებინა. დავით კარიჭაშვილმა კრებაზე დამსწრე რწმუნებულებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია სამივე საკითხის შესახებ და დაადასტურა, რომ თუ სრული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ რწმუნებულთა უმეტესობა ისევ თ. კიკვაძეს მიემხრობოდა, მაშინ გამგეობა დაუყოვნებლივ დანიშნავდა რწმუნებულთა საზოგადო კრებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრება, რომელზეც თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებას შეეძლო არ მოეწვია რწმუნებულთა საზოგადო კრება, რადგან ერთ-ერთმა რწმუნებულმა ავალიშვილმა წერილობით გააუქმა მისი ხელმოწერა, მაგრამ მისი აზრით, გამგეობა უკანონოდ მოქმედებდა, არ ატარებდა ახალ წესდებას, ამიტომ აუცილებელი იყო კრების ჩატარება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მიიღო საზოგადოების 15 რწმუნებულთაგან ხელმოწერილი განცხადება, რომ მოეწვიათ რწმუნებულთა საგანგებო კრება, რომლის მიზანი იყო: 1) 27 ივლისს დამტკიცებული საზოგადოების ახალი წესდების გატარება, 2) ეკონომიკური კრიზისის გამო საზოგადოების სამოქმედო გეგმის გადახედვა, 3) იმ ფილიალთა ლიკვიდაცია, რომელიც დახურული იყო და საქმის გარკვევა იმ ფილიალთა შესახებ, რომლებიც ვერ ახორციელებდა საზოგადოების მიზნებს. ხელს აწერდნენ: უშანგი ელიავა, პ. კახიანი, სილიბისტრო თავართქილაძე, თევდორე კიკვაძე, გრიგოლ ნათაძე, ნინო თეიმურაზის ასული ელიავა, ვლადიმერ ანტონის ძე ჯუღელი, იოსებ გიორგის ძე ავალიშვილი, ფილიპე გლახუნას ძე ლორია, ვლადიმერ ანტონის ძე ახობაძე, მინადორა ტოროშელიძე, გ. ბახტაძე, ვ. მგელაძე, გიორგი იესეს ძე ცინცაძე, კოწია გვარჯალაძე.

პირები
წყარო

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიისთვის მინა კოპალეიშვილმა ვალი აიღო მიხეილ გაჩეჩილაძისგან 58 მანეთი და 18 კაპიკი, ისიდორე კვიცარიძისგან – 22 მანეთი და 60 კაპიკი, სამსონ ფირცხალავასგან – 8 მანეთი, ილარიონ რუხაძისგან – მანეთი და 60 კაპიკი, რაჟდენ ნანეიშვილისგან – 2 მანეთი და 40 კაპიკი, გრიგოლ ურუშაძისგან – 42 მანეთი და 60 კაპიკი და სამტრედიის კოოპერატივისგან – 3 მანეთი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა განყოფილებების ინსტრუქციის მე-4 მუხლის ცვლილება, რაც გულისხმობდა შემდეგს: საზოგადოების განყოფილება კრებდა და ხარჯავდა საწევრო ფულს, სხვადასხვა შემოსავალს და წლიური შემოსავლიდან გამოყოფდა 10 %-ს, რასაც გაუგზავნიდა გამგეობას საერთო ხარჯების დასაფარად.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა გამგეობის მოხსენება განყოფილებების ინსტრუქციის მე-4 მუხლის შეცვლის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი დათანხმდა საზოგადოების წევრების თხოვნას – არ დაეტოვებინა თავმჯდომარის თანამდებობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე უცვლელად დაამტკიცეს 22 ნოემბრის კრების ოქმი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა 22 ნოემბრის კრების ოქმი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: საპატიო წევრი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა, გამგეობის წევრები: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვლი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, გიორგი იესეს ძე ცინცაძე, პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი და 96 ნამდვილი წევრი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება, რომელიც გახსნა თავმჯდომარის მოადგილე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა დილის 11 საათსა და 40 წუთზე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება დაიხურა 4 საათზე, შემდეგი კი დაინიშნა 29 ნოემბერს დილის 11 საათზე. კრების ოქმს ხელს აწერენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გადაწყვიტეს, რომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსა და საზოგადოების მუზეუმების გაერთიანება გადაედოთ ომის დასრულებამდე. კრების ოქმს ხელს აწერენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების მე-3 მუხლის მიხედვით საზოგადოება ხსნის სახალხო ბიბლიოთეკებს და სამკითხველოებს, განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების მე-20 მუხლის მიხედვით მთავარი გამგეობის გარდაცვლილ ან რაიმე მიზეზით ვადამდე გასული წევრის ადგილის დასაკავებლად საზოგადო კრება ირჩევს სამ კანდიდატს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სილოვან გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო საზოგადოებაში სექციის სახით უნდა შესულიყო და ჩაებარებინა მუზეუმების მართვა-გამგეობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი იესეს ძე ცინცაძემ განაცხადა, რომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსა და საზოგადოების მუზეუმების გაერთიანება გადაედოთ ომის დასრულებამდე. სჯობდა მშვიდობიან პერიოდში განეხილათ ეს საკითხი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება ფლობდა სკოლებსა და ბიბლიოთეკებს. ზოგჯერ სკოლებისთვის სხვადასხვა სამეცნიერო დარგებიდან საჭირო იყო თვალსაჩინო ნივთები, ისტორიული სურათები და ამ კუთხით მუზეუმი იძენდა პედაგოგიურ დანიშნულებას. იგი არ უნდა გადაეცათ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების 23-ე მუხლის მიხედვით გამგეობის მოვალეობაა: ა) ზრუნვა საზოგადოების ღონისძიებათა გაძლიერებისათვის; ბ) თავმჯდომარის საშუალებით საზოგადოების რწმუნებულთა საერთო კრების დანიშვნა, ისე რომ კრების თარიღი ერთი თვით ადრე ეცნობოს საზოგადოების განყოფილებებს; გ) წარდგენა რწმუნებულთა საერთო კრებისთვის მოსაზრებისა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებაა საჭირო, რომ საზოგადოებამ მიაღწიოს სასურველ მიზანს და უფრო მეტად განვითარდეს; დ) გაძღოლა საზოგადოების ყოველგვარი საქმეებისა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების მე-2 მუხლის მიხედვით საზოგადოება სარგებლობდა იურიდიული პირის ყველა უფლებით და ჰქონდა თავისი ბეჭედი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სამსონ პლატონის ძე დადიანი ეწინააღმდეგებოდა მუზეუმის საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის გადაცემის საკითხს. მისი აზრით, სპეციალისტებს უნდა დავალებოდა მუზეუმების მართვა-გამგეობა.