რეგისტრირებული ფაქტები81344
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ გაათავისუფლონ ხსენებული თანამდებობიდან. პასუხად, გამგეობამ ტიტე კახიძეს სთხოვა, რომ დარჩენილიყო სკოლაში სამუშაოდ და ასევე მასწავლებელ ბოცვაძეს მისწერა, რომ გამგეობასთან ყოველგვარი მიწერ-მოწერა უნდა ეწარმოებინა სკოლის გამგეს და არა მასწავლებელს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კიტა აბაშიძე, ვანო ზურაბიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე განიხილეს წიგნებით მოვაჭრე კონსტანტინე თავართქილაძის თხოვნა, რომ საზოგადოების წიგნების მაღაზიიდან ორი თვით ნისიად მიეცათ ორასი ან სამასი მანეთის ღირებულების წიგნები, ხოლო თავდებად ჩათვლოდა ის წიგნები, რომლებიც გასაყიდად საზოგადოების მაღაზიაში ჰქონდა მიბარებული. გამგეობამ მას გადასცა 10 თუმნის წიგნები, ხოლო თავდებად გამოართვა მისი კუთვნილი წიგნები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, კიტა აბაშიძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების რამდენიმე წევრის განცხადება, რომ მოეწვიათ კრება და ხელახლა განეხილათ სენაკის სკოლის საქმე. საკითხი გამგეობამ განსახილველად შემდეგი სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ გააკეთა მოხსენება, რომ საქმის სასარგებლოდ საჭირო იყო გომარეთის სკოლის მასწავლებელი გადაეყვანათ რომელიმე სხვა სკოლაში სამუშაოდ. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ თომა კევლიშვილი გადაეყვანათ მასწავლებლად წინარეხის სკოლაში, ხოლო წინარეხის სკოლის მასწავლებელი ეკატერინე რუსიეშვილი გადაეყვანათ გომარეთის სკოლაში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სენაკის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა იასონ ნიკოლაიშვილმა, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში პედაგოგის ან აღმზრდელის პოზიციაზე დაესაქმებინათ. გამგეობამ ქუთაისის სკოლის გამგეს დაავალა ნიკოლაიშვილი მასწავლებლის პოზიციაზე დაენიშნა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, კიტა გიორგის ძე აბაშიძე, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი და გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, კიტა აბაშიძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს ქუთაისის გუბერნიის განცხადება, რომ ხელახლა განეხილათ სენაკის სკოლის საქმე, მაგრამ გამგეობამ უყურადღებოდ დატოვა მათი თხოვნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა და ამავე სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა გამგეობას შესთავაზეს მასწავლებლად დაენიშნათ სტეფანე შიოს ძე ძიმისტარაშვილი და გალაქტიონ სიმონის ძე თუთბერიძე. ასევე მათ სხდომაზე წარმოადგინეს იმ პირთა სია, რომლებსაც სურდათ მასწავლებლობა: მალაქია სირაძე, არჩილ მირიანაშვილი, ტროფიმე ჯოხთაბერიძე, ალექსი გეგეჭკორი, ალექსანდრე ლომიძე, ნესტორ კიკალეიშვილი, ნინო ნოიტაკი, კონსტანტინე კიკიანი, გიორგი ბოკერია, გრიგოლ წულუკიძე და ერმალოზ ჯაში. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ სენაკის მასწავლებლად დაენიშნათ გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე, ხოლო სხვა კანდიდატთა განცხადებები განეხილათ მომდევნო სხდომაზე.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 27 აგვისტოს, ნაშუადღევს, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ეზოში მდებარე ფანტანში გიორგი სხირტლაძის 11 წლის დისწული დაიხრჩო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 აგვისტოს, დიდმოწამე შუშანიკის ხსენების დღეს, მეტეხის ტაძარში ლოცვა ეპისკოპოსმა ლეონიდ ოქროპირიძემ წაიკითხა, პარაკლისი კი ეგზარხოსმა ფლაბიანემ გადაიხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 აგვისტოს დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი ბორჯომს ეწვია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 აგვისტოს ბენუა-მარი ლანჟენიემ პაპს წერილობით სთხოვა, რომ აღმოსავლეთში არსებულ ლათინელ კათოლიკეთა დაწესებულებებზე მფარველობა გაეძლიერებინათ. ლანჟენიემ პაპისგან დადებითი პასუხი მიიღო.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექიმი კონსტანტინე გრძელიშვილი პაციენტებს მიხეილის ქუჩაზე მდებარე გერმანული ეკლესიის მოპირდაპირე შენობაში იღებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსეი ეისნერმა ხობის მონასტრის საკურთხევლის მხატვრობის უმეტესი ნაწილი 1897 წელს გადაიხატა და პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიის კომისიას წარუდგინა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოფიცერი ალფრედ დრეიფუსი გაასამართლეს. მას ბრალს ქვეყნის ღალატსა და ჯაშუშობაში სდებდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალფრედ დრეიფუსის ბრალეულობას საფრანგეთის სამხედრო მინისტრი განიხილავდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტი ფელიქს ფორი ჟაკ კავენიაკს სთხოვდა, რომ სამხედრო მინისტრის თანამდებობა არ მიეტოვებინა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გენერალი ემილ ცურლინდენი საფრანგეთის სამხედრო მინისტრი გახდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საფრანგეთის სამხედრო მინისტრმა ჟაკ კავენიაკმა თანამდებობა დატოვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხობის მონასტრის ფრესკების დათვალიერებისას ალექსეი ეისნერის ყურადღება მიიქცია შერგირ დადიანის ოჯახის სურათმა, რომელიც მოხატული იყო წითელი ზეთოვანი საღებავით. მასზე გამოსახულნი იყვნენ ცოტნე დადიანი, თამარ დადიანი და ნათელა დედოფალი.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დავით ლეონიძე მოხსენებულია კაცხელის ფსევდონიმით.