რეგისტრირებული ფაქტები93616
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბრის გაზეთი „ცნობის ფურცელი“ იუწყება, რომ 12 საათზე სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში გაიმართებოდა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 40 წლისთავის აღსანიშნად შემდგარი საიუბილეო კომიტეტისა და საზოგადოების კრება.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო კომიტეტს შეხვედრა უნდა გაემართა საზოგადოებასთან შემუშავებული პროგრამის გასაცნობად და თარიღის დასადგენად, იუწყება გაზეთი „ცნობის ფურცელი“.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ბოსტნეულ-ბაღჩეულობის კავკასიის პირველ გამოფენაზე ვერცხლის მედალი აიღო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 3 ნოემბერს პეტრე ალექსის ძე ოპოჩინინი სამოქალაქო საბჭოს დამსწრე ხმოსნად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭომ უარყო მარიამ ლუაშვილის თხოვნა და არ შეუმცირა მას ადგილის იჯარის ფასი.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 3 ნოემბერს ბ. სერებრიაკოვის ხე-ტყის ქარხანაში ამ ქარხნის მუშა, ა. ჯანელიძე მანქანამ ჩოხის კალთით ჩაითრია. მან უბედური შემთხვევის შემდეგ სამი საათიღა იცოცხლა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბერს თბილისში საბჭოს მდივნის არჩევნები უნდა გამართულიყო. ამ არჩევნებში კენჭს საბჭოს ყოფილი მდივანი სტეფანე ჭრელაშვილი იყრიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბერს თბილისის გუბერნიაში იმ კომისიის თათბირი გაიმართა, რომლის წევრებსაც თბილისის გუბერნიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრათ. კრებაზე გადაწყდა, რომ კომისიის წევრად გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი მიეწვიათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბერს თბილისის იმ კომისიის თათბირი გაიმართა, რომლის წევრებსაც თბილისის გუბერნიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრათ. თათბირს კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი თავმჯდომარეობდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭოში სტეფანე ჭრელაშვილი საბჭოს მდივნად ხელმეორედ აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი სოხუმში მიდიოდა, რათა სოხუმსა და ზუგდიდს შუა არსებული გზატკეცილის საქმე გამოეკვლია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ „თფილისის საქველმოქმედო საზოგადოებას” ოთხასი თუმანი შესწირეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებას ოთხასი თუმანი შესწირეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭომ განიხილა გიორგი მანუჩაროვის წინადადება. ის ითხოვდა ნებართვას, რომ ღორებისთვის საკვებად ქალაქის საყასბოებზე დაკლული საქონლის სისხლი მიეცათ და ამისთვის ქალაქის სასარგებლოდ 150 მანეთი გადაიხდიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძეს გადასცეს 16 მან., დიასამიძეს – 25, ანასტასია წერეთელს კი – 6 მან. ასევე გაიცა თანხა სხვადასხვა წვრილმანი ხარჯებისათვის, მაგ.: მ. შურღაიასთან წიგნების გასაგზავნი – 26 კ., არ. კალანდაძესთან – 26 კ., ილია იმერლიშვილთან – 47 კ., ვასილ ბეჟანეიშვილთან – 2 მან., კონსტანტინე თავართქილაძესთან – 1 მან. და ალ. არაბიძესთან – 62 კაპ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ შარაძე ბახვის სკოლის ზედამხედველი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქავთაძე ერევნის გუბერნიის საბეგრო ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ნიკოლოზ მონაძე ფოთის სახაზინოში ბუღალტერის თანაშემწედ დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ოჩამჩირის ბოქაულის საგამგებლოს უფროსი იყო ჩეჩელევი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ შუბინი ოჩამჩირის ბოქაული იყო.

