რეგისტრირებული ფაქტები89726
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ანასტასია წერეთლისამ და დავით კარიჭაშვილმა ლუკა რაზიკაშვილის ნაწერების წიგნად გამოცემის შესახებ. საკითხის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბათუმის სკოლის პედაგოგმა ისიდორე რამიშვილმა, რომ გაუგზავნონ სკოლის ბიბლიოთეკისთვის და მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო წიგნები, ასევე ხულოს სკოლის მასწავლებელ ა. მგელაძეს გაუგზავნონ სასწავლო წიგნები. გამგეობამ განაცხადა, რომ ისიდორე რამიშვილისთვის მოეთხოვათ საჭირო წიგნების სია.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ელენე ჟინოვმა, რომ გაუგზავნონ მას დაპირებული 100 მანეთიდან რამდენიც შესაძლებელია. გამგეობამ ელენე ჟინოევს 50 მანეთი გაუგზავნა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე განიხილეს სვიმონ ჭუმბურიძის თხოვნა, რომ გაეგზავნათ მისთვის რუსულ-ქართული ლექსიკონი ოსმალეთში, რომლის საფასურის გადახდასაც მხოლოდ ფრანგული ფულით მოახერხებდა, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე მარიამ ორჯონიკიძემ და ეკატერინე ტატიშვილმა წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები, საიდანაც გამგეობამ ჯამში ამოიღო 11.2 მანეთი და 3 აბაზი.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 18 მარტს ქუთაისის საოლქო სასამართლომ გლახუა მაღრაძე პართენ, ნინა და ბარბარე მაღრაძეების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს სამუდამო კატორღა მიესაჯა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 19 მარტს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკის ყველა ანგარიში მიიღო 1875 და 1877 წლების გარდა, რადგან მათი დაბეჭდილი პირები არ ჰქონდათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომას ესწრებოდნენ იაკობ გოგებაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ანასტასია წერეთლისა და ნიკოლოზ მთვარელიშვილი. სხდომაზე განიხილეს 1898 წლის 23 მარტს ჩატარებული სენაკის სკოლის პედაგოგების რჩევის პროტოკოლი და ასევე სენაკის სკოლის ინსპექტორის აზრი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და იაკობ გოგებაშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის მეორე სახალხო ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დავთარში ჩაწერა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების 1898 წლის შემოსავალ-გასავლის სავარაუდო ანგარიში, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და იაკობ გოგებაშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1897 წლის საზოგადოების წლიური ანგარიში, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ნიკო მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე რატიშვილმა და დავით ქადაგიძემ დასაბეჭდად წარმოდგენილი ხელნაწერ „ხე და მისი ცხოვრების“ შესახებ, რომლის განხილვა საზოგადოებამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომაზე თომა მთავრიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში წიგნებით მოვაჭრე ვასილ ბეჟანეიშვილი თანახმა იყო, დაეთმო მისთვის წიგნები საზოგადოების სახელით სოფლებში დასარიგებლად იმავე ფასად, რა ფასიც მას უჯდებოდა. მთავრიშვილი გამგეობას სთხოვდა ნებართვას წიგნების ყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა – 14 მან. და კიდევ – 50 მან., ალექსანდრე ყიფშიძეს – 27.15 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს ყდების გასაკეთებლად – 3.50 მან., თევდორე ჟორდანიას – 80 მან. ჯამში სულ გაიცა 130 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 მარტს ქუთაისში ღარიბი მშობლებისთვის უსასყიდლო სკოლის მშენებლობა დაიწყო. პარაკლისი ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა გადაიხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთის გუბერნატორის თანაშემწე მიკლაშევსკი, თავადაზნაურობის წინამძღოლი სავლე გიორგის ძე წერეთელი, ქალაქის მოურავი ლუარსაბ თეიმურაზის ძე ლოლუა საბჭოს ხმოსნებითურთ, საერო სკოლების დირექტორი ლევიტსკი, სამხედრო პირები, პედაგოგები და მოწაფეები მშობლებითურთ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 მარტს ილია ჭავჭავაძე თბილისიდან წასულ მრევლთან ერთად მცხეთაში საქართველოს ეგზარქოს ფლავიანეს შეხვდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-10 სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში ნიკოლოზ ღოღობერიძეს გადასცა 7.25 მან., ზაქარია გრიქუროვს – 32 მან., ოლღა ჭავჭავაძეს საზოგადოების სასარგებლოდ ბაზრის გასამართავად – 50 მან., როდონოვის ქალს სურათების ანგარიშში – 4 მან., რაულ ბარამიძეს წიგნების ანგარიშში – 40 კაპ., ნიკოლოზ ბადრიძეს – 1.40 მან., ასევე გაისტუმრეს მარტის წვრილმანი ხარჯები. გამგეობამ სულ დახარჯა 118 40 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ანასტასია წერეთლისა, იაკობ გოგებაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა 1898 წლის მარტის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. შემოსავალმა შეადგინა 11200 მანეთი, ხოლო გასავალი იყო 10930 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე გაეცნენ თონეთის სკოლის პედაგოგის, თამარ ჯორჯაძის წერილს, რომ სკოლა შეამოწმა სახალხო სკოლის ინსპექტორმა, პავლოვმა.

