რეგისტრირებული ფაქტები81403
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N4-5; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) რუბრიკიდან „შინაური მიმოხილვა“ ვიგებთ, რომ თბილისისა და ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწე თბილისის თავად-აზნაურთა საზოგადოება, ქართული დრამატული საზოგადოება და სხვ. ყოველი წლის გაზაფხულზე საზოგადოებას გასული წლის ანგარიშს აბარებდნენ.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 4–5; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ აღნიშნული იყო, რომ თბილისის თავადაზნაურთა კრებამ, რომელმაც პრიორიტეტად ქვეყნის განათლება გამოაცხადა 1000 თუმანი ერთხმად შესწირა თბილისის სათავადაზნაურო სკოლას, 100 თუმანი გამოუყო თელავისა და გორის ქალთა სასწავლებლებს (თითოეულს ცალ-ცალკე), ხანძრით დაზარალებულ სიღნაღის მაზრის მაცხოვრებლებს კი – 30-30 თუმანი.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალში „ივერია“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის პასუხი ნიკოლოზ ხუდადოვის წერილზე „ახალგაზრდობის მიმართულება“, რომელშიც ის ქართულ ენაზე მეცნიერების განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე საუბრობდა და აკრიტიკებდა ხუდადოვის აზრს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა წარსულშიც და აწმყოშიც იყო და არის ფიქცია.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია ესწრებოდნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა გიორგი ზდანოვიჩის (იბეჭდებოდა გ. მაიაშვილის ფსევდონიმით) წერილი „საზოგადო მოღვაწეთა მიმართ“, რომელშიც ავტორი საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერებს მოუწოდებდა, რომ „საზოგადოებრივი მოძრაობის დროს პირველად ხალხის ეკონომიკური ინტერესები უნდა ვიქონიოთ სახეში და მერე სხვა ინტერესებიც, რომელთაც ხალხი უთანაგრძნობს – პოლიტიკური და ნაციონალურიც“.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 დეკემბერს დაგეგმილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომა წევრთა სიმცირის გამო არ გაიმართა. სხდომაზე დასასწრებად მხოლოდ გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია მივიდა, გამგეობიდან კი – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია შემფასებელი კომისიის წარმომადგენლად აირჩიეს.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის დადგენილებით საზოგადოების ვექილს, პეტრე ივანეს ძე ქავთარაძეს, დამატებით ერთი კვირა მიეცა მთავრობის ვალის განაღდების საკითხის მოსაგვარებლად.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის შვებულებაში გასვლის საკითხი განიხილეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ ჩხეიძემ ზესტაფონის არჩევნები გაასაჩივრა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 18 აგვისტოს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის დადგენილებით, საზოგადოების წიგნის მაღაზიებში ფასები უნდა გაზრდილიყო. ამ საქმიანობაში მონაწილეობას სარევიზიო კომისიის წევრებიც მიიღებდნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 18 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 4 აგვისტოს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.