საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81404

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ დაესწრო კაფე „ფრასკატში“ გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელზეც პაოლო იაშვილის ხელმძღვანელობით აუქციონი მოეწყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებას არჩილ ჯორჯაძის სამკითხველოს ღონისძიებებისთვის 200 მანეთი ჰქონდა განსაზღვრული.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 დეკემბერს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი, ივანე ზედგინიძე და ანნა ზედგინიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ლი იანვრისთვის თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ბალანსი 1 384 574 მანეთი და 98 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე, წევრები: დავით ავალიშვილი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი და ბუღალტერი ხ. ხაჩატურიანი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძე, სამსონ პლატონის ძე დადიანი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, იოსებ გლახას ძე ჯანგველაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე და ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: სეით ლუარსაბის ძე იაშვილი, იაკობ სვიმონის ძე ზედგინიძე, გ. ლომჯარია და ნინო გიორგის ასული უგრელიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 დეკემბერს ნინო ბეჟანის ასული ყიფიანისა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, რომანოზ ბებიაშვილი და გ. მაჭავარიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას ესწრებოდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: ნ. კალანდაძე, გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილი, იოსებ ანდროს ძე მერკვილაძე და შალვა სამსონის ძე კიკნაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ ისიდორე შუკოს ძე ჭანტურია და ექიმი გიორგი მიხეილის ძე ღოღობერიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ე. ავალიშვილი, პეტრე გრიგოლის ძე მამრაძე და ბარბარე იაკობის ასული ბრეგვაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: ვასილ ივანეს ძე კუციავა, სვიმონ თომას ძე ელიავა, პავლე დავითის ძე საყვარელიძე და ბართლომე ალექსანდრეს ძე კილაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: ეკატერინე გრიგოლის ასული მესხისა, თინათინ გიორგის ასული ფორაქიშვილი, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: სპირიდონ ივანეს ძე ბაქრაძე, ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე და ნ. უგრელიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი და ნიკო იოსების ძე გორთლიშვილი (გორტლიშვილი).

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 16 სექტემბერს აკაკი პაპავა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 16 სექტემბერს ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე ვარლამ იმნაძემ თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს იორდანე გოცაძე ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იორდანე მიხეილის ძე გოცაძეს ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს 45 მანეთი მართებდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ სილიბისტრო თავართქილაძისთვის წიგნების ანგარიშში მიეცათ 59 000 000 მანეთი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 10 იანვარს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ისიდორე შუკოს ძე ჭანტურია მოწვეული წევრი იყო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძეს მიენდო მოლაპარაკებოდა პოლიტიკური განათლების მთავარ მმართველობას 1920 წელს დამტკიცებული წესდების ფარგლებში საზოგადოების აღდგენის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მოსეს ძე ვეკუას ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს 41 მანეთი მართებდა.