საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81403

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილი „ქართული წიგნების გასაღების და გავრცელების საქმეები“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჭიჭინაძემ სოფელ ალის სამკითხველოს თავისი წიგნის ასი ეგზემპლარი მესამედ ფასად გადასცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კახეთში სტუმრად მყოფი კავკასიის მთავარმართებელი, გრიგოლ გოლიცინი და მისი მეუღლე მარიამ თეოდორეს ასული 28 ოქტომბერს სიღნაღიდან თბილისში დაბრუნდებოდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 27 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი მეუღლე, მარიამ თოდორეს ასული, ბოდბის მონასტერს მოინახულებდნენ და ღამეს სიღნაღში გაათევდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 26 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის გოლიცინი და მისი მეუღლე მარიამ თოდორეს ასული წინანდლიდან სიღნაღის მაზრაში გაემგზავრებოდნენ და ღამეს სოფ. კარდენახში გაათენებდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისიდან თელავში გამგზავრებული კავკასიის მთავარმართელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი მეუღლე, მარიამ თოდორეს ასული გზად შუამთის მონასტერს მოინახულებდნენ, ხოლო ღამეს წინანდლის საუფლისწულო მამულში გაათევდნენ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი მეუღლე მარიამ თეოდორეს ასული თბილისიდან თელავში გომბორის უღელტეხილით ჩავიდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ოქტომბერს თბილისის გამგეობის სხდომას, რომელზეც ტრამვაის ხაზის მშენებლობის საკითხი განიხილებოდა, ინჟინერი ალფონს რობი დაესწრო.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 24 ოქტომბერს დაბა ცხინვალის მახლობლად 26 წლის დათა ბეკოშვილმა ფულის გამოძალვის მიზნით 38 წლის დათა ალხაზიშვილი დაჭრა, რომელიც მეორე დღეს გარდაიცვალა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 25 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მოსკოვის ტექნიკური სასწავლებლის ქიმიის განყოფილების IV კლასის მოწაფეს, გიორგი ჩხეიძეს სასწავლებლის კავკასიელთათვის განკუთვნილი სტიპენდია დაუმტკიცდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივ. კავთელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ივანე ჯაჯანაშვილის სამეცნიერო წერილი „გრძელ-ჟამიერი სიცოცხლე“ ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გრიგოლ წინამძღვრიშვილის წერილი გორის მაზრის სოფელ გერში გამართული საეკლესიო დღესასწაულის შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსი ფლაბიანე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, კუკიის სასაფლაოზე განსვენებულთა სულის მოსახსენიებელ წირვასა და პარაკლისს გადაიხდიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბერს სამტრედიაში მექუდე ბეს. ბექიას ფარდული გაძარცვეს, საიდანაც 400 მანეთის ღირებულების ქუდის ტყავი წაიღეს.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 25 ოქტომბერს თბილისის პოლიციის დარაჯმა ფ. გაბელიამ ციმბირიდან გამოქცეული პატიმარი, მცხეთის მკვიდრი ლუკა გარსევანიშვილი შეიპყრო, რომელიც მეტეხის ციხეში გადაიყვანეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის განცხადება ალმანახ „კრებულის“ აღდგენისა და მისი რედაქციის ახალ მისამართზე გადასვლის შესახებ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 25 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვენაში სამკურნალოდ მყოფი მსახიობი, მაკო საფაროვა-აბაშიძე, თავს უკეთ გრძნობდა და მკურნალობის გაგრძელებას პარიზში აპირებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის დრამატულ თეატრში შილერის ხუთ-მოქმედებიანი ტრაგედია „ყაჩაღები“ დაიდგა, რომელშიც ლადო ალექსი-მესხიშვილი და ნუცა ჩხეიძე მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბერს ბრაღოჩინი მღვდელი სილიბისტრო ჩხაიძე მრევლთან შესახვედრად გურიის სოფელ მამათში ჩავიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბერს სოხუმში გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის მოურავის, მიხეილ თოფურიძის სახლში ათამდე მძარცველი შეიჭრა, რომლებმაც მასპინძელს სცემეს და 800 თუმანი გაიტაცეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების 1-ლი ოქტმბრიდან 26 ოქტომბრამდე მიღებული შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე საზოგადოებას საობლო სასამართლომ წერილით აცნობა, რომ როინაშვილის ქონების ოპეკუნს დავალებული ჰქონდა საზოგადოებისთვის გადაეცა ნაანდერძევი ქონება. გამგეობამ გრიგოლ ყიფშიძეს დაავალა ქონება ჩაებარებინა და შემოწმების შემდეგ გადაეცა დავით კარიჭაშვილისთვის.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე საზოგადოებას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა ლავრენტი აგლაძემ სკოლისთვის გაეგზავნათ სასწავლო წიგნები, სურათები და ნივთები. გამგეობამ თონეთის სკოლას სურათების გარდა ყველა საჭირო ნივთი გაუგზავნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის სკოლის სამზრუნველოს წერილი, რომ პირველ ნოემბერს გაიმართებოდა კავკავის სკოლის ეკლესიის კურთხევა, რომელსაც სასურველი იქნებოდა დასწრებოდა საზოგადოების ერთ-ერთი წევრი. გამგეობამ კავკავის სკოლის სამზრუნველოს მისწერა, რომ სამწუხაროდ, საზოგადოების ვერცერთი წევრი ვერ შეძლებდა ღონისძიებაზე დასწრებას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილ რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ, რომელიც უნდა დაბეჭდილიყო მაქსიმე შარაძის სტამბაში, მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.