რეგისტრირებული ფაქტები81404
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 იანვარს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რვეულების დამზადების საკითხი. პრეზიდიუმის დადგენილებით დასამზადებლად შეკვეთილი იყო 5 000 რვეული.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 იანვარს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ივანე ელიაშვილი და ისიდორე ჭანტურია.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა მთავარი პოლიტკური განათლების განყოფილების გამგის წინადადება, რომ წერა-კითხვის უცოდინართა შესამცირებლად საზოგადოებას უნდა მოეწყო მოძრავი და საკვირაო სკოლები, სახალხო კითხვის საღამოები და სხვ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 17 იანვარს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, აკაკი პაპავამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამართა ლექციები და შესული თანხა – 80 მანეთი ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გადასცა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 იანვარს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის წინადადება მოსამსახურე პირთათვის ხელფასის ჩერვონეცის კურსით გადახდის შესახებ. გამგეობამ ამ საკითხის გადაწყვეტა პრეზიდიუმს დაავალა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იასონ ლორთქიფანიძის თხოვნით, იმიტომ, რომ ის არ დასწრებია წინა სხდომას, მეორედ განიხილეს 1920 წელს დამტკიცებული წესდების ფარგლებში საზოგადოების აღდგენის საკითხი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 16, 17 და 18 აპრილს გურიის ცხენოსანთა ჯარი გენერალ ჭავჭავაძის სარდლობით მტრის საძებნელად ყარსის სამხრეთ ნაწილებში წავიდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ როდესაც არაბები საქართველოში შემოვიდნენ და მაჰმადიანობის გავრცელება დაიწყეს, ამ დროს ოსმალები ბაგრატიონების მეთაურობით ქრისტიანობის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. ქართველები საღმრთო წიგნებს თარგმნიდნენ და აარსებდნენ მონასტრებს, რომ ახალგაზრდებისთვის მიეცათ საჭირო განათლება.