საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრობის კანდიდატები იყვნენ: დიმიტრი ბაქრაძე, თამარა ჭავჭავაძე, ლევან მღებრიშვილი და ეკატერინე გაბაშვილისა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ საზოგადოების ხაზინადრის თანამდებობას გიორგი ქართველიშვილი იკავებდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით, საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო გრიგოლ ყიფშიძე.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოებამ მიმდინარე საანგარიშო წელს 24 სხდომა გამართა. სხდომას ხუთჯერ თავმჯდომარეობდა ი.ბაგრატიონი, თერთმეტჯერ – ი.ჭავჭავაძე, ექვსჯერ – იაკობ გოგებაშვილი და ერთხელ გ. ქართველიშვილი.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ ზოგიერთ სოფელში შეჩერდა საზოგადოების სკოლების გახსნა, რადგან სახალხო სკოლების დირექცია სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან რუსული ენის სწავლების შემოღებას ითხოვდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოებამ სოფელ წინარეხსა და თონეთში სკოლები გახსნა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ სოფელ პატარძეულში, ბერთუბანსა და სტეფანწმინდაში საზოგადოების სკოლების გახსნის დოკუმენტს გუბერნატორმა ხელი არ მოაწერა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოება ბათუმის სკოლის (გაიხსნა 1881 წლის 23 მარტს, ირიცხებოდა მხოლოდ 32 მოსწავლე ) დახურვას ფიქრობდა. უმრავლესობის მხარდაჭერით სკოლა არ დაიხურა და მეორე სკოლის გახსნის გადაწყვეტილებაც მიიღეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოების ბათუმის სკოლაში მოიმატა მოსწავლეთა რაოდენობამ. 66 მოსწავლიდან 27 მუსლიმი იყო. სკოლაში მასწავლებლობდა მოსე ივანეს ძე ნათაძე.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ ბათუმში ჩასულ სერგეი მესხს ადგილობრივი მუსლიმები სკოლისთვის შენობის სათხოვნელად (ოსმალთა მფლობელობის დროს არსებული სკოლის შენობა წინა გუბერნატორმა ჩამოართვათ) გუბერნატორ ბ. სმეკალოვთან მიჰყვნენ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ სოფელ წინარეხის სკოლა 1882 წლის 1 იანვარს დაარსდა. პედაგოგი – ა. ფ. გაგლოშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 სექტემბერს ქალაქის მოურავის, ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანის თავმჯდომარეობით ქუთაისში რუს ამომრჩეველთა კრება გაიმართა. კრებაზე 423 ამომრჩევლიდან 51 გამოცხადა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლიდან 1916 წლამდე მარიამ ლომინაძე კავკავისა და ბათუმის სკოლებში მასწავლებლად მუშაობდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, წიგნის მაღაზიის ქირაში თვეში 33 მანეთს იხდიდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 7 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 19 ნოემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თომა ჩიქვანაიასა და დავით კასრაძის თხოვნა ალექსანდრე ხახანაშვილის სიტყვიერების ისტორიის რუსულ ენაზე სამ ტომად გამოცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, წიგნის გამოცემის ნებართვა დამატებითი ინფორმაციის მოძიების შემდეგ გაეცა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15-დან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოებას 5 სტიპენდიატი ჰყავდა და თითოეულს 130 მანეთს უხდიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ქუთაისის სამხარეო სასამართლოს პროკურორის ამხანაგი გიორგი კონსტანტინეს ძე ხარაზოვი და ამავე სასამართლოს უფროსი ნოტარიუსი ანტონ სტეფანეს ძე ხაბურძანია ქუთაისის სამხარეო სასამართლოს წევრებად დაინიშნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში თელავის სამხარეო სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლე ალექსანდრე სერგოს ძე დანიელბექოვი ერევნის სამხარეო სასამართლოს განყოფილებაში დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში თბილისის მე-3 განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე პეტრე ბესარიონის ძე კიზირია თბილისის სამხარეო სასამართლოს ადმინისტრაციულ განყოფილებაში დაინიშნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მემამულეთა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე თანასწორად დაიცავდა ქართველი მუშებისა და გლეხების ინტერესებს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, წიგნების საწყობში თვეში 1 200 მანეთს იხდიდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მემამულეთა არჩევნებზე კიტა აბაშიძესა და ევგენი გეგეჭკორს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი ქართულ ენაზე სწავლებას მხოლოდ დაბალი საფეხურის სკოლებისთვის მოითხოვდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოებამ გამოსცა ა. იახონტოვის რედაქციით გადაკეთებული და გამარტივებული „წიგნი რობინზონ კრუზოსი“. (თარგმნა ა. თუმანიშვილმა).