რეგისტრირებული ფაქტები81446
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1893
ტიპი: გარდაცვალება
1893 წლის მაისში გარდაიცვალა პეტერბურგის სამკურნალო აკადემიის V კურსის სტუდენტი ნიკო ქიქოძე.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს 23 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა გრიგოლ აფშინაშვილის ფშავში ჩაწერილი ხალხური ლექსები.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის იანვარში ევგენი დავითის ძე ებრალიძე ლანჩხუთის რაიონის საგამოძიებო სამმართველოს მოსამართლის დამხმარედ დაინიშნა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძე რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნების დაწყებამდე გამართულ თათბირზე პახვალა ლიფონავამ აღნიშნა, რომ უნდა აერჩიათ კანდიდატი, რომელიც სადეპუტატო არჩევნებზე კიტა აბაშიძეს მისცემდა ხმას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ ძიძიგური სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად არ დაამტკიცეს, რადგან სემინარიის დასრულების შემდეგ სამინისტრო უწყებაში არ იმსახურა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზუგდიდის სასამართლოს დარბაზში გ. დადიანის თავმჯდომარეობით გლეხთა რწმუნებულების კრება გაიმართა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს საგუბერნიო ციხის ზედამხედველმა სპირიდონ ჟორჟოლიანმა საკანში მცირეწლოვანი ტუსაღი მოკლა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N4; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნებულ პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხულ მონოგრაფიაში „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“ ავტორი აღნიშნავდა, რომ ძველი ქართული ხელნაწერები სინის მთაზე ორ ადგილას ინახებოდა: პაპირუსის „დავითნი“ და სამი სხვა უნციალური ხელნაწერი ბნელ ოთახში, საარქიეპისკოპოსო დარბაზის მომიჯნავედ, დანარჩენი კი – სარდაფში.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N4) გამოქვეყნდა პროფესორ ალექსანდრე ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე, წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ნათქვამია, რომ სინას მთაზე 88 ქართული ხელნაწერი იყო, რომელთა კატალოგიც მან შეადგინა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე, წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ სინას მთაზე არსებული ქართული ხელნაწერებიდან ერთი მეექვსე-მეშვიდე საუკუნის პაპირუსის „დავითნი“ იყო, 63 ეტრატისა კი – მერვე საუკუნიდან დაწყებული.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ სინას მთაზე არსებული ქართული ხელნაწერებიდან ყველა სასულიერო შინაარსის იყო, ზოგიერთი მდიდრულად გაფორმებულიც.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ სინას მთაზე აღმოჩენილი ხელნაწერები აჭრელებული იყო გადამწერელთა და პილიგრიმთა მინაწერებით, რომელიც საქართველოს პალესტინასთან და სინასთან საუკუნოვანი მიმოსვლის ისტორიაზე მეტყველებდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ სინას მთაზე არსებული ქართული ხელნაწერების უმეტესობა ადგილზევე დაიწერა, დანარჩენები კი – პალესტინიდან, ათონიდან და სხვა ადგილებიდან მოიტანეს.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ სინას ბერძნული პატერიკით (მამათა ცხოვრება), მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში სინაზე ორი ქართველი ბერი ცხოვრობდა: მიხეილი და ევსტათე.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ მეათე საუკუნედან მეცამეტე საუკუნის ჩათვლით სინას მთაზე „ქართველთა ძმობა“ მოღვაწეობდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ სინას მთაზე მოღვაწე ქართველებიდან ზოგიერთი სინას მონასტრის წინამძღვარი იყო, ზოგი კი – მოლარე.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N4) გამოქვეყნდა პროფესორ ალექსანდრე ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე, წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“. ავტორი აღნიშნავდა, რომ სინას მთაზე მოღვაწე „ქართველთა ძმობას“ ეკუთვნოდა პატარა ეკლესიები – წმინდა სტეფანეს სახ. და წმინდა გიორგისა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 31 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.