რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1865
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 27 მაისიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, თელავის მაზრის სამმართველოს მთარგმნელს, ვახვახიშვილს მუშაობა ქუთაისის გუბერნიაში უნდა გაეგრძელებინა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელის (გადაღმელი) პუბლიკაცია „ლიუტერი“ (ლუთერი) და პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა განყოფილების სტუდენტის, ალექსი გრაენის სტატია „რამდენიმე შენიშვნა“ (ადგილობრივის ელემენტის შესახებ ძველის ქართულის მითოლოგიისა).
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 10 მაისიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, გაბრიელ ეჯუბაშვილი მეფისნაცვლის სამმართველოს საფინანსო დეპარტამენტის საკანცელარიო მუშაკად უნდა დაენიშნათ.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წელს სავლე გიორგის ძე წერეთელი 279 ხმით 40-ის წინააღმდეგ ქუთაისის გუბერნიის მარშლად აირჩიეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ლონდონში არისტოკრატებისთვის დაიბეჭდა ოლივერ უორდროპის მიერ ნათარგმნი 250 ცალი ფერადი ასოებით დაბეჭდილი „სიბრძნე სიცრუისა“. უბრალო მკითხველისთვის წიგნის იაფფასიანი ვერსია გამოსცეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს საქართველოთი დაინტერესებულ მარჯორი უორდროპს გამოწერილი ჰქონდა გაზეთები „ივერია“ და „მოამბე“. ის ინგლისიდან ადევნებდა თვალყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნ. რობაქიძე სოფ. ძევრის სკოლის გამგე იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლავრენტი რობაქიძე სოფ. ძევრის სკოლის მზრუნველი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევსევია რობაქიძე სოფ. ძევრის სკოლის მასწავლებელი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლავრენტი რობაქიძე მღვდელი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე დეპუტატთა ამომრჩევლებად კიტი მხეიძე, დეისმა ჩიჩუა და კალისტრატე კობახიძე დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე დეპუტატების ამომრჩევლად ივანე მიქელაძე დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზუგდიდში გლეხ რწმუნებულების კრებაზე დეპუტატების ამომრჩევლად ი. კვარაცხელია დაასახელეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის ხარჯთაღრიცხვაში ალექსანდრე ხახანაშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ 1800 მანეთი გამოყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფარნა გეგელიას პრინც მიურატის მამულში აგრარული მოძრაობის მეთაურობას აბრალებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის საქალაქო არჩევნებზე კარლო სიმონის ძე ჩხეიძის მომხრეებმა გაიმარჯვეს.